პირღებული თეთრი — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე და საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.
ჯიში იმ ადგილმდებარეობის სახელს ატარებს, სადაც იპოვეს გაგარეულებულ მდგომარეობაში (ქვემო ქართლი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, პირღებულის მონასტრის ტერიტორია).
მცირედაა გავრცელებული ბოლნისისა და მარნეულის სოფლებში.
ბოტანიკური აღწერა
ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, სოლისებური, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შიშველია, მხოლოდ მთავარი ძარღვების გასწვრივ გასდევს უმნიშვნელო შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო სიდიდისაა, ცილინდრულ-კონუსური, იშვიათად ცილინდრული ფორმის, საშუალო სიკუმსის, იშვიათად თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური, მომწვანო-მოყვითალო ფერის. რბილობი წვნიანია.
პირღებული თეთრი ძლიერი ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 167 დღეა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 21-22%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.5-8.0 გ/ლ-ს.
გამოიყენება სასუფრე ყურძნად და სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 300
|
---|
| აფხაზეთი |
|
---|
| აჭარა |
|
---|
| გურია |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| იმერეთი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| კახეთი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| რაჭა-ლეჩხუმი |
|
---|
| რაჭა |
|
---|
| ლეჩხუმი |
|
---|
| მესხეთი |
შავი | |
---|
| წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
|
---|
| სამეგრელო |
|
---|
| ქართლი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| ჰერეთი |
|
---|
| მთიანეთი |
|
---|
| ზემო ქართლი |
|
---|
| სელექციური |
|
---|
| |
|