თბილისური — ქართული თეთრყურძნიანი სელექციური სასუფრე ვაზის ჯიში.
1962 წელს გამოყვანილია საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრაზე რქაწითელისა და ალექსანდრიული მუსკატის შეჯვარებით. ავტორები: ვ. ქანთარია, ნ. ჩახნაშვილი.
ბოტანიკური აღწერა
ზრდასრული ფოთოლი მომრგვალო ფორმისაა, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარეს, მთავარი ძარღვების გასწვრივ, გასდევს ძალიან სუსტი აბლაბუდისებრი შებუსვა. ყვავილი ირსქესიანია. მტევანი საშუალო და დიდი ზომისაა, ოვალური, ზოგჯერ ასიმეტრიული, მომწვანო-მოყვითალო ელფერით, ყავისფერი ლაქებით, საშუალოზე მცირე ფიფქით დაფარული. რბილობი ხორციან-წვნიანია, გემო — სასიამოვნო, ჰარმონიული შაქარმჟავიანობით.
სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე დაახლოებით 168 დღეა. ვაზი საშუალო ზრდისაა. მტევნის წონა 320 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 15.0-16.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-21%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5-6 გ/ლ-ს.
თბილისური იძლევა მაღალხარისხიან სასუფრე ყურძენს.
ლიტერატურა
- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 547
რესურსები ინტერნეტში
- თბილისური. საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება. ნანახია 18-10-2018.
|
---|
| აფხაზეთი |
|
---|
| აჭარა |
|
---|
| გურია |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| იმერეთი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| კახეთი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| რაჭა-ლეჩხუმი |
|
---|
| რაჭა |
|
---|
| ლეჩხუმი |
|
---|
| მესხეთი |
შავი | |
---|
| წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
|
---|
| სამეგრელო |
|
---|
| ქართლი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| ჰერეთი |
|
---|
| მთიანეთი |
|
---|
| ზემო ქართლი |
|
---|
| სელექციური |
|
---|
| |
|