ბეჟანა — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში მესხეთიდან.
ბეჟანა მესხურ დიალექტზე მოზაიკურსა და ჭრელს ნიშნავს, რაც ჯიშისათვის დამახასიათებელი თვისებაა.
ბოტანიკური აღწერა
ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია თხელ აბლაბუდისებრად. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი მცირე ან საშუალო ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ან მცირე ზომისაა, მომრგვალო, მუქი-ლურჯი. კანი თხელი და საკმაოდ მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით ზომიერად დაფარული. რბილობი წვნიანია, გემო — ჰარმონიული.
ბეჟანა საშუალო ზრდა-განვითარებისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 180 დღეა, ხოლო სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. მტევნის საშუალო წონა 160-170 გრამია. საჰექტარო მოსავლიანობა 8.0 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9 გ/ლ-ს.
მიიღება სუფრის წითელი მშრალი ღვინო.
ლიტერატურა
- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 69-70
|
---|
| აფხაზეთი |
|
---|
| აჭარა |
|
---|
| გურია |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| იმერეთი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| კახეთი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| რაჭა-ლეჩხუმი |
|
---|
| რაჭა |
|
---|
| ლეჩხუმი |
|
---|
| მესხეთი |
შავი | |
---|
| წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
|
---|
| სამეგრელო |
|
---|
| ქართლი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| ჰერეთი |
|
---|
| მთიანეთი |
|
---|
| ზემო ქართლი |
|
---|
| სელექციური |
|
---|
| |
|