ირაკლი ზარქუა (დ. 16 იანვარი, 1982, წალენჯიხა[1]) — ქართველი პოლიტიკოსი. იკავებდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.
ბიოგრაფია
2003-2006 წლებში მუშაობდა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში. 2006-2009 წლებში იყო „TBC ბანკის“ ოპერატორების ცენტრალიზებულად დამუშავების განყოფილების უფროსი. 2011-2014 წლებში მუშაობდა სადაზღვევო კომპანიაში. 2018-2020 წლებში იყო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2] მხარი დაუჭირა კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.[3]
დუბაის ინციდენტი
2025 წლის 13 იანვარს, აბუ-დაბიში, ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე საქართველოს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა ქართული ოცნების კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.[4]
შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.[4]
მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ მომხდარი გუშინდელ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა. 12 იანვრის დაპირისპირების დროს, მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.[4]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო