გიორგი გოდაბრელიძე (დ. 14 მარტი, 1970, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი, ინჟინერი, პოლიტიკოსი.
1993 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და 1994 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით საერთაშორისო ბიზნესი და საგარეო ვაჭრობა. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[1]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო