ანზორ გოგიტიძე (დ. 5 აგვისტო, 1952, სოფელი გოგინაური, შუახევის რაიონი) — ქართველი თანამდებობის პირი, პედაგოგი, პოლიტიკოსი.
1972 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი, აგრეთვე ქ. მოსკოვის საფინანსო-ეკონომიკური ინსტიტუტი სახალხო მეურნეობის დაგეგმვა-ეკონომიკის სპეციალობით. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (შუახევის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“.
რესურსები ინტერნეტში