პოლიტიკური კარიერა დაიწყო 2013 წლის მარტიდან, როცა გახდა საქართველოს ბიზნესომბუდსმენი და თანამდებობას იკავებდა 2016 წლის ივლისამდე. 2014 წლის დეკემბრიდან 2016 წლის სექტემბრამდე იყო ეკონომიკური საბჭოს მდივანი. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის იყო „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მე-5 ნომერი. [4]2016 წლის 18 ნოემბრიდან30 ნოემბრამდე იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. 2016 წლის 30 ნოემბერს შეუწყდა საქართველოს პარლამენტის დეპუტატის უფელობამოსილება (ვინაიდან 27 დეკემბრიდან იკავებდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას). [5] პარლამენტში გახარიას ადგილმონაცვლედ გიორგი ხატიძე შევიდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
2017 წლის 21 ნოემბერს თბილისში, ისნის რაიონში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაიწყო ანტი-ტერორისტული სპეცოპერაცია. სპეცოპერაცია 20 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობა. ორმხირივი სროლის დროს დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი. ლიკვიდირებული იქნა ჩეჩენი ტერორისტი ახმედ ჩატაევი. [9][10]
ხაზარაძე-ჯაფარიძის და „ტვ პირველის“ საქმე
2019 წელს გამოძიება დაიწყო ბანკ „TBC“-ის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ. მათ ბრალად ედებოდათ ფულის გათეთრება. საქმეში ფიგურირებდნენ „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთლისა და მისი მამის, ვახტანგ წერეთლის კომპანიები. მამუკა ხაზარაძის თქმით 2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებამდე გახარიამ მას მუქარის წერილი გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვეევაში შიდა და საერთაშორისო ასპარეზზე დაუნგრევდნენ რეპუტაციას. წერილის მიხედვით მისგან მოითხოვდნენ დაეგმო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ „რევანშის მცდელობა“ და ელაპარაკა იმაზე, თუ როგორ ექცეოდა ყოფილი ხელისუფლება ბიზნესს. ხაზარაძის თქმით წერილში აგრეთვე ეწერა იმის შესახებ, რომ „ტვ პირველი“ უნდა დამჯდარიყო ტელეკომპანია „იმედის“ „ტრენდზე“ და გადასულიყო საგანგებო მაუწყებლობის რეჟიმზე. გაჩნდა ვარაუდი ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდების მცდელობაზე, იყო ბრალდებებიც მუქარასა და მედიის გაკონტროლების სურვილზეც, ამაში პირადად გიორგი გახარიას დასდეს ბრალი. გახარიამ წერილის გაგზავნის ფაქტი უარყო.
2018 წლის 11 იანვარს, გიორგი გახარიას მინისტრად დანიშვნიდან 1 თვეში, სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი,[15] რომელსაც ევალება უზრუნველყოს დროული რეაგირება და ეფექტიანი გამოძიების ჩატარება ისეთი კატეგორიის საქმეებზე როგორიცაა: ოჯახური დანაშაული, ქალთა მიმართ ძალადობა, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაული, ტრეფიკინგი, არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაული.[16] 2019 წლის 24 ივლისამდე დეპარტამენტის დირექტორი იყო ლონდა თოლორაია.[16] 2019 წლის 24 ივლისიდან დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ნინო ცაციაშვილი.[17]
სპეცოპერაცია ღამის კლუბ „ბასიანში“
2018 წლის 12 მაისს, შუაღამისას, ღამის კლუბ „ბასიანში“ სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა, სპეცრაზმი ასევე შევიდა კაფე „გალერიში“. მომხდარს ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაწყება მოჰყვა. [18]2018 წლის 14 მაისს საპროტესტო აქციაზე გიორგი გახარია მივიდა. „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე გახარიამ მომიტინგეებს სიტყვით მიმართა: „მოდით მაშინ დავიწყოთ, ბოდიშით, ბოდიში. მე ვიხდი ბოდიშს არა მხოლოდ ჩემი სახლით, არამედ თუ რომელიმე თქვენგანს ან თქვენს უსაფრთხოებას რისკი შეუქმნა შსს-ს რომელიმე წარმომადგენელმა. თუმცა, მინდა ასევე გითხრათ და გთხოვოთ თქვენ, მათ მხოლოდ, რომლებმაც ასევე მიაყენეთ შეურაცხყოფა ფორმიან ადამიანს, რომელიც იცავდა სხვა ადამიანის უფლებებს, ასევე მათაც ვუთხრათ ბოდიში“. აქციის მონაწილეებმა პროტესტის შეწყვეტის გადაწყვეტილება გვიან ღამით, მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც მათი ლიდერები შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეთანხმდნენ, რომ ისინი ერთად გამოიძიებდნენ 12 მაისის სპეცოპერაციას და ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობას განაახლებდნენ. [19]
თავდაპირველად საპროტესტო აქცია სასტუმრო „რედისონთან“ დაიწყო, თუმცა შემდგომ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდა. 20 ივნისს, გვიან ღამით სამართალდამცველებმა აქციის დაშლა დაიწყეს. ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით, სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ იყო გამოყენებული არაპროპორციული საპოლიციო ძალა. [20] ამავე დღეს 19:00 საათზე დაიწყო მასობრივი აქცია რუსთაველის მოედანზე. სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო რაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შესვლა სცადეს. დაშავდნენ პოლიციელები. დაახლოებით ღამის 12 საათისკენ პოლიციამ და სპეცრაზმმა მომიტინგეების დარბევა დაიწყეს. 5 საათის განმავლობაში ისინი აქციის დაშლას რეზინის ტყვიებით, გაზისა და წყლის ჭავლის საშუალებით ცდილობდნენ.[21] ადგილობირივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებით, სამართალდამცველთა მოქმედება გასცდა კანონის ფარგლებს.[20] დაშლის შესახებ პოლიციას აქციაზე მყოფი ადამიანები არ გაუფრთხილებია.[22] ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე 240 ადამიანი დაშავდა, აქედან 129 აქციის მონაწილე, 31 ჟურნალისტი და 80 პოლიციელი. ორ ადამიანს რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალის ამოღება დასჭირდა. [21] შემდეგ დღეებში მომიტინგეების მთავარ მოთხოვნად იქცა გიორგი გახარიას გადადგომა. პროტესტის მიუხედავად გახარია თანამდებობიდან არ გადადგა.
2021 წლის 18 თებერვალს განაცხადა თანამდებობის დატოვების შესახებ. ამის მიზეზად ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა. მისი განმარტებით, გაუმართლებლად მიაჩნდა ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობდა პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.[33] მისი გადადგომიდან რამდენი წუთში გავრცელდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება: „პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.“ [34] გახარიას გადადგომიდან 6 დღეში თანამდებობა დატოვა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კახაბერ ქემოკლიძემ.[35] დაკავების გადაწყვეტილების აღსრულება მას მერე დაიწყო, რაც პარლამენტმა პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს დაუჭირა მხარი.[36]2021 წლის 23 თებერვალს დილით განხორციელდა სპეციალური დანიშნულების რაზმებისა და პოლიციის შტურმი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე, სადაც შეკრებილი იყვნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები, და ნიკა მელია დააკავეს.[37]
22 მარტს გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკაში რჩებოდა და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე მუშაობდა.[38]
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. მისივე განმარტებით, გაუმართლებლად მიაჩნდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობდა პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გიორგი გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზი ასევე იყო ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ქართული ოცნების გუნდში შეთანხმებას ვერ მიაღწია.[43]
2021 წლის 22 მარტს, გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკაში რჩება და პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე მუშაობს.[44]
„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატებიდან 3 მაჟორიტარია და 3 პარტიული სიით არჩეული. გიორგი ხოჯევანიშვილი პარლამენტში გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატად არჩევამდე შიდა ქართლის გუბერნატორი იყო. სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ამჟამად აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატია, ხოლო მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი შალვა კერესელიძე მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი.[44]
„ქართული ოცნების“ პარტიული სიით არჩეული ანა ბუჩუკური გიორგი გახარიას მთავრობაში იყო პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის მოადგილე, ბექა ლილუაშვილი - პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, მიხეილ დაუშვილი კი - ბიზნესომბუდსმენი.[44]
28 მაისს გიორგი გახარიას გუნდში გაწევრიანება დაადასტურა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა და საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატო-ში, ლევან დოლიძემ.[43][45]
2021 წლის 29 მაისს შედგა პარტიის „საქართველოსთვის“ პრეზენტაცია.[46] გახარია არჩეული იქნა პარტიის თავმჯდომარედ. [47] გახარიას პარტია ძირითადად შედგებოდა იმ ადამიანებისგან რომლებმაც დატოვეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, გახარიას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ. პარტიის პრეზენტაციაზე გახარიამ განაცხადა: „ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ“. [48]2021 წლის 7 ივნისს გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის წერილი, სადაც მან უარყო რომ გახარია „მისი პროექტია“ და მისი გადადგომა შეაფასა როგორც საკუთარი გუნდისა და სახელმწიფოს ღალატი. [49]
2021 წლის 7 ივნისს მის გადადგმასთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა „ქართული ოცნების“ ექს-თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, სადაც გახარიას გადადგომას საკუთარი გუნდისა და საკუთარი სახელმწიფოს „პირდაპირი ღალატი“ უწოდა. მან აგრეთვე უარყო ხმები, რომ გიორგი გახარიას მიერ შექმნილი პარტია მისი „პოლიტიკური პროექტია“.[50]
2021 წლის 23 ივნისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია თითოქოს ამერიკის შეერთებულ შტატებში გახარია მიხეილ სააკაშვილს კონსპირაციულად შეხვდა.[51][52] გახარიამ ფაქტი უარყო. მან განაცხადა რომ ისინი ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ ერთი დღის განმავლობაში, მაგრამ მათ შორის გადაკვეთა არ მომხდარა.
„არაფერი მე დასამალი არა მაქვს, არაფერი საერთო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არა მაქვს და უფრო მეტსაც გეტყვით, „ქართულ ოცნებას“ წლების განმავლობაში ისეთი ჟინით რომ ებრძოლა "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ, როგორც დღეს ჩვენს წინააღმდეგ იბრძვის, დღეს ქვეყანაში სხვა პოლიტიკური რეალობა იქნებოდა“
2021 წლის 1 სექტემბერს თბილისში, მეტეხის ტაძართან მიმდინარე პრეზენტაციაზე გახარიამ გამოაცხადა, რომ თბილისის მერობის კანდიდატი იქნება.[54]
თბილისის მერის არჩევნებში მიიღო 45 257 ხმა (9,41%) და დაიკავა მესამე ადგილი. მეორე ტურში გახარიამ მხარი არცერთ კანდიდატს არ დაუჭირა.
პოპულარობა
2020 წლის 17-24 დეკემბერს აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევებით მის საქმიანობას გამოკითხულთა 46% დადებითად, 32% საშუალოდ, 17% კი – ცუდად აფასებდა. [55]2021 წლის ივნისში Edison Research-ის ჩატარებული კვლევის მიხედვით გახარიას გამოკითხულთა 57% დადებითად, ხოლო 43% – უარყოფითად აფასებს. [56]2021 წლის აგვისტო-სექტემბერში Edison Research-ის ჩატარებული კვლევის მიხედვით გახარიას გამოკითხულთა 55% პოზიტიურად, ხოლო 45% – ნეგატიურად აფასებს.[57]2021 წლის 12-25 სექტემბრის მონაკვეთში ჩატარებული Edison Research-ის ჩატარებული კვლევის მიხედვით გახარიას გამოკითხულთა 49% პოზიტიურად, ხოლო 51% – ნეგატიურად აფასებს.[58] 2021 წლის თებერვალში „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით მისაღებ ფიგურად პოლიტიკოსებს შორის გიორგი გახარია გამოკითხულთა 65%-მა დაასახელა. [59]