ანდრეული ვარდისფერი, ანდრიანი, ანდრიული წითელი — ქართული აბორიგენული ვარდისფერყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.
ბოტანიკური აღწერა
ზრდასრული ფოთოლი საშუალოზე დიდია, მომრგვალო, ძლიერ დანაკვთული, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრად ძლიერაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, განივკონუსური ფორმის. ძლიერ კუმსია ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური ფორმის, ვარდისფრად ან წითლად შეფერილი. კანი თხელი აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი წვნიანია, წვენი ოდნავ შეფერილი.
ანდრეული ვარდისფერი საშუალო ზრდისა და უხვმოსავლიანია. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე საშუალოდ 174 დღეა. მტევნის საშუალო წონა 250 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 10.0-12.0 ტონა ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 15.0-16.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6-7 გ/ლ-ს.
მიიღება სუფრის ვარდისფერი მშრალი ღვინო, იგი ნაკლებსხეულიანი, დუნე და დაბალალკოჰოლიანია. ანდრეული ვარდისფრის გამოყენება შეიძლება საბრენდე სპირტის მისაღებად.
ლიტერატურა
- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 36
|
---|
| აფხაზეთი |
|
---|
| აჭარა |
|
---|
| გურია |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| იმერეთი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| კახეთი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| რაჭა-ლეჩხუმი |
|
---|
| რაჭა |
|
---|
| ლეჩხუმი |
|
---|
| მესხეთი |
შავი | |
---|
| წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
|
---|
| სამეგრელო |
|
---|
| ქართლი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| ჰერეთი |
|
---|
| მთიანეთი |
|
---|
| ზემო ქართლი |
|
---|
| სელექციური |
|
---|
| |
|