ვაქირი — სოფელი საქართველოში კახეთის მხარე), სიღნაღის მუნიციპალიტეტში (ვაქირის ადმინისტრაციული ერთეული).
მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ მთისწინეთში, ზღვის დონიდან 420 მ-ზე, სიღნაღიდან 9 კმ-ში.
ისტორია
ვაქირი პირველად მოხსენიებულია 1710 წლის ერთ საბუთში. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, „სიღნაღს დასავლით და ჩდილოთ აქვს ხევი ანაგისა... აღმოსავლით ვაქირი“. 1772 წელს ამ სოფელში ერეკლე II-ის უშუალო დახმარებით მუშაობდა გერმანელი სწავლული იოჰან გიულდენშტედტი. ვაქირი, როგორც საუფლისწულო მამული, შეტანილია ბატონიშვილ დავითისა და მისი მეუღლის, ელენეს ქონების აღწერის დავთარში.
სოფელში დგას შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — ნათლისმცემლის სამეკლესიიანი ბაზილიკა. ვაქირში ასევე არის კვირაცხოვლის 2 ეკლესია: ერთი — ადრეული შუა საუკუნეების და ერთიც — XVIII საუკუნის, ასევე XIX საუკუნის საყდარი (სავარაუდოდ, ვაქირის იოანე ნათლისმცემლის სახელობის მეტრიკულ წიგნში მოხსენიებული წმ. პროკოფის ეკლესია) და სოფლის დასავლეთით, სასაფლაოზე მდებარე ეკლესია — „ნატვრის წმინდა გიორგი“. საერო არქიტექტურიდან აღსანიშნავია XVII საუკუნის „ყოჩიაანთ“ ციხე-ბურჯი (სოფლის ცენტრში) და ხატიაშვილების სახლი (1900 წ.). სოფელში არის მწერალ ილო მოსაშვილის და ექიმ ალექსანდრე გზირიშვილის სახლ-მუზეუმები (ორივე გაიხსნა 1983 წელს).
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1950 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
1908[2] |
4126 |
|
|
1911[3] |
4142 |
|
|
2002[4] |
2937 |
1349 |
1588
|
2014[1] |
1950 |
937 |
1013
|
ლიტერატურა
- ბეგიაშვილი ლ., სიღნაღი. გზამკვლევი, თბ., 1982.
რესურსები ინტერნეტში
- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № იოანე ნათლისმცემლის ეკლესია № 7212
- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № ძველი კვირაცხოვლის ეკლესია № 12905
- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № ახალი კვირაცხოვლის ეკლესია № 12836
- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № წმ. პროკოფის სახელობის ეკლესია (?) № 12815
- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № „ყოჩიაანთ“ ციხე-ბურჯი № 18696
სქოლიო