მაღარო — სოფელი საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგნის ჩრდილო-აღმოსავლეთ კიდეზე. თემის ცენტრი. ზღვის დონიდან 950 მეტრი. სიღნაღიდან 11 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1747 კაცი. სოფელი გაშენებულია ბოდბე - სიღნაღის გზატკეცილზე.
ლიტერატურა
სქოლიო