ხუნალიჟი (აფხ. Хәыналыжь[1]) — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე და საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.
ბოტანიკური აღწერა
ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შიშველია. ყვავილი მდედრობითი სქესისაა, მტევანი — საშუალო ზომის, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მრგვალი, მომწვანო-მოყვითალო ფერის. რბილობი წვნიანია.
ხუნალიჟი სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. ვაზი ძლიერი ზრდისა და საშუალომსავლიანია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შარიანობა აღწევს 18-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8-10 გ/ლ-ს.
გამოიყენება სასუფრე ყურძნად და სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 529
სქოლიო
- ↑ жур. «Абаза», №2 (19), 01 декабря, 2015
|
---|
| აფხაზეთი |
|
---|
| აჭარა |
|
---|
| გურია |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| იმერეთი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| კახეთი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| რაჭა-ლეჩხუმი |
|
---|
| რაჭა |
|
---|
| ლეჩხუმი |
|
---|
| მესხეთი |
შავი | |
---|
| წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
|
---|
| სამეგრელო |
|
---|
| ქართლი |
წითელი | |
---|
| ვარდისფერი | |
---|
| თეთრი | |
---|
| რუხი | |
---|
|
---|
| ჰერეთი |
|
---|
| მთიანეთი |
|
---|
| ზემო ქართლი |
|
---|
| სელექციური |
|
---|
| |
|