გიორგი „გაგა“ გუგავა (დ. 1 ივლისი, 1974, დიდი კუხი, ხონის მუნიციპალიტეტი) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.
1997 წელს დაამთავრა საერო უნივერსიტეტი „აჭარა“. 1997 წლიდან არის ლეიბორისტული პარტიის წევრი. 2002-2006 და 2006-2008 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი ლეიბორისტული პარტიის სიით. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.
რესურსები ინტერნეტში
თბილისის მერის 2017 წლის არჩევნებში მონაწილე კანდიდატები |
---|
| |
|