თქვლაფა გურიის, თქვლაფა, თქლაფა ყურძენი — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში გურიიდან.
წარსულში თქვლაფას გავრცელების არეალი შუა და ზემო გურიის სოფლებით შემოიფარგლე-ბოდა. იგი გაშენებული იყო მაღლარების სახით და ყოველგვარი მოვლის გარეშე ძლიერი ზრდითა და უხვმოსავლიანობით ხასიათდებოდა. ამ თვისებების გამო ადგილობრივი მოსახლეობა მისგან უბრალო ღირსების საოჯახო მოხმარების ღვინოს ამზადებდა.
ბოტანიკური აღწერა
ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ოდნავ ოვალური, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ხშირქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, თხელი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი — საშუალო ზომის, ოვალური, ღია მომწვანო ფერის. თხელი კანი ცვილისებრი ფიფქით სუსტადაა დაფარული. რბილობი მეტად წვნიანი და ნაკლებ ხორციანია. ჯიშს ახასიათებს წვენის უხვი გამოსავლიანობა.
თქვლაფა გურიის საშუალო ზრდა-განვითარებისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 160 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 120-125 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 10.0-12.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-19%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.9 გ/ლ-ს.
თქვლაფა გურიის გამოიყენება სუფრის თეთრი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 160
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| აფხაზეთი |
|
---|
| აჭარა |
|
---|
| გურია |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| იმერეთი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| კახეთი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| რაჭა-ლეჩხუმი |
|
---|
| რაჭა |
|
---|
| ლეჩხუმი |
|
---|
| მესხეთი |
შავი | |
---|
| წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
|
---|
| სამეგრელო |
|
---|
| ქართლი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| ჰერეთი |
|
---|
| მთიანეთი |
|
---|
| ზემო ქართლი |
|
---|
| სელექციური |
|
---|
| |
|