თეთრი კაპისტონი — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭიდან.
სრულიად განსხვავდება იმერული ამავე სახელწოდების ვაზისგან — კაპისტოწი თეთრი. მისი მცირე ნარგავები შემორჩენილია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულში, ხოლო შენარევების სახითაა სოფელ საკეციაში, აბანოეთში და იწაში.
ბოტანიკური აღწერა
ზრდასრული ფოთოლი პატარა ზომისაა, თითქმის ოვალური, სამნაკვთიანი, იშვიათად ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი მდედრობითი სქესისაა. მტევანი — მცირე ზომის, ცილინდრული ფორმის, მეჩხერი, ზოგჯერ უფორმო. მარცვალი მცირე ან საშუალო ზომის, მომრგვალო, ქარვისფერი, სქელკანიანია. რბილობი თითქმის მკვრივი აქვს, წვენი — ტკბილი.
თეთრი კაპისტონის სავეგეტაციო პერიოდი 157 დღეა. იგი სექტემბრის მეორე ნახევარსა და ოქტომბრის ჰირველ ნახევარში მწიფდება. მტევნის წონა 40-133 გრამს შორის მერყეობს. საჰექტარო მოსავლიანობა 7.0-8.0 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-24%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5.5-8 გ/ლ-ს.
თეთრი კაპისტონი იძლევა მოყვითალო-მომწვანო ფერის ღვინოს.
ლიტერატურა
- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 150-151
|
---|
| აფხაზეთი |
|
---|
| აჭარა |
|
---|
| გურია |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| იმერეთი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| კახეთი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| რაჭა-ლეჩხუმი |
|
---|
| რაჭა |
|
---|
| ლეჩხუმი |
|
---|
| მესხეთი |
შავი | |
---|
| წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
|
---|
| სამეგრელო |
|
---|
| ქართლი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| ჰერეთი |
|
---|
| მთიანეთი |
|
---|
| ზემო ქართლი |
|
---|
| სელექციური |
|
---|
| |
|