უცნობი წითელი

უცნობი წითელიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

ბოტანიკური აღწერა

ზრდასული ფოთოლი მცირე ზომისაა, ღრმად დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია ხშირი აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ფორმის, კუმსი. მარცვალი მცირე ზომისაა, მომრგვალო ფორმის, მოწითალო-იისფერი.

სიმწიფის საშუალო პერიოდის ჯიშია. გამოიყენება სუფრის წითელი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 366