რომან დალაქიშვილი (დ. 25 სექტემბერი, 1950, სოფ. ჯორჯიაშვილი, ახლანდ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი.
1972 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების სპეციალობით, ხოლო 1981 წელს — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1999-2004 წლებში — საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, ამავე საარჩევნო ბლოკიდან.
რესურსები ინტერნეტში