გურამ კაკალაშვილი (დ. 22 მარტი, 1965, თბილისი) — ქართველი თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი, სოფლის მეურნეობის მუშაკი.
1989 წელს დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები “. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (ლაგოდეხის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“.
რესურსები ინტერნეტში