ნუგზარ რობერტის ძე აბულაშვილი, (დ. 13 სექტემბერი, 1973, ჯუგაანი, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.
ბიოგრაფია
2001 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიღნაღის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტის. მიიღო უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურისტის სპციალობით. 1996-1999 წლებში მუშაობდა სიღნაღის მონადირეთა და მეთევზეთა საზოგადოების ეგერ-ინსპექტორად. 2002-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს ადვოკატთა ეროვნული ასოციაციის სიღნაღის ბიუროში. 2004 წლის თებერვლიდან აპრილამდე მუშაობდა სოფელ ჯუგაანის საკრებულოს თავმჯდომარედ. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი სიღნაღის მაჟორიტარი. სხვადასხვა დროს იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი.
რესურსები ინტერნეტში