დავით ბატონიშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დავით.
ქართლ-კახეთის გამგებელი დავით ბატონიშვილი 1800-1801წწ.
ელენე აბამელექი - დავით ბატონიშვილის მეუღლე

დავით ბატონიშვილი, ბაგრატიონი (დ. 1 ივლისი, 1767, თბილისი — გ. 13 (25) მაისი1819, პეტერბურგი) — გიორგი XII-ის უფროსი ძე, ქართლ-კახეთის სამეფოს გამგებელი 1800-1801, მწერალი, მეცნიერი, გენერალ-ლეიტენანტი (1800).

ბიოგრაფია

აღიზარდა თავისი პაპის ერეკლე II-ის კარზე თბილისსა და თელავში. შეისწავლა ქართული საერო და სასულიერო მწერლობა, სომხური, სპარსული, რუსული ენები, საბუნებისმეტყველო დარგები, სამხედრო ხელოვნება. მისი ერთ-ერთი აღმზრდელი იყო დავით რექტორი (1787-1789). შემდგომ სწავლობდა რუსეთში, სადაც გაეცნო ევროპული განმანათლებლობის იდეებს. საბრძოლო ნათლობა მიიღო 1790 წელს ჯავახეთში, თურქთა წინააღმდეგ შეტაკებებში. შემდგომ წლებში მისი მეთაურობით ქართველების ჯარმა რამდენიმე გამარჯვება მოიპოვა დაღესტნელთა მარბიელ რაზმებზე. 1795 წელს მონაწილეობდა კრწანისის ბრძოლაში; სარდლობდა კრწანისის მარჯვენა მხარეს, სეიდაბადის ბაღებთან დაბანაკებულ ლაშქარს, იცავდა თბილისში შემოსავლელ გზაჯვარედინს. 1796 წლის აპრილ-მაისში ალექსანდრე ბატონიშვილთან ერთად სარდლობდა ლაშქრობას განჯაზე, 1798 წელს კი — ყარსზე, სადაც დავითმა დაამარცხა მაჰმად-ფაშა. 1795–1798 წლებში ირიცხებოდა რუსეთის არმიის პრეობრაჟენსკოეს პოლკში, სადაც მიიღო გენერალ-მაიორობა (1795). 1799 წლის 11 ივნისს გიორგი XII-ის წარდგინებით იმპერატორმა პავლე I-მა დავითი ქართლ-კახეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრედ დაამტკიცა (1799 წ. 11 ოქტომბერი) და წმ. ანას ორდენით დააჯილდოვა.

ამ დროიდან ის უფრო აქტიურად ჩაება ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. სპარსეთის შაჰმა ბაბა-ხანმა გიორგი XII-ს მძევლად მოსთხოვა დავით ბატონიშვილი, მაგრამ, როგორც ტახტის მემკვიდრე და რუსეთის არმიის გენერალი, იგი სპარსეთში არ გაუშვეს. დავითი შეუდგა სამეფოს სამართლებრივ მოწესრიგებას. შეაგროვა ქართული სამართლის ძეგლები, 1800 წელს შექმნა ქართული სამართლის კოდიფიკაცია და შეადგინა კრებული „ქართული სამართალი და კანონმდებლობა“.[1]

გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ დავითი 1801 იანვრიდან ივნისამდე ქართლ-კახეთის სამეფოს გამგებელი იყო. მან ცვლილებები შეიტანა სამეფოს ადმინისტრაციულ დაყოფაში, შეეცადა აღედგინა არაგვისა და ქსნის საერისთავოები, გადაახალისა საადგილმამულო ურთიერთობანი, ზოგიერთი ცვლილება შეიტანა საეკლესიო მართვა-გამგებლობაშიც. მისი გამგებლობის დროს მოიჭრა სპილენძის მონეტა (დავით ბატონიშვილის მონეტა). ასეთმა ღონისძიებებმა დავით ბატონიშვილსა და ტახტისათვის მებრძოლ ჯგუფებს შორის წინააღმდეგობა კიდევ უფრო გაამწვავა. დავითი იძულებული გახდა ხელი აეღო გამგებლობაზე და 1801 წლის ოქტომბერში იულონ ბატონიშვილს მოუწოდა განეგრძო ბრძოლა ქართლ-კახეთში მეფობის შესანარჩუნებლად. რუსეთის იმპერიის წარმომადგენლებმა სამეფო სახლის წევრებს შორის წინააღმდეგობა კიდევ უფრო გაამწვავეს, რამაც უფრო დააჩქარა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება. 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტით ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთმა შეიერთა. დავითი შეეცადა სამშობლოში დარჩენას და მმართველობაში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ 1803 წელს სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად იგი პეტერბურგში გადაასახლეს.

იმპერატორმა ალექსანდრე I-მა დავით ბატონიშვილს წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენი გადასცა, შემდეგში სენატორადაც დანიშნეს. რუსეთში უბოძეს სასახლე, ვრცელი მამულები, სახნავ-სათესი და სანადირო ადგილები. დავითი გახდა საქართვ. სამეფო- სამთავროებიდან ჩასულ თუ იქ ადრიდანვე მცხოვრებ ქართველთა ახალშენის მეთაური. იღვწოდა განათლების, მეცნიერების, მწერლობის განვითარებისათვის; საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების მართვაგამგებლობის გაუმჯობესებისათვის, კავკასიოლოგიის განვითარებისათვის, თავმჯდომარეობდა კომიტეტს, რომელსაც დაევალა ვახტანგ VI-ის სამართლის განხილვა-რედაქტირება და რუსულად თარგმნა. დავითის ეპისტოლური მემკვიდრეობა ნათლად წარმოგვიჩენს დავითის ბიოგრაფიის ბევრ საინტერესო მომენტს, გვიხატავს იმდროინდელი საქართვ. პოლიტ. სიტუაციას.[2] დავითი გარდაიცვალა პეტერბურგში 1819 წელს. დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში.

მაისის იგ რიცხვსა გარდაიცვალა აქ შემდგომად მოკლე-ჟამიერისა სნეულებისა, უფალი ღენერალ-ლეიტენანტი და სენატორი საქართველოს მეფის გიორგის ძე დავით — დამარხვა გვამისა მისისა იყო კბ რიცხვსა შესაბამითა პატივითა[3].

— „საქართველოს გაზეთი“ N18, 4-ივლისი-1819

ლიტერატურული და სამეცნიერო მემკვიდრეობა

დავით ბატონიშვილი ავტორია ჩვენამდე რამდენიმე ხელნაწერის სახით მოღწეული გრამატიკისა (1790). თეიმურაზ ბატონიშვილი ამ ნაშრომს „საგრამატიკო ხელოვნების“ სახელით იხსენიებს, სანქტ-პეტერბურგში დაცულ ერთ-ერთი ხელნაწერის სატიტულო ფურცელს კი „ფილოსოფსკაია გრამმატიკა“ აწერია. წიგნი დავითს თავისი პაპის, ერეკლე II-ისათვის, მიუძღვნია. წინასიტყვაობაში ნათქვამია: ქართველებს ესაჭიროებათ სიბრძნე და ცოდნა, რომლის კარსაც გრამატიკა წარმოადგენს. გრამატიკული საკითხების გადმოცემისას დავითი მიჰყვება ანტონ I-ის გრამატიკის (1753) დანართს, ე. წ. „სიმეტნეს“, რომელიც აგრეთვე კითხვა-მიგების წესითაა დაწერილი, მრავლადაა აღებული დებულებები ანტონ I-ის გრამატიკიდანაც (1767). დავით ბატონიშვილის გრამატიკა დაწერილი უნდა იყოს სასკოლო სახელმძღვანელოდ. ამ გრამატიკის აშკარა გავლენითა და გამოყენებით დაიწერა იოანე ბატონიშვილის ორივე გრამატიკა. სხვა ქართველი გრამატიკოსების შრომებში მისი კვალი არა ჩანს.

დავით ბატონიშვილმა რამდენიმე რედაქციად დაამუშავა საქართველოს ისტორია, რომელიც შეადგინა ევროპელი მეცნიერების შრომების გათვალისწინებით. კრებდა საქართველოს საისტორიო წყაროებს. 1812 წელს იმპერატორ ალექსანდრე I-ს მიართვა ნაშრომი „საქართველოს უკეთესად მართვის შესახებ“, რომელშიც მოითხოვდა გეორგიევსკის ტრაქტატის მიხედვით ქართლ-კახეთის სამეფოს აღდგენას და მის დარჩენას რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ავტონომიის პრინციპებზე. ეწეოდა ფართო მთარგმნელობით მოღვაწეობას: გადმოიღო „ნაბუქოდონოსორისაგან წარტყვევნა იერუსალიმისა“, „საქმეთთათვის ნადირ ავშარელისა დიდისა ხელმწიფისა სპარსეთისათა“ (აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სანქტ-პეტერბურგის განყოფილების ქართულ ხელნაწერთა კოლექცია, M–15), ვოლტერის „შობისათვის“, „ხილვა ბაბუკაისი“, შ. მონტესკიეს „გულისხმისყოფისათვის სჯულთასა“ (იქვე, H–26), ჟ. ფ. ანსილონის „ესტეტიკებრი განსჯანი“ (იქვე, M–35 ) და სხვ., რომელთაც ურთავდა თავის კომენტარებს. განმარტებებით შეავსო სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი და მიუწერა შესატყვისები რამდენიმე ენაზე. მას ეკუთვნის რუსულ ენაზე დაწერილი „საქართველოს სამართლისა და კანონმცოდნეობის მიმოხილვა“ (1811–16, 1959 გამოსცა მ. როგავამ). 1814 წელს ქართულ ენაზე გამოცემული მისი ისტორიული ნაშრომი დაწერილია „ქართლის ცხოვრების“ სქემის მიხედვით, მოიცავს 1744 წლამდე პერიოდს და წარმოადგენს ვახუშტის ისტორიის გაგრძელებას.

დავითმა შეისწავლა საბუნებისმეტყველო მეცნიერებანიც. 1818 წელს დაასრულა „შემოკლებული ფისიკა“ და საქართველოში გამოგზავნა გასამრავლებლად. იგი ძირითადად იზიარებდა სითბოს კინეტიკური თეორიის იდეებს. თეორიულ მასალას მან თვალსაჩინო ცდების აღწერილობანიც დაურთო. დავითმა თარგმნა ვოლტერის „ტაქტიკა“ (იგივე ნაწარმოები თარგმნილი აქვს ალექსანდრე ჭავჭავაძესაც). 1795 წელს თარგმნა „საარტილერიო წიგნი"“, მ. ჩულიკოვის „მითოლოგიური ლექსიკონი“, გადმოიღო შვედი ექიმის ირნესტა პერენესტის „ელექსირი“. საქართველოზე დაწერა სტატიები რუს. ენციკლოპედიისათვის. შეადგინა განმარტება „ელხება სიმვოლი“ ანუ „აღსარებაჲ წმიდისა აღმოსავლეთისა ეკლესიისა“. თავისი საგანმანათლებლო პოლიტიკით დავითი იღვწოდა ევროპული კულტურის, ევროპის სახელმწიფოთა წესწყობილების ქართველთათვის, ხოლო ყოველივე ქართულისა — ევროპელთათვის გასაცნობად. დავით ბატონიშვილის სამწერლო მოღვაწეობიდან აღსანიშნავია მიმოწერის ფორმით დაწერილი „ახალი შიხი“, რომელშიც აისახა ფრანგ განმანათლებელთა იდეები. მის ლექსებს (მაგ., „გამიფრინდა სიყვარულის ფრინველი“, დაიბეჭდა ჟურნალ „მოგზაურში“ 1901, №82) დიდხანს მღეროდნენ.

ლიტერატურა

სქოლიო

  1. 1964 წელს გამოსცა დავით ფურცელაძემ, ითარგმნა რუსულადაც
  2. №609; 607; 2300; 2830; 3254; შ–1532; შდ–1719; სანქტ-პეტერბურგის სალტიკოვ-შჩედრინის სახელობის ბიბლიოთეკა, იოანე ბატონიშვილის არქივი; საქართველოს სიძველენი, III, Акты–I.
  3. „საქართველოს გაზეთი“ N18, 4-ივლისი-1819

Read other articles:

Bacukiki BaratKecamatanNegara IndonesiaProvinsiSulawesi SelatanKotaPareparePemerintahan • CamatAndi Erwin Pallawarukka, S.STP, M.SiPopulasi • Total39,329 jiwa jiwaKode Kemendagri73.72.04 Kode BPS7372011 Luas- km²Desa/kelurahan6 Bacukiki Barat adalah sebuah kecamatan di Kota Parepare, Sulawesi Selatan, Indonesia. Wilayah administratif Peta administrasi kecamatan bacukiki barat Kecamatan Bacukiki Barat termasuk salah satu kecamatan di Kota Parepare. Wilayah Kecamat...

 

Anggaran Pendapatan dan Belanja Negara tahun anggaran 2014 adalah rencana keuangan pemerintahan negara yang disetujui oleh Dewan Perwakilan Rakyat untuk tahun 2014.[1] APBN tahun 2014 disusun dengan berpedoman pada Rencana Kerja Pemerintah tahun 2014, serta Kerangka Ekonomi Makro dan Pokok-pokok Kebijakan Fiskal tahun 2014. APBN 2014 disahkan oleh Presiden Susilo Bambang Yudhoyono pada tanggal 14 November 2013 melalui Undang - Undang Nomor 23 Tahun 2013 tentang Anggaran Pendapatan dan...

 

German mathematician and philosopher (1646–1716) Leibniz redirects here. For other uses, see Leibniz (disambiguation). Gottfried Wilhelm LeibnizPortrait, 1695Born1 July 1646Leipzig, Saxony, Holy Roman EmpireDied14 November 1716(1716-11-14) (aged 70)Hanover, Electorate of Hanover, Holy Roman EmpireEducation Alte Nikolaischule [de] Leipzig University (BA, 1662; MA, 1664; LLB, 1665; Dr. phil. hab., 1666) University of Jena(1663)[8] University of Altdorf(Dr. jur., 1666...

Al CaponeAl Capone pada tahun 1930LahirAlphonse Gabriel Capone(1899-01-17)17 Januari 1899Brooklyn, New York, Amerika SerikatMeninggal25 Januari 1947(1947-01-25) (umur 48)Palm Island, Florida, Amerika SerikatMakamMount Carmel Cemetery, Hillside, Illinois, Amerika SerikatNama lainScarface, Big Al, Big Boy, Public Enemy No. 1, SnorkyPekerjaanGangster, penyelundupan minuman keras, pemerasan, pemimpin sindikat kriminal Chicago OutfitGugatan kejahatanPenghindaran pajakHukuman kriminalDip...

 

1800 House elections in Vermont 1800 United States House of Representatives elections in Vermont ← 1798 September 2, 1800 (1800-09-02) and December 2, 1800 (1800-12-02) 1802–1803 → All 2 Vermont seats to the United States House of Representatives   Majority party Minority party   Party Democratic-Republican Federalist Last election 1 1 Seats won 1 1 Seat change Elections in Vermont Federal government Presidential e...

 

Russian futsal player Ivan Milovanov Personal informationDate of birth (1989-02-08) 8 February 1989 (age 35)Place of birth Soviet UnionHeight 1.72 m (5 ft 8 in)Position(s) WingerTeam informationCurrent team KPRFNumber 8Senior career*Years Team Apps (Gls)2006–2023 Tyumen 2023– KPRF International career2008– Russia *Club domestic league appearances and goals Ivan Milovanov (born 8 February 1989) is a Russian futsal player who plays for KPRF and the Russian national fut...

Division 2 1957-1958 Competizione Division 2 Sport Calcio Edizione 19ª Luogo Francia Partecipanti 22 Formula Girone unico Risultati Vincitore FC Nancy(2º titolo) Promozioni FC NancyRennesLimogesStrasburgo Statistiche Miglior marcatore Egon Jönsson (29) Cronologia della competizione 1956-1957 1958-1959 Manuale La stagione della Division 2 1957-1958 è stata la diciannovesima edizione della Division 2, la seconda divisione del calcio francese. È stata vinta dal FC Nancy, che conquista...

 

Vous lisez un « bon article » labellisé en 2017. Concours Eurovision de la chanson 2016 Come Together Dates 1re demi-finale 10 mai 2016 2e demi-finale 12 mai 2016 Finale 14 mai 2016 Retransmission Lieu Ericsson Globe, Stockholm Suède Présentateur(s) Måns Zelmerlöw et Petra Mede Superviseur exécutif Jon Ola Sand Télédiffuseur hôte SVT Ouverture Demi-finale 1 : Heroes de Måns ZelmerlöwDemi-finale 2 : What is ESC ? avec Måns Zelmerlöw et Petra MedeFinale&...

 

艾哈迈德·塞古·杜尔总统杜尔、代表几内亚共和国在美国马里兰访问华盛顿特区期间抵达安德鲁斯空军基地。 (1982年6月) 第一任几内亚总统任期1958年10月2日—1984年3月26日前任无,职务设立继任路易斯·兰萨纳·贝阿沃吉 个人资料出生(1922-01-09)1922年1月9日 法兰西第三共和国法属西非法拉纳逝世1984年3月26日(1984歲—03—26)(62歲) 美國克利夫兰, 俄亥俄州墓地科奈克里大清�...

American paranormal reality television series FearAlso known asMTV's FearCreated by Martin Kunert Eric Manes Opening themeVoodoo by GodsmackCountry of originUnited StatesOriginal languageEnglishNo. of seasons2No. of episodes16ProductionExecutive producers Martin Kunert Eric Manes Beau Flynn Running time43 minutesOriginal releaseNetworkMTVReleaseSeptember 21, 2000 (2000-09-21) –April 28, 2002 (2002-04-28)[1]Related MTV's Inside Fear (2001) Celebrity Paranormal Project ...

 

2020年夏季奥林匹克运动会波兰代表團波兰国旗IOC編碼POLNOC波蘭奧林匹克委員會網站olimpijski.pl(英文)(波兰文)2020年夏季奥林匹克运动会(東京)2021年7月23日至8月8日(受2019冠状病毒病疫情影响推迟,但仍保留原定名称)運動員206參賽項目24个大项旗手开幕式:帕维尔·科热尼奥夫斯基(游泳)和马娅·沃什乔夫斯卡(自行车)[1]闭幕式:卡罗利娜·纳亚(皮划艇)&#...

 

Church in England, UKAll Saints' ChurchTower of All Saints' parish church52°15′57″N 0°45′12″W / 52.26583°N 0.75333°W / 52.26583; -0.75333LocationEarls Barton, NorthamptonshireCountryEngland, UKDenominationChurch of EnglandChurchmanshipCentralWebsitewww.allsaintsearlsbarton.org.ukHistoryStatusParish ChurchDedicationAll SaintsArchitectureFunctional statusActiveStyleAnglo-SaxonYears builtLate 10th CenturySpecificationsHeight69 feet (21 metres)AdministrationDi...

Time a given technological system takes to respond to an input This article's lead section may be too short to adequately summarize the key points. Please consider expanding the lead to provide an accessible overview of all important aspects of the article. (December 2017) In technology, response time is the time a system or functional unit takes to react to a given input. Computing In computing, the responsiveness of a service, how long a system takes to respond to a request for service, is ...

 

Islam by countryWorld percentage of Muslims by country Africa Algeria Angola Benin Botswana Burkina Faso Burundi Cameroon Cape Verde Central African Republic Chad Comoros Democratic Republic of the Congo Republic of the Congo Djibouti Egypt Equatorial Guinea Eritrea Eswatini Ethiopia Gabon Gambia Ghana Guinea Guinea-Bissau Ivory Coast Kenya Lesotho Liberia Libya Madagascar Malawi Mali Mauritania Mauritius Mayotte Morocco Western Sahara Mozambique Namibia Niger Nigeria Réunion Rwanda São To...

 

2020 United States Supreme Court caseAltitude Express, Inc.v. ZardaSupreme Court of the United StatesArgued October 8, 2019Decided June 15, 2020Full case nameAltitude Express, Inc., et al. v. Melissa Zarda, as Executor of the Estate of Donald Zarda, et al.Docket no.17-1623Citations590 U.S. ___ (more)Case historyPriorSummary judgment granted, No. 2:10-cv-04334 (E.D.N.Y. Mar 28, 2014); affirmed, 855 F.3d 76 (2d Cir. 2017); reversed, 883 F.3d 100 (en banc, 2d Cir. 2018)HoldingAn employer who fi...

2001 novel by Linda Sue Park A Single Shard First editionAuthorLinda Sue ParkCover artistJean and Mon-sien TsengLanguageEnglishGenreHistorical novelPublisherClarion BooksPublication dateApril 23, 2001Publication placeUnited States of AmericaMedia typePrint (hardback & paperback)Pages148ISBN0-395-97827-0OCLC44803112LC ClassPZ7.P22115 Si 2001 A Single Shard is a novel by Linda Sue Park, set in 12th-century Korea. It won the 2002 Newbery Medal, awarded for excellence in childr...

 

  هذه المقالة عن طرابلس العاصمة الليبية. لمعانٍ أخرى، طالع طرابلس (توضيح). طرابلس طرابلس الغرب بعض من معالم وسط العاصمة طرابلس طرابلسشعار المدينة منذ 2014 اللقب عروس البحر - المدينة البيضاء - المحروسة طَرابلُسْ الشعار طرابلس أم المدائن تاريخ التأسيس القرن 7 ق.م  تقسيم إ...

 

هذه مقالة غير مراجعة. ينبغي أن يزال هذا القالب بعد أن يراجعها محرر؛ إذا لزم الأمر فيجب أن توسم المقالة بقوالب الصيانة المناسبة. يمكن أيضاً تقديم طلب لمراجعة المقالة في الصفحة المخصصة لذلك. (مايو 2020) تحوي هذه المقالة أو هذا القسم ترجمة آلية. فضلًا، ساهم في تدقيقها وتحسينها أو ...

معركة دوملوبونار جزء من حرب الاستقلال التركية    التاريخ 30 أغسطس 1922  تعديل مصدري - تعديل   عنتمعارك حرب الاستقلال التركية الحرب التركية اليونانية إنزال إزمير احتلالها Urla Malgaç Bergama Erbeyli Erikli Tellidede Aydın Akbaş هجوم الصيف اليوناني Gediz إينونو الأولى إينونو الثانية Kütahya–E...

 

Apple cultivar 'Splendour' appleGenusMalusSpeciesM. domesticaHybrid parentageunknownOrigin New Zealand, 1948[1] Splendours are late-ripening Splendour, Splendor or Starksplendor is a modern cultivar of domesticated apple which was developed in New Zealand, and is regarded there as a popular commercial dessert apple.[2] It has been said to be a cross between 'Red Dougherty' and 'Golden Delicious',[3] but genetic analysis has not definitely characterized either of t...