კორძალა — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში გურია-აჭარიდან.
ბოტანიკური აღწერა
ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრად სქლადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, თხელი, ზოგჯერ საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სიმეტრიული, მუქი-წითელი. კანი მკვრივი აქვს^ ცვილისებრი ფიფქით სუსტად დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია, წვენი უფერულია, გემო ტკბილი და სასიამოვნო.
კორძალა საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი 198 დღეა, ხოლო სრულ სიმწიფეში ოქტომბრის შუა რიცხვებში შედის. მტევნის საშუალო წონა 145 გრამია. საჰექტარო მოსავლიანობა — 6.5-7.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.8%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.5 გ/ლ-ს.
გამოიყენება სუფრის წითელი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 196
|
---|
| აფხაზეთი |
|
---|
| აჭარა |
|
---|
| გურია |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| იმერეთი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| კახეთი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| რაჭა-ლეჩხუმი |
|
---|
| რაჭა |
|
---|
| ლეჩხუმი |
|
---|
| მესხეთი |
შავი | |
---|
| წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
|
---|
| სამეგრელო |
|
---|
| ქართლი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| ჰერეთი |
|
---|
| მთიანეთი |
|
---|
| ზემო ქართლი |
|
---|
| სელექციური |
|
---|
| |
|