ობჩური შავი, ობჩის წითელი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.
ბოტანიკური აღწერა
ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი ქეჩისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, ფრთიანი, კუმსი, იშვიათად გვხვდება თხელი მტევნები. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოვალური ფორმის, შავი ფერის. წვენი ღია ვარდისფრადაა შეფერილი.
ობჩური შავი სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. ვაზი საშუალო და საშუალოზე ძლიერი ზრდისა და საშუალომოსავლიანია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-22%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.0-9.5 გ/ლ-ს.
გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 283
|
---|
| აფხაზეთი |
|
---|
| აჭარა |
|
---|
| გურია |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| იმერეთი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| კახეთი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| რაჭა-ლეჩხუმი |
|
---|
| რაჭა |
|
---|
| ლეჩხუმი |
|
---|
| მესხეთი |
შავი | |
---|
| წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
|
---|
| სამეგრელო |
|
---|
| ქართლი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| ჰერეთი |
|
---|
| მთიანეთი |
|
---|
| ზემო ქართლი |
|
---|
| სელექციური |
|
---|
| |
|