ნიკოლოზ (ნიკა) ლალიაშვილი (დ. 17 დეკემბერი, 1973, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი და ფილოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
1997 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 2005 წელს მიენიჭა სამეცნიერო ხარისხი „ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი“. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „გიორგი თარგამაძე — ქრისტიან-დემოკრატები“. 2019 წელს ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ხოლო 2020-2021 წლებში „იმედის“ გენერალური დირექტორი.[1] 2022 წლიდან არის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში.[2] 1997-2005 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. მიღებული აქვს სამხედრო წოდება „პოლკოვნიკი“.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო