ვან ბაიბურთი (დ. 11 ივლისი, 1940, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი.
1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
1961–1962 წლებში იყო „ახალგაზრდა კომუნისტის“, 1962–1964 წლებში „მოლოდიოჟ გრუზიის“, 1965–1967 წლებში „კომსომოლსკაია პრავდის“ კორესპონდნეტი; 1967–1972 წლებში „სოვეტსკი სპორტის“ საკუთარი კორესპონდენტი სომხეთში; 1972–1977 წლებში „საქინფორმის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური განყოფილების რედაქტორი; 1977–1986 წლებში ახალი ამბების სააგენტოს საკუთარი კორესპონდენტი საქართველოში; 1986 წლიდან გაზეთ „ვრასტანის“ მთავარი რედაქტორი.
1999–2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2004–2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. 2009-2013 წლებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი.
ჯილდოები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო