ღვინის წითელი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.
ბოტანიკური აღწერა
ზრდასრული ფოთოლი დიდი ან საშუალო ზომისაა, მომრგვალო-ოვალური ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა საშუალო სიხშირის აბლაბუდისებრია, აბლაბუდის ქვეშ მოფენილია თხელი ჯაგრისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი დიდი ზომისაა, ფართო კონუსური ფორმის, ფრთიანი ან ცილინდრულ-კონუსური, კუმსი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი წითელი. კანი თხელი და საკმაოდ მკვრივი აქვს. დაფარულია ნაცრისფერი ცვილისებრი ფიფქით. რბილობი წვნიანია, წვენი შეუფერავი. გემო ჰარმონიული.
ღვინის წითელი საშუალოზე ძლიერი ზრდის ვაზია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე დაახლოებით 185 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 120-130 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი საშუალოდ 8.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9 გ/ლ-ს.
გამოიყენება სუფრის წითელი, მშრალი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 396
|
---|
| აფხაზეთი |
|
---|
| აჭარა |
|
---|
| გურია |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| იმერეთი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| კახეთი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| რაჭა-ლეჩხუმი |
|
---|
| რაჭა |
|
---|
| ლეჩხუმი |
|
---|
| მესხეთი |
შავი | |
---|
| წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
|
---|
| სამეგრელო |
|
---|
| ქართლი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| ჰერეთი |
|
---|
| მთიანეთი |
|
---|
| ზემო ქართლი |
|
---|
| სელექციური |
|
---|
| |
|