კუდურაული, ჩაღვინაური, ჩიღვინაური, ჩიღვინაურის თეთრი — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭა-ლეჩხუმიდან.
ბოტანიკური აღწერა
ზრდასრული ფოთოლი პატარა ზომისაა, თირკმლისებური ფორმის, მომრგვალო, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი ცილინდრულ-კონუსური ფორმისაა, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მოყვითალო-ქარვისფერი, კანი სქელი და მკვრივი აქვს, რბილობი წვნიანი და ტკბილი.
კუდურაული საშუალო ზრდისა და უხვმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი 147 დღეა, ხოლო სრულ სიმწიფეში სექტემბრის პირველ ნახევარში შედის. მტევნის წონა 127-167 გრამს შორის მერყეობს. საჰექტარო მოსავლიანობა კი 10.0 ტონას შეადგენს. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 21-23%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6.5-8 გ/ლ-ს.
კუდურაულისგან ჰარმონიულ, სასიამოვნო გემოსა და არომატის ხარისხიან სუფრის თეთრ ღვინოს ამზადებენ.
ლიტერატურა
- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 201
|
---|
| აფხაზეთი |
|
---|
| აჭარა |
|
---|
| გურია |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| იმერეთი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| კახეთი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| რაჭა-ლეჩხუმი |
|
---|
| რაჭა |
|
---|
| ლეჩხუმი |
|
---|
| მესხეთი |
შავი | |
---|
| წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
|
---|
| სამეგრელო |
|
---|
| ქართლი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| ჰერეთი |
|
---|
| მთიანეთი |
|
---|
| ზემო ქართლი |
|
---|
| სელექციური |
|
---|
| |
|