აბისტაჟ (აფხ. Абысҭажь — „ღომის ყურძენი“) — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.
ბოტანიკური აღწერა
ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან თირკმლისებური ფორმის. მცირედ დანაკვთული, სამნაკვთიანი ან თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრად თხლადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი დიდი ან საშუალო ზომის, თხელი. ცილინდრულ-კონუსური ფორმის. ხშირად უვითარდება მხარი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან შებრტყელებული. მოყვითალო-მომწვანო ელფერის. სქელკანიანია, ცვილისებრი ნაფიფქით ოდნავ დაფარული. აქვს საკმაოდ წვნიანი, მდნარი და სასიამოვნო გემოს რბილობი.
ამისტაჟი საშუალო ზრდით ხასიათდება. უხვმოსავლიანია და აქვს წვენის კარგი მოსავალი. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის დასაწყისში შედის.
მიიღება სუფრის თეთრი ღვინო და გამოიყენება სასუფრე ყურძნად.
ლიტერატურა
- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 9
|
---|
| აფხაზეთი |
|
---|
| აჭარა |
|
---|
| გურია |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| იმერეთი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| კახეთი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| რაჭა-ლეჩხუმი |
|
---|
| რაჭა |
|
---|
| ლეჩხუმი |
|
---|
| მესხეთი |
შავი | |
---|
| წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
|
---|
| სამეგრელო |
|
---|
| ქართლი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| ჰერეთი |
|
---|
| მთიანეთი |
|
---|
| ზემო ქართლი |
|
---|
| სელექციური |
|
---|
| |
|