ილიაწმინდა (ყოფილი ახალი ალექსანდროვკა, ულიანოვკა)[2] — სოფელი საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგნის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე. თემის ცენტრი. ზღვის დონიდან 630 მეტრი. სიღნაღიდან 20 კილომეტრი.
მოსახლეობა
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 560 ადამიანი. დღეს აქ ცხოვრობენ ფშავისა და ქიზიყის სოფლებიდან გადასახლებულები, თუმცა XX საუკუნის დასაწყისში სოფელში მალაკნები და ბოშები სახლობდნენ.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[3] |
637 |
301 |
336
|
2014[1] |
560 |
266 |
294
|
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო