კობა ხაბაზი (დ. 26 ივლისი, 1967, სოფ. აჭყვისთავი, ქობულეთის რაიონი[1]) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი.
1990 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 2004 წლის 22 აპრილიდან 15 ივნისამდე იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ქობულეთის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. 2004 წელს იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“.
რესურსები ინტერნეტში
ჯილდოები
სქოლიო