ქაქუთურა — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში გურიიდან.
მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი ბაღდათისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში.
ბოტანიკური აღწერა
ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ სოლისებური, სამნაკვ-თიანი, იშვიათად მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე ჯაგრისებურად სუსტადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი დიდი ან საშუალო ზომისაა, კონუსური და ფრთიანი, თხელია. მარცვალი საშუალო ზომისაა, მოგრძო-ოვალური, მომწვანო-მოყვითალო. კანი სქელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით საკმაოდ დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია, სასიამოვნო გემოთი.
ქაქუთურა საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან დამწიფებამდე 172-180 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევარში შედის. მტევნის წონა 180-200 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-8.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-22%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9-12.5 გ/ლ-ს.
გამოიყენება სასუფრე ყურძნად და სუფრის თეთრი, მშრალი ღვინის დასამზადებლად. პერსპექტიულია საბრენდე სპირიტს მისაღებად.
ლიტერატურა
- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 378
|
---|
| აფხაზეთი |
|
---|
| აჭარა |
|
---|
| გურია |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| იმერეთი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| კახეთი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| რაჭა-ლეჩხუმი |
|
---|
| რაჭა |
|
---|
| ლეჩხუმი |
|
---|
| მესხეთი |
შავი | |
---|
| წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
|
---|
| სამეგრელო |
|
---|
| ქართლი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| ჰერეთი |
|
---|
| მთიანეთი |
|
---|
| ზემო ქართლი |
|
---|
| სელექციური |
|
---|
| |
|