სიღნაღის მუნიციპალიტეტი

ადმინისტრაციული ერთეული
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი
[1]

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
ადმ. ცენტრი სიღნაღი
კოორდინატები 41°37′07″ ჩ. გ. 45°55′18″ ა. გ. / 41.61861° ჩ. გ. 45.92167° ა. გ. / 41.61861; 45.92167
ფართობი 1252 კვადრატული კილომეტრი
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 29 948[2] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 23,93 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97,44 %
სომხები 0,73 %
რუსები 0,70 %
ეზიდები 0,34 %
აზერბაიჯანელები 0,33 %[3]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 96,92 %
მუსლიმები 1,23 %[4]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ოფიციალური საიტი https://signagi.gov.ge/
სიღნაღის მუნიციპალიტეტი — საქართველო
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტი — კახეთის მხარე
სიღნაღის მუნიციპალიტეტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტი (ყოფ. სიღნაღის რაიონი) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში. მუნიციპალიტეტს ჩრდილო-დასავლეთით და დასავლეთით საზღვრავს გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით კი ესაზღვრება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი და აზერბაიჯანის რესპუბლიკა. ფართობი 1251,7 კმ². სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს 93 375 ჰა უკავია, ხოლო ტყის რესურსი შეადგენს 5500 ჰა-ს.[5]

ისტორია

სიღნაღის მუნიციპალიტეტი 1917 წლამდე სიღნაღის მაზრის სახელწოდებას ატარებდა, 1928 წლიდან მუნიციპალიტეტი კახეთის მაზრაში შედიოდა, 1929 წლიდან კი კახეთის ოლქში. 1930 წლიდან ჩამოყალიბდა ცალკე რაიონად. 1938 წლის 9 ივლისს საქართველოს სსრ-ს უმაღლესი საბჭოს დადგენილებით სიღნაღის რაიონს გამოეყო წითელწყაროს რაიონი, ხოლო დარჩენილი რაიონი დაიყო შემდეგ სასოფლო-საბჭოებად: სიღნაღის (რაიონული ცენტრი), ანაგის, ვაქირის, საქობოს, ბოდბის-ხევის, ქვემო-მაჩხაანის, ჯუგაანის, ტიბაანის, ნუკრიანის, მაღაროს, ბოდბისა და ულიანოვკის[6]. 1963-1964 წლებში წითელწყაროს რაიონი ისევ სიღნაღის რაიონს შეუერთეს, 1965 წლიდან კვლავ გამოიყო ცალკე ერთეულად, როგორც დედოფლისწყაროს რაიონი.[7]

საქართველოს პრეზიდენტის მ. სააკაშვილის 2005 წლის 16 დეკემბრის №2304-რს ბრძანების საფუძველზე მოხდა საქართველოს რაიონების რეორგანიზაცია, რის შედეგადაც არსებული რაიონები შეიცვალა მუნიციპალიტეტებად[8]. სსიპ „სიღნაღის მუნიციპალიტეტის“ (ს/ნ. 240417223) გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია 2006 წლის 21 დეკემბერი, ხოლო რეგისტრაციის თარიღი — 2007 წლის 18 ივნისი[9].

ადმინისტრაციული ერთეულები

მუნიციპალიტეტი იყოფა შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებად:

  1. ქ. სიღნაღის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ქ. სიღნაღი);
  2. ქ. წნორის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ქ. წნორი);
  3. ანაგის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი: ანაგა);
  4. ბოდბის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზემო ბოდბე, ქვემო ბოდბე);
  5. ბოდბისხევის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი: ბოდბისხევი);
  6. ვაქირის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი: ვაქირი);
  7. ილიაწმინდას ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი: ილიაწმინდა);
  8. მაღაროს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი: მაღარო);
  9. ნუკრიანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი: ნუკრიანი);
  10. საქობოს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: საქობო, მაშნაარი);
  11. ტიბაანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი: ტიბაანი);
  12. ქვემო მაჩხაანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ქვემო მაჩხაანი, ყარაღაჯი, ხირსა, ხორნაბუჯი);
  13. ძველი ანაგის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი: ძველი ანაგა);
  14. ჯუგაანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ერისიმედი, ჯუგაანი).

გეოგრაფია

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოიყოფა ჰავის რამდენიმე ტიპი. ივრის ზეგანზე განვითარებულია ზომიერად ნოტიო სტეპების ჰავა. აქ ზაფხული ცხელია, ზამთარი კი ცივი. ალაზნის ვაკეზე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, ზამთარი ზომიერად ცივია, ხოლო ზაფხული ცხელი. გომბორის ქედზე ზომიერად ნოტიო და ზომიერად თბილი ჰავაა, ზამთარი აქ ცივია, ხოლო ზაფხული ხანგრძლივად თბილი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 11 °C-იდან 13 °C-მდე. ნალექების მინიმუმით ხასიათდება ივრის ზეგანი, სადაც წლიურად 400-500 მმ ნალექი მოდის. შედარებით მეტი ნალექი მოდის გომბორის ქედზე — 810 მმ წელიწადში.[5]

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჰიდროგრაფიული ქსელი მწირია. არის პერიოდული ხასიათის მდინარეები. მდინარეებიდან აღსანიშნავია ალაზანი და იორი. ალაზანი მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოედინება ლაგოდეხისა და აზერბაიჯანის საზღვართან. მდინარე იორი კი ივრის ზეგანს კვეთს სამხრეთ ნაწილში.[5]

რელიეფი

ივრის ზეგანი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის დიდი ნაწილი უჭირავს ივრის ზეგანს, რომელიც აგებულია მესამეული და მეოთხეული ნალექი წყებებით. ტექტონიკურად ხასიათდება ეჟექტური ნაოჭებისა და გასწვრივი შეცოცებებისა და რღვევების ურთიერთშეხამებით. ზეგნის მორფოლოგიურ სახეს ქმნის ტექტოგენური ფორმები - მონოკლინური და ანტიკლუნური მაღლობები და ვრცელი სინკლინური ქვაბულები, რომელიც ამოვსებულია მეოთხეული ფხვიერი ნაფენებით. ივრის ზეგანზე არის ეროზიული ფორმებიც — მდინარე ივრის თანამედროვე ხეობა და მთელი რიგი ხევები, ბედლენდები და სხვა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში შემოდის გომბორის ქედის მცირე მონაკვეთი, რომელიც აგებულია ნეოგენური ქვიშაქვებით, კონგლომერატებითა და თიხებით.

სამხრეთ-დასავლეთ კალთა დამრეცია, დასერილია მშრალი ხევებით. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კალთა კი ციცაბოდ ეშვება ალაზნის ვაკისაკენ. მუნიციპალიტეტის ფარგლებში გომბორის ქედის უმაღლეს მთას ჭოპორტი (1087 მ) წარმოადგენს. მუნიციპალიტეტის ჩრდილო ნაწილი უჭირავს ალაზნის აკუმულაციურ ვაკეს, რომელიც აგებულია მეოთხეული ნალექებით. მუნიციპალიტეტის ფარგლებში ალაზნის ვაკის აბსოლუტური სიმაღლეა 219 მ-იდან 350 მ-მდე. იგი დახრილია ჩრდილო-დასავლეთისაკენ და სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. ალაზნის ვაკის რელიეფს ართულებს გამოზიდვის კონუსებში ჩაჭრილი მცირე სიღრმის ეროზიული ფორმები. ალაზნის ვაკის სიგანე მუნიციპალიტეტის ფარგლებში მდინარე ალაზნიდან გომბორის ქედამდე 35 კმ-ია, ხოლო სიგრძე 22 კმ.

შიგა წყლები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ჰიდროგრაფიულ ქსელს მოკლებულია. აქაურ მიწაზე გვხვდება ძირითადად პერიოდული ხასიათის მდინარეები. გამოსაყოფია ორი მდინარე ალაზანი და იორი. ალაზანი მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოედინება ლაგოდეხისა და აზერბაიჯანის საზღვართან, აქ მდინარეს კლაკნილი მიმართულება აქვს.

მდინარე იორი ივრის ზეგანს კვეთს სამხრეთ ნაწილში. მთელ სიგრძეზე აქვს კარგად გამოხატული მეანდრები. მუნიციპალიტეტის ფარგლებში იორის სიგრძე დაახლოებით 28 კმ-ია. მთავარი შენაკადებია: ალანდარისხევი (მარცხ), მათაგალონი (მარცხ).

მშრალი ღელეები არის გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზეც, მაგრამ ისინი მდინარე იორამდე ვერ აღწევენ. მუნიციპალიტეტის მდინარეები დიდდება გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისში, წელიწადის სხვა დროს კი წყალმცირობაა. აღსანიშნავია ასევე გომბორის კალთაზე არსებული მშრალი ხევები, რომლებშიც ძლიერი წვიმების დროს წყალი მიედინება.

ჰავა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოიყოფა ჰავის რამდენიმე ტიპი. ივრის ზეგანზე განვითარებულია ზომიერად ნოტიო სტეპების ჰავა, აქ ზაფხული ცხელია, ზამთარი კი ცივი. ალაზნის ვაკეზე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, ზამთარი ზომიერად ცივია, ხოლო ზაფხული ცხელი.

გომბორის ქედზე ზომიერად ნოტიო და ზომიერად თბილი ჰავაა, ზამთარი აქ ცივია ხოლო ზაფხული ხანგრძლივად თბილი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 11,1 °C-იდან 12,6 °C-მდე. აბსოლუტური მინიმუმი - 24 °C, მაქსიმუმი 37-40 °C.

ნალექების მინიმუმით ხასიათდება ივრის ზეგანი, სადაც წლიურად 400-500 მმ ნალექი მოდის. შედარებით მეტი ნალექი მოდის გომბორის ქედზე - 810 მმ წელიწადში.

ნიადაგები

ივრის ზეგანზე განვითარებულია მცირე და საშუალო სისქის შავმიწები, აგრეთვე წაბლა ნიადაგები დამლაშებული და ბიცობიანი ნიადაგების კომპლექსით.

გომბორის ქედის კალთებსა და მთისწინეთში გაბატონებულია ტყის ყავისფერი ნიადაგები. ალაზნის ვაკეზე გვხვდება ტყე სტეპის გარდამავალი ზოლის შავმიწისებრი, ალუვიურ-კარბონატული და მდელოს კარბონატული ნიადაგები.

ლანდშაფტები

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოიყოფა ლანდშაფტის შემდეგი სახეები:

  1. ჯაგეკლიანი სტეპური ვაკე ჰალოფილური მცენარეულობით შავმიწისებურ ალუვიურ და დამლაშებულ ნიადაგებზე;
  2. ტყის ყავისფერი ნიადაგები გამოზიდვის კონუსებით ჯაგ-რცხილნარითა და ჯაგეკლიანი სტეპებით;
  3. ვაკე ტაფობები სტეპის მცენარეულობით შავმიწა და წაბლა ნიადაგებით;
  4. რუხ ყავისფერი ნიადაგები არიდული მცენარეულობით;
  5. ტაფობები ჰალოფილური მცენარეულობით;
  6. ტყის ყავისფერი და ყომრალი ნიადაგები მუხნარ რცხილნარით;
  7. ტუგაის ტყის ლანდშაფტი.

ფლორა და ფაუნა

ფაუნა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით გვხვდება ტურა, მგელი, მელა, მაჩვი, კვერნა, დედოფალა, კურდღელი, ლელიანის კატა; მდინარე ივრის პირას ჭალის ტყეში ბინადრობს გარეული ღორი. მცირე რაოდენობით არის ზოლებიანი აფთარი. მღრღნელებიდან აღსანიშნავია ზაზუნა, ტყის თაგვი, ბუჩქნარის მემინდვრია, მექვიშია და სხვ.

ფრინველებიდან გვხვდება მწყერი, შაშვი, ხოხობი, კაკაბი, კაჭკაჭი, ყვავი, გნოლი და სხვ. მდინარეებში არის თაღლითა, ფრიტა, გველანა, ქაშაპი და სხვა.

ფლორა

ივრის ზეგანზე გავრცელებულია ვაციწვერიანი და უროიანი სტეპები, გვხვდება ასევე ჯაგეკლიანი ბუჩქნარებიც. ივრის ზეგნის სამხრეთ ნაწილში გვხვდება ნაცარქათამასებრთა ოჯახში შემავალი ბუჩქი ჩარანი, რომლისგანაც იღებენ სოდას.

ნახევარუდაბნოს მცენარეულობიდან არის ასევე აბზინდა, ხურხუმო და ყარღანი.

ნათელ ტყეს ქმნის ქართული ნეკერჩხალი, ღვია, საღსაღაჯი და სხვ. აქვე არის კლდის ქსეროფიტული მცენარეულობა. მდინარე ივრის ნაპირებთან არის ჭალის ტყეები: წნორი, ჭალის ვერხვი, იალღუნი და სხვ. ალაზნის ვაკეზე გავრცელებულია ჯაგეკლიანი სტეპი ტყის ელემენტებით.

გომბორის ქედის ტყეებზე აღსანიშნავია მუხა და რცხილა. ტყესტეპებს ქმნის ჯაგრცხილა, ძეძვი და სხვა სახეობის მცენარეები.

დემოგრაფია

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 2014 წლის მდგომარეობით შეადგენს 29 948 კაცს. მუნიციპალიტეტში 20 დასახლებაა, მათ შორის არის 2 ქალაქი და 18 სოფელი. ქალაქების მოსახლეობა შეადგენს 6300 კაცს, სოფლად დასახლებულია 23 648 კაცი. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 23,93 კაცი/კმ², რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 კაცი/კმ²) საკმაოდ ჩამოუვარდება. სიღნაღის მუნიციპალიტეტის შემოსავლების ძირითადი წყაროებია: სოფლის მეურნეობა, მცირე ბიზნესი და საბიუჯეტო ორგანიზაციები. წარსულში ძირითად შემოსავლებს უზრუნველყოფდა სოფლის მეურნეობა და წარმოება. მუნიციპალიტეტს ეკონომიკური განვითარების გეგმა აქვს, რომლის ძირითადი პრიორიტეტია ტურიზმი.[5]

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის განსახლების ზონა ვრცელდება ზღვის დონიდან 300-800 მ ფარგლებში. უმეტესად ქართველები ცხოვრებენ, მცირე რაოდენობით არიან სომხები, რუსები და სხვ.

აღწერის მონაცემები

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 49 326
2002 43 584
2014 29 948
2021[10] 29 200

ეკონომიკა

მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში. მუნიციპალიტეტში განვითარებულია მევენახეობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა და სხვ.

არის რამდენიმე ღვინის ქარხანა. სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 90 ათასი ჰა., რომელთაგან სახნავ-სათესია 40 ათასი ჰა. ხოლო 50 ათასი ჰა საძოვრებია.

განათლება

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 20 საჯარო სკოლა, აღნიშნული სკოლებიდან ერთი მდებარეობს ქალაქ სიღნაღის ტერიტორიაზე.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 3 არასახელმწიფო (კერძო) საგანმანათლებლო დაწესებულება. მათ შორის - 2 მდებარეობს ქალაქ სიღნაღში: შპს „ინტელექტი“, და შპს „ეტალონი 2015“. მესამე - შპს „პროგრესი 010“ მდებარეობს სოფელ საქობოში.[11]

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასევე ფუნქციონირებს 24 სკოლამდელი (საბავშვო ბაღი და ბაგა-ბაღი) სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულება.[12]

კულტურა

სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

ქალაქ სიღნაღში ფუნქციონირებს თეატრი, რომელიც ისტორიას 1872 წლიდან ითვლის.[13]

მუნიციპალიტეტში შექმნილია ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრი, სადაც გაერთიანებულია 13 კულტურის სახლი.[13]

მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 20 ბიბლიოთეკა, მათ შორის საბავშვო.[13]

ქალაქ სიღნაღში გახსნილია ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.[14][15][16]

ქალაქ სიღნაღში ფუნქციონირებს ვანო სარაჯიშვილის სახლ-მუზეუმი.[17][18]

ქალაქი სიღნაღში გახსნილია თვითნასწავლი მხატვრისა და კომპოზიტორის, სანდრო მირიანაშვილის მემორიალური მუზეუმი. მუზეუმი გაიხსნა 1998 წელს.[19]

სოფელ ანაგაში გახსნილია თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებლის, სანდრო ახმეტელის მუზეუმი. მუზეუმში დაცულია რეჟსორის მემორიალური ნივთები, ყოფითი ეთნოგრაფიული მასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები.[20][21]

სოფელ ბოდბისხევში ფუნქციონირებს ქართველი მწერილის, იროდიონ ევდოშვილის სახლ-მუზეუმი. მუზეუმში დაცულია მწერლის მემორიალური ნივთები და ყოფითი ეთნოგრაფიული მასალა. ფერწერული ტილოები, ფოტო და დოკუმენტური მასალა, სხვადასხვა პერიოდის კრებულები.[22]

სოფელ ქვემო მაჩხაანში გახსნილია იტალიის ეროვნული გმირის, ფორე მოსულიშვილის სახლ-მუზეუმი. მუზეუმში დაცულია ფორე მოსულიშვილის მემორიალური ნივთები, მედლები, ორდენები, ალბომები, ეთნოგრაფიული ნივთები, ფოტოები, დოკუმენტები და სხვა.[23][24]

სოფელ ჯუგაანში ფუნქციონირებს ქართველი მწერლისა და დრამატურგის, სანდრო შანშიაშვილის სახლ-მუზეუმი. მუზეუმში დაცულია მისი პირადი ნივთები, ყოფითი და ეთნოგრაფიული მასალა, მათ შორის ზაქარია ფალიაშვილის მიერ ნაჩუქარი პიანინო, პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მასალა.[25]

სოფელ ვაქირში გახსნილია ცნობილი ქართველი მსახიობის, ვასო გოძიაშვილის მემორიალური მუზეუმი. მუზეუმში დაცულია ვასო გოძიაშვილის მემორიალური ნივთები, ყოფითი და ეთნოგრაფიული მასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, დოკუმენტური და ფოტო მასალა, კოსტიუმები სპექტაკლებისთვის, წიგნები მსახიობის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, თეატრალური ესკიზები, მაკეტები.[26]

სოფელ ვაქირში ფუნქციონირებს ქართველი მეცნიერის, პროფესორის, ქირურგისა და უროლოგის ალექსანდრე გზირიშვილის სახლ-მუზეუმი. მუზეუმში დაცულია ქართველი ალექსანდრე გზირიშვილის პირადი ნივთები, ეთნოგრაფიული მასალა, მეცნიერის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალა.[27]

სოფელ ვაქირში გახსნილია ქართველი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის, ილო მოსაშვილის მემორიალური მუზეუმი. მუზეუმში დაცულია ილო მოსაშვილის მემორიალური ნივთები, ყოფითი და ეთნოგრაფიული მასალა. მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალა.[28]

ფესტივალები და სახალხო დღესასწაულები

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წლის განმავლობაში სხვადასხვა ფესტივალი იმართება, რომელთაც მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ვიზიტორი სტუმრობს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი ტრადიციული ღონისძიებები
დასახელება თარიღი აღწერა
„ვანოობა“ მაისი დღესასწაული ეძღვნება ქართველ მუსიკოსს, ქართული პროფესიული, ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთ ფუძემდებელს, ვანო სარაჯიშვილს.[29]
„სოლომონობა“ - სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში ყოველწლიურად აღინიშნება სახალხო დღესასწაული - „სოლომონობა“. დღესასწაული ეძღვნება ქართველ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, ლოგიკის ქართული მეცნიერული სკოლის დამფუძნებელს, პირველი ქართული გაზეთის „ტფილისის უწყებანის“ ყოველკვირეული დამატების რედაქტორს, სოლომონ დოდაშვილს. დღესასწაული იმართება სოლომონ დოდაშვილის მშობლიურ სოფელში. სახალხო დღესასწაული წლების მანძილზე მივიწყებული იყო, 2008 წელს იგი აღადგინა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ჩოხოსან რაინდთა დასმა.[30]
„ნინოობა“ - სოფელ ბოდბეში, წელიწადში ორჯერ, საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებლის, წმინდა ნინოს სახელობის დღესასწაული აღინიშნება.[31]
სიღნაღის არტფესტივალი - 2022 წელს დაფუძნდა სიღნაღის არტფესტივალი. ღონისძიების მიზანია მხატვრებისა და მოქანდაკეებისთვის შემოქმედებითი სივრცის შექმნა. სახვითი ხელოვნების ამ დარგების პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობა.[32]
ზაფხულის ღამის ჯაზფესტივალი - ყოველწლიურად, სიღნაღში, ღია ცის ქვეშ, ჯაზფესტივალი იმართება. ფესტივალი მასპინძლობს საქართველოსა და მსოფლიოში აღიარებულ მუსიკოსებს. ფესტივალი 2021 წელს დაფუძნდა.[33]
სიღნაღის ახალგაზრდული დღეები - სიღნაღში ყოველწლიურად ფესტივალი „ახალგაზრდული დღეები“ იმართება. ფესტივალის ფარგლებში იმართება სპორტული შჯიბრებები, ინტელექტუალური თამაშები და კონცერტები. ფესტივალი დაფუძნდა 2016 წელს.[34]
„სიღნაღქალაქობა“ - ტრადიციული სახალხო დღესასწაული ქალაქ სიღნაღში 2007 წლიდან იმართება. დღესასწაულის ფარგლებში წარმოდგენილია კონცერტები, ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვები, ღვინისა და ტრადიციული კერძების დეგუსტაცია.[35]
ბიძინა კვერნაძის სახელობის სიღნაღის საერთაშორისო ფესტივალი - სიღნაღში ყოველწლიურად ბიძინა კვერნაძის სახელობის სიღნაღის საერთაშორისო ფესტივალი-კონკურსი იმართება. ფესტივალი 2021 წელს დაარსდა და მისი მიზანია ახალგაზრდა კომპოზიტორთა აღმოჩენა, ხელშეწყობა და სამომავლოდ, მათი შემოქმედების წარმოჩენა. ფესტივალი ერთი კვირის მანძილზე წამყვან მუსიკოს-შემსრულებლებსა და კომპოზიტორებს მასპინძლობს.[36]

სპორტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტიში ფუნქციონირებს 22 სპორტული სექცია: ფეხბურთი, ჭიდაობა-ძიუდო, ქართული ჭიდაობა, ბერძნულ რომაული ჭიდაობა, ძალისმიერი სამჭიდი, კრივი, კიკბოქსინგი, კალათბურთი, რაგბი, ჭადრაკი. ქალაქ სიღნაში არის 4 სპორტული სექცია: ფეხბურთი, ჭადრაკი, კრივი, ძალისმიერი სამჭიდი, ხოლო 18 სექცია ფუნქციონირებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.[37]

ღირსშესანიშნაობანი

ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია ბოდბის მონასტერი, წმინდა ნინოს სახელობის სამონასტრო კომპლექსი და საეპისკოპოსო.

სოფელ ვაქირში შემონახულია სამეკლესიიანი ბაზილიკა, რომელიც ნაგებია აგურითა და რიყის ქვით. აქვეა „კვირაცხოველის“ ეკლესია. სოფელ ტიბაანში დგას ხირსის მონასტერი.

გამოჩენილი ადამიანები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამოჩენილი ადამიანები
ფოტო სახელი და გვარი წლები აღწერა
სოლომონ დოდაშვილი 1805-1836 ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე
იროდიონ ევდოშვილი 1873-1916 ქართველი მწერალი
ვანო სარაჯიშვილი 1879-1924 ქართველი მუსიკოსი, ქართული პროფესიული ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი
სანდრო ახმეტელი 1886-1937 ქართველი რეჟსორი, თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი
სანდრო შანშიაშვილი 1888-1979 ქართველი მწერალი, დრამატურგი
ალექსანდრე გზირიშვილი 1902-1972 ქართველი მეცნიერი, ქირურგი, უროლოგი, პროფესორი
სანდრო მირიანაშვილი 1915-1987 ქართველი მხატვარი და კომპოზიტორი
ფორე მოსულიშვილი 1916-1944 იტალიის ეროვნული გმირი
ჰამლეტ გონაშვილი 1928-1985 ქართველი მომღერალი
თამაზ ჭილაძე 1931-2018 ქართველი მწერალი, პოეტი და დრამატურგი
ოთარ ჭილაძე 1933-2009 ქართველი მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი და დრამატურგი
შოთა ბეჟაშვილი 1956- სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის 7-გზის ჩემპიონი, მსოფლიო ორგზის ჩემპიონი ძალისმიერ სამჭიდში

დაძმობილებული ადმინისტრაციული ერთეულები

ლიტერატურა

  • უკლება დ., უკლება მ., ქსე, ტ. 9, გვ. 407-408, თბ., 1985;
  • მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964;
  • საბაშვილი მ., საქართველოს სსრ ნიადაგები, თბ., 1965;
  • უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები, თბ., 1974.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 http://www.heraldika.ge/index.php?m=80&map_id=66
  2. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
  3. Ethnic composition of Georgia 2014
  4. georgia-religion2014
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 პროგრამა — საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-11. ციტირების თარიღი: 2014-09-30.
  6. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1, გვ. 2, თბ., 1938 წ. ISSN 0203-2023
  7. ისტორია - სიღნაღის მუნიციპალიტეტი
  8. საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ
  9. საჯარო სამართლის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტების რეესტრი — სიღნაღის მუნიციპალიტეტი
  10. მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
  11. საჯარო სკოლები
  12. [ https://signagi.gov.ge/ge/sabavshvo-bagebi საბავშვო ბაღები]
  13. 13.0 13.1 13.2 ხელოვნება და კულტურა
  14. სიღნაღის მუზეუმი
  15. სიღნაღის მუზეუმი დაარქივებული 2022-09-20 საიტზე Wayback Machine. - sighnaghi travel
  16. სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
  17. ვანო სარაჯიშვილის სახელობის მუზეუმი
  18. ვანო სარაჯიშვილის მუზეუმი
  19. სანდრო მირიანიშვილის მემორიალური მუზეუმი
  20. სანდრო ახმეტელის მუზეუმი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-20. ციტირების თარიღი: 2022-09-16.
  21. სანდრო ახმეტელის მუზეუმის გახსნა (ფოტოები)
  22. იროდიონ ევდოშვილის სახლ-მუზეუმი
  23. ფორე მოსულიშვილის მუზეუმი
  24. ფორე მოსულიშვილის სახლ–მუზეუმი
  25. სანდრო შანშიაშვილის მუზეუმი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-20. ციტირების თარიღი: 2022-09-16.
  26. ვასო გოძიაშვილის მუზეუმი
  27. ალექსანდრე გზირიშვილის მუზეუმი
  28. ილო მოსაშვილის მუზეუმი
  29. ვანოობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-20. ციტირების თარიღი: 2022-09-16.
  30. პირველი სასკოლო სახლ-მუზეუმი საქართველოში
  31. ნინოობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-20. ციტირების თარიღი: 2022-09-16.
  32. სიღნაღში არტ ფესტივალი გაიმართება
  33. ზაფხულის ღამის ფესტივალი სიღნაღში
  34. ახალგაზრდული დღეები სიღნაღში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-20. ციტირების თარიღი: 2022-09-16.
  35. კახეთში სიღნაღქალაქობას აღნიშნავენ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-20. ციტირების თარიღი: 2022-09-16.
  36. ბიძინა კვერნაძის სახელობის სიღნაღის პირველი საერთაშორისო ფესტივალი-კონკურსი
  37. სიღნაღის მერია
  38. დაძმობილებული ქალაქები

Read other articles:

Public library located in Karachi, Pakistan Entrance of the Liaquat Memorial Library, Govt. of Sindh The Liaquat National Memorial Library is a public library located at the Stadium Road in Karachi, Pakistan.[1] History The National Library of Pakistan was established in 1951 as a branch directorate.[1] In the year 1954, the Liaquat Memorial Library was declared a legal depository under the Copyright Law. This library continued to function of the National Library until 1986. O...

 

Australian rower Phil CayzerPersonal informationBorn13 May 1922Sydney, New South WalesDied15 July 2015(2015-07-15) (aged 93)Sydney, New South WalesEducationSt Joseph's College, Hunters HillSpouseMelva CayzerSportClubSydney Rowing Club Mercantile Rowing Club Medal record Men's rowing Olympic Games 1952 Helsinki Men's eight British Empire Games 1950 Auckland Men's eight Philip Arthur Cayzer OAM, (13 May 1922 – 15 July 2015) was an Australian national champion rower who won medals in the ...

 

Food, Inc.SutradaraRobert KennerProduserRobert KennerElise PearlsteinPemeranEric SchlosserMichael PollanPenyuntingKim RobertsDistributorMagnolia PicturesTanggal rilis7 September 2008 (Kanada)27 Maret 2009 (Argentina)12 Juni 2009 (Amerika Serikat)Durasi94 menitNegara Amerika SerikatBahasaBahasa InggrisPendapatankotor$4,238,694 [1]IMDbInformasi di IMDbAMGProfil All Movie GuideSitus webhttp://foodincmovie.com Food, Inc (BI:badan gabungan pangan) adalah sebuah film dokumenter tahun 2008 d...

Piyush Bobby JindalJindal tahun 2005 Gubernur Louisiana 55thMasa jabatan14 Januari 2008 – Januari 2016WakilMitch Landrieu PendahuluKathleen BlancoPenggantiJohn Bel EdwardsAnggota Dewan Perwakilan Rakyat A.S.dari dapil Pertama LouisianaMasa jabatan3 Januari 2005 – 14 Januari 2008 PendahuluDavid VitterPenggantiSteve Scalise Informasi pribadiLahir10 Juni 1971 (umur 52)Baton Rouge, LouisianaPartai politikRepublikSuami/istriSupriya Jolly JindalAnakSelia E...

 

Gambaran diri Tilman Riemenschneider. Tilman Riemenschneider (sekitar 1460 – 7 Juli 1531) adalah seorang pembuat patung dan pengukir kayu Jerman yang aktif di Würzburg dari 1483. Saint Barbara, Museum Nasional Bayerisches) The Lamentation of Christ, de [Maidbronn]Detail makam batu Rudolf von Scherenberg di Katedral Würzburg, (1496-1499). Tilman Riemenschneider lahir antara 1459 dan 1462 di Heiligenstadt im Eichsfeld (sekarang Thuringia). Karya utama Holy Blood Altar karya Til...

 

Cet article est une ébauche concernant l’Allemagne et le Concours Eurovision de la chanson. Vous pouvez partager vos connaissances en l’améliorant (comment ?) selon les recommandations des projets correspondants. Allemagneau Concours Eurovision 1966 Données clés Pays  Allemagne Chanson Die Zeiger der Uhr Interprète Margot Eskens Langue Allemand Sélection nationale Radiodiffuseur Hessischer Rundfunk (HR) Type de sélection Sélection interne Concours Eurovision de la chans...

John Carroll Lynch alla Viennale 2017 John Carroll Lynch (Boulder, 1º agosto 1963) è un attore statunitense. Indice 1 Biografia 2 Filmografia 2.1 Attore 2.1.1 Cinema 2.1.2 Televisione 2.2 Regista 3 Doppiatori italiani 4 Altri progetti 5 Collegamenti esterni Biografia Nato in Colorado e cresciuto a Denver, inizia la sua carriera in teatro mentre prosegue gli studi a Washington, presso la scuola privata denominata Università Cattolica d'America. Sposato dal 1997 con l'attrice Brenda Wehle, d...

 

  关于与「友谊勋章 (俄罗斯)」標題相近或相同的条目页,請見「友谊勋章 (消歧义)」。 友谊勋章类型单级勋章(仅设有一个等级)授予原因加强各民族友谊、交流与合作国家/地区俄罗斯 颁发单位 俄羅斯颁授资格俄罗斯国民及世界各民族人民設立時間1994年3月2日[1]首次颁发康斯坦丁·蒂托夫(萨马拉州州长)绶带 优先顺序上等荣誉勋章下等光荣父母�...

 

В Википедии есть статьи о других людях с фамилией Лукьянова. Кира Александровна Лукьянова Дата рождения 23 ноября 1962(1962-11-23) (61 год) Место рождения Саратов, РСФСР, СССР Гражданство  Россия Род деятельности предпринимательница, политик, депутатка Государственной дум�...

Achmad Fadil Muzakki Syah Anggota Dewan Perwakilan Rakyat Republik IndonesiaPetahanaMulai menjabat 1 Oktober 2019PresidenJoko WidodoDaerah pemilihanJawa Timur III Informasi pribadiLahir21 Oktober 1979 (umur 44)Patrang, JemberPartai politikNasDemSuami/istriSiti Aminah ​(m. 1998)​Yeni Kurnia ​(m. 2010)​Novita Kusumaningrum ​ ​(m. 2011)​Anak7Alma materSTAI Al-QodiriPekerjaanPolitikusSunting kota...

 

Cet article est une ébauche concernant les monuments historiques français et l'Oise. Vous pouvez partager vos connaissances en l’améliorant (comment ?) selon les recommandations des projets correspondants. Château d'Orrouy Début construction XVe siècle Propriétaire actuel Famille Grégoire Sainte-Marie[1] Protection  Inscrit MH (1989) Coordonnées 49° 17′ 34″ nord, 2° 51′ 33″ est Pays France Région historique Hauts-de-France D�...

 

Essay by Seneca De Clementia From the 1594 edition, published by Jean Le PreuxAuthorLucius Annaeus SenecaLanguageLatinSubjectEthicsGenrePhilosophyPublication dateAD c. 55Publication placeAncient Rome De Clementia (frequently translated as On Mercy in English) is a two volume (incomplete) hortatory essay written in AD 55–56 by Seneca the Younger, a Roman Stoic philosopher, to the emperor Nero in the first five years of his reign.[1] Date and writing The work was written after N...

Fallblattanzeigetafel von Krone am Hauptbahnhof Frankfurt am Main, im Einsatz bis September 2005. Typisch für größere Anlagen sind einzelne schadhafte Module, in diesem Fall das V statt einem U bei Dortmund und das E statt einem Leerfeld in der untersten Zeile. Eine Fallblattanzeige, fälschlicherweise manchmal „Faltblattanzeige“ genannt, kommt vor allem als Anzeige bei Digitaluhren, insbesondere bei Synchronuhren, als Kalender, bei Aufrufanzeigen in Wartebereichen sowie bei Anzeigetaf...

 

Former newspaper in Singapore Warta MalayaLeading Malay Daily Newspaper in MalayaWarta Malaya (8 February 1937)TypeDaily newspaperOwner(s) Syed Hussein bin Ali Alsagoff (1930-1941) Ibrahim Yaacob (1941-1942) Founder(s)Syed Hussein bin Ali AlsagoffPublisher Anglo-Asiatic Press Ltd. (1930-1933) Warta Malaya Press Ltd. (1934-1941) Editor-in-chiefOnn Jaafar (first)Ibrahim Yaacob (last)Founded1 January 1930LanguageMalayCeased publication14 August 1942Headquarters185, Cecil Street, Singapore.Countr...

 

Railway station in Highland, Scotland, UK This article has multiple issues. Please help improve it or discuss these issues on the talk page. (Learn how and when to remove these template messages) This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Ballachulish Ferry railway station – news · newspapers · books · schola...

The chimney prior to its demolition The Goodyear chimney was a landmark on the Goodyear factory on Stafford Road, Wolverhampton, England.[1] It was 200 feet (60 m) high and weighed 3,000 long tons (3,000 t).[2] Demolition of the chimney in 2008 Work started on building the chimney in October 1927, with the mayor of Wolverhampton laying the first brick.[3] In 2008 the factory and chimney were demolished. An Oxley primary school pupil and a former Goodyear wor...

 

Gereja di Omsk Eparki Omsk adalah sebuah eparki Gereja Ortodoks Rusia yang terletak di Omsk, Federasi Rusia. Eparki tersebut didirikan pada tahun 1895.[1] Referensi ^ http://www.patriarchia.ru/db/text/31470.html lbsKeuskupan Gereja Ortodoks RusiaPatriark MoskwaEparki di Rusia Abakan dan Khakassia Akhtubinsk Alapayevsk Alatyr Alexdanrov Almetyevsk Amur Anadyr Ardatov Arkhangelsk Armavir Arsenyev Astrakhan Balashov Barnaul Barysh Belgorod Belyov Bezhetsk Birobidzhan Birsk Biysk Blagoves...

 

Technical standard in Japan For character encoding used in representing the Japanese language for computer software and communication, see JIS encoding. JIS symbol (adopted October 1, 2005). No Unicode symbol exists, nor does a proposal for inclusion. The old JIS symbol (used until September 30, 2008). This symbol has been included in Unicode since version 1.0.1 as U+3004 〄 JAPANESE INDUSTRIAL STANDARD SYMBOL. Japanese Industrial Standards (JIS) (日本産業規格, Nihon Sangyō Kikaku, fo...

Leonardo Bruni Cancelliere di FirenzeDurata mandato1410 –1411 PredecessoreColuccio Salutati Durata mandato1427 –9 marzo 1444 MonarcaCosimo de' Medici SuccessoreCarlo Marsuppini Dati generaliProfessionescrittore Leonardo Bruni, detto Leonardo Aretino (Arezzo, 1º febbraio 1370 – Firenze, 9 marzo 1444), è stato un politico, scrittore e umanista italiano originario della Toscana, attivo soprattutto a Firenze, nella cui Repubblica ricoprì la più alta carica di...

 

Apelles painting Campaspe, an artwork which shows people surrounded by fine art; by Willem van Haecht; c. 1630; oil on panel; height: 104.9 cm, width: 148.7 cm; Mauritshuis (The Hague, the Netherlands) Kosovo Maiden; by Uroš Predić; 1919; oil on canvas; 1.95 x 2.64m; National Museum of Serbia (Belgrade, Serbia) The Art of Painting; by Johannes Vermeer; 1666–1668; oil on canvas; 1.3 x 1.1 m; Kunsthistorisches Museum (Vienna, Austria) History of art Periods and movements Prehisto...