ძირაგეულის შავი, ძიგრაგეულის შავი, ძირაგოულის შავი, უსახელო წითელი, ბანძულა — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთი/რაჭადან.
ვაზის სახელწოდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ ძირაგეულს უკავშირდება. იგივე ჯიში ქართლში უსახელო წითელის, ხოლო იმერეთში — ბანძულას სახელითაა ცნობილი.
ბოტანიკური აღწერა
ზრდასრული ფოთოლი საშუალო და საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო ან გულისმაგვარი ფორმის. ხუთნაკვთიანია. ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრად თხლადაა შებუსული საერთოდ შეუბუსავია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან დიდი ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის ან თხელი. მარცვალი საშუალო ან დიდი ზომისაა, მომრგვალო ან ოვალური, მუქი ვარდისფერი წითელი ელფერით. კანი მკვრივია, ცვილისებრი ფიფქით სქლად დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია, ჩვეულებრივი გემოთი.
ძირაგეულის შავი საშუალო და საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 163 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის. მტევნის საშუალო წონა 210 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 7.4 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.4 გ/ლ-ს.
გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 470
|
---|
| აფხაზეთი |
|
---|
| აჭარა |
|
---|
| გურია |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| იმერეთი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| კახეთი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| რაჭა-ლეჩხუმი |
|
---|
| რაჭა |
|
---|
| ლეჩხუმი |
|
---|
| მესხეთი |
შავი | |
---|
| წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
|
---|
| სამეგრელო |
|
---|
| ქართლი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| ჰერეთი |
|
---|
| მთიანეთი |
|
---|
| ზემო ქართლი |
|
---|
| სელექციური |
|
---|
| |
|