ანტონ I

ანტონ I. ზეთის საღებავებით შესრულებული პორტრეტი XVIII საუკუნე

ანტონ I (ერისკაცობაში თეიმურაზ ბაგრატიონი იესეს ძე; დ. 28 ოქტომბერი [ ძვ. სტ. 17 ოქტომბერი], 1720 ― გ. 12 მარტი [ ძვ. სტ. 1 მარტი], 1788) — ქართველი საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე, აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1744–1756 და 1763–1788 წლებში, მწერალი, მეცნიერი, ვახტანგ VI-ის ძმის მეფე იესესა და ერეკლე I-ის ასულის ელისაბედის (ელენეს) ვაჟი.

ცხოვრება და მოღვაწეობა

მამის გარდაცვალების შემდეგ, 1727 წლიდან, იზრდებოდა თელავის სასახლეში თავის ბიძაშვილთან ერეკლე II-თან ერთად. მის აღზრდაში მონაწილეობდა დავით-გარეჯის წინამძღვარი, არქიმანდრიტი სპირიდონი. მიიღო ფართო განათლება. იყო ქართლის სამეფოს ტახტის პრეტენდენტი. ქართლის ძლიერი თავადის გივი ამილახვრის ასულზე დანიშნეს. 1735 წელს თბილისში ლაშქრით შემოსულმა თამაზ-ხანმა საცოლე წაართვა და სასიმამროც აიძულა უხმოდ დამორჩილებოდა მის ნებას. თავზარდაცემული ანტონ I ჯერ დავითგარეჯას მონასტერს შეეხიზნა, შემდეგ იმერეთს გადავიდა. ერთხანს იგი რუსეთშიც იყო. 1738 წელს ბერად აღიკვეცა გელათის მონასტერში, ანტონის სახელით.

1739 წელს ანტონ I-მა გელათის წინამძღვრობა მიიღო. მომდევნო წელს ქუთაისის მიტროპოლიტი გახდა. 1743 წელს დავითგარეჯას სავანეში დაბრუნდა. 1744 წელს, 24 წლის ასაკში იგი აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს.

ანტონ I მტკიცედ შეუდგა ნიადაგშერყეული და შევიწროებული ქართული ეკლესიის გაძლიერებისათვის ზრუნვას, ბრძოლას მეფისა და კათოლიკოსის ძალაუფლების განსამტკიცებლად; აღადგენდა გაპარტახებულ ეკლესია-მონასტრებს; მძაფრად ილაშქრებდა სომეხ მონოფიზიტთა იმხანად განსაკუთრებით გააქტიურებული პროპაგანდისტული შემოტევების წინააღმდეგ („მზამეტყველება“, 1750–1752); დაიწყო სწავლა-განათლებისა და სასტამბო საქმის მოწესრიგება; გარს შემოიკრიბა საქმიანი და განათლებული ადამიანები ხელოვნებისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგიდან.

ანტონ I ევროპული ორიენტაციის მომხრე იყო და განსაკუთრებით დაუახლოვდა თბილისში მყოფ კათოლიკე მისიონერებს (კაპუცინელთა ორდენს). მათთან ერთად გეგმავდა ანტონი საგანმანათლებლო და რელიგიურ განახლებას, სტამბის აღდგენასა და მთარგმნელობითი სკოლის ჩამოყალიბებას. ანტონისა და კათოლიკე ბერების ახლო ურთიერთობით ისარგებლა მისმა მოწინააღმდეგე ჯგუფმა, რომელსაც კარის მოძღვარი ზაქარია გაბაშვილი მეთაურობდა; ანტონ I-ს გაკათოლიკება დასწამეს და „მწვალებლად“ აღიარეს. გადმოცემით ანტონის გაკათოლიკება უნებლიეთ გასცა ვინმე თავადის ქალმა, რომლის სულიერი მამა კათოლიკოსი იყო. ამ ქალის ვინაობას წყაროები არ ასახელებენ, მაგრამ ერთხმად ყვებიან, რომ ეს თავადის ქალი მძიმე ავადმყოფობის დროს კათოლიკურ ლოცვებს კითხულობდა, რასაც შესწრებია თეიმურაზ I-ის ასული. ეს ფაქტი და ანტონის ერთად ჰყოფნა კაპუცინელ ბერებთან გამოიყენეს ზაქარია გაბაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა ბრალდების წასაყენებლად. მცხეთის საგანგებო საეკლესიო კრებაზე 1755 ანტონი არ დაასწრეს, რათა სიტყვა არ მიეცათ მისი გამორჩეული განსწავლულების გამო, თუმცა კათოლიკოსი ამას ითხოვდა. მაშინ ანტონს ორჯერ ეწვიენ თეიმურაზისა და კრების მიერ წარგზავნილი ეპისკოპოსები. ანტონმა მათ პირდაპირ განუცხადა, რომ კათოლიკეა. მეფისა და კრების სახელით ეპისკოპოსები მას დაემუქრნენ და მოსთხოვეს მისი ახალი რწმენის უარყოფა, რაზედაც ანტონისგან უარი მიიღეს. ამის შეგეგად მცხეთის საგანგებო კრებამ ანტონი კათოლიკოსობიდან გადააყენა და ერთ-ერთ სოფელში გაუშვა, ხოლო მისი თანმხლები სამი ქართველ კათოლიკე სასულიერო პირი საჯაროდ დასაჯა. ამას მოჰყვა კათოლიკეთა დევნა 1755–1757 წლებში და განდევნა ქართლიდან.

1756 ანტონ I რუსეთს გაემგზავრა, სადაც თავი იმართლა სინოდის წინაშე. 1757–1762 წლებში ვლადიმირის მთავარეპისკოპოსი იყო. 1763 წელს ერეკლე II-მ რუსეთიდან დააბრუნა იგი, ხოლო საეკლესიო კრებამ კვლავ აირჩია აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. მიუხედავად ყველაფრისა წიგნში „მიწყალეს“ შესახებ, რომელიც ანტონმა საქართველოში ჩამოსვლამდე დაწერა, იგი ისევ რომის პაპის უპირატესობაზე საუბრობს. საგულისხმოა აგრეთვე ის გარემოება, რომ ანტონი ქართლში დაბრუნების შემდეგ ერეკლე II-ის პოლიტიკური გეზის გამო აღარ აჩენს არავითარ ღია ინტერესს კათოლიკეთა მიმართ და ცდილობს დაახლოებას რუსულ ეკლესიასთან, თუ არ ჩავთვლით მის ღია პროტესტს ერეკლე II-ის წინააღმდეგ 1775 წლის კათოლიკეთა დევნის დროს, რომელიც ანტონმა ამჯერად არა მარტომ გამოხატა, არამედ თავის სამღვდელოებას ერთად. თუმცა ამავე დროს ცნობილია მისი ფარული ურთიერთობა კაფუცინელებთან სიცოცხლის ბოლო წლებში. მისიონერები მათ მიერ ქართლიდან გაგზავნილ წერილებში იუწყებიან, რომ ანტონი კათოლიკედ გარდაიცვალა.

საქართველოში დაბრუნებისთანავე ანტონ I-მა განაგრძო ინტენსიური სახელმწიფო-საეკლესიო და სამეცნიერო-ლიტერატურული მოღვაწეობა. 1772 ერეკლე II-მ საგანგებო მისიით გაგზავნა რუსეთში, სადაც ანტონ I-ის უშუალო მონაწილეობით მომზადდა ნიადაგი 1783 წლის რუსეთ-საქართველოს ტრაქტატისათვის. მისი მეცადინეობის შედეგად 1762–1763 წლებში განახლდა ვახტანგ VI-ისეული სტამბა, 1782 წელს კი რეორგანიზებულ იქნა „ახალ სტამბად“.

ანტონ I ყოველნაირად უწყობდა ხელს კალიგრაფიული სკოლების, ბიბლიოთეკების, თეატრის შექმნას, მხატვრობის, პოეზიისა და ხელოვნების სხვა დარგების განვითარებას; მკვიდრ ნიადაგზე დააყენა განათლების საქმე; ერეკლე II-ის დახმარებით თანდათან გარდაქმნა ნახევრად კერძო ეპარქიული დაბალი სასწავლებლები სახელმწიფო ტიპის სკოლებად, დიდი მონაწილეობა მიიღო ჯერ თბილისის (1755), შემდეგ კი თელავის (1782) სემინარიების დაარსებაში. ერეკლე II-თან ერთად შეიმუშავა სამი უმაღლესი სასწავლებლის დაარსების პროექტი (თბილისში, გორსა და თელავში). მან თვითონვე მოჰკიდა ხელი სახელმძღვანელოების შედგენის საქმეს, ამ მიზნით გამოიყენა თავისი ორიგინალური და ნათარგმნი წიგნები „ქართული ღრამმატიკა“ (1753; მეორე, მოკლე რედაქცია — 1767), სხვადასხვა ავტორის შრომები ლოგიკის, მეტაფიზიკის, ფიზიკის და სხვ. დარგებში. ამათან „ქართული ღრამმატიკა„ პირველი სრული სასკოლო გრამატიკა და ქართული ენის პირველი გრამატიკაც არის, სადაც, მიუხედავად უცხო ენების გრამატიკათა გავლენისა და იმ შეცდომებისა, რომელთაც ანტონ I ვერ ასცდებოდა იმდროინდელი ენათმეცნიერული აზროვნების პირობებში, ავტორი განსაცვიფრებელი ენობრივი ინტუიციის წყალობით ამჩნევს და აღნუსხავს ქართული ენისათვის ნიშანდობლივ მნიშვნელოვან მორფოლოგიურ და სინტაქსურ თავისებურებებს (მაგ., სახელობითი და მოთხრობითი ბრუნვების ფუნქციები, აკუზატივის უქონლობა, ზმნის მრავალპირიანობა).

ფიზიკის პირველი ჩვენამდე მოღწეული ქართული სახელმძღვანელოა აგრეთვე ქ. ვოლფის ნაშრომის თარგმანი („Φისიკა თეორეტიკებრი ვოლфიუსისა“), რომლითაც ანტონ I თვითონ ასწავლიდა ფიზიკას თბილისის სემინარიაში (მის ლექციებს ერეკლე II-ც ესწრებოდა). მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ფიზიკის ქართული ტერმინოლოგიის დადგენაში. თარგმანს დართული აქვს 246 კომენტარი, რომლებიდანაც ჩანს, რომ ანტონ I ღრმად იყო განსწავლული ბუნებისმეტყველებაშიც.

ანტონ I-მა მდიდარი ფილოსოფიურ-თეოლოგიური და ლიტერატურული მემკვიდრეობა დატოვა. მან მყარ მეცნიერულ ნიადაგზე დააყენა ფილოსოფიური აზროვნება საქართველოში, ხელი შეუწყო კლასიკური ხანის ტრადიციების აღორძინებას. მის დოგმატიკურ-პოლემიკურ თხზულებაში „მზამეტყველება“ საეკლესიო საკითხებთან ერთად განხილულია ფილოსოფიური პრობლემატიკაც. „წყობილსიტყვაობაში“ (50-60-იანი წწ.) ქართული ფილოსოფიური-თეოლოგიური აზრის განვითარების თვალსაზრისით განხილულია რუსთაველის, პეტრიწის, სარგის თმოგველის, ჩახრუხაძის, სულხან-საბა ორბელიანის მემკვიდრეობა. თხზულების ერთ-ერთი თავი - „თჳს ქართუელთა სიბრძნის მოყუარეთა კაცთა მწიგნობართა“ მოკლედ მიმოიხილავს ძველ ქართულ სასულიერო და საერო მწერლობას (ძირითადად XI-XVIII სს.). მის შვიდ ქვეთავში 40-მდე სასულიერო მწერლის მოღვაწეობაა განხილული. უკანასკნელი, VIII ქვეთავი საერო მწერლობას ეხება. თუმცა ანტონ I-ის ზოგი ცნობა არაზუსტია, ეს ნაშრომი, როგორც ქართული მწერლობის ისტორიული შექმნის პირველი ცდა, უაღრესად საყურადღებოა. საისტორიო ხასიათიაა „წყობილსიტყვაობის“ V-VII თავები. ანტონ I-ის ენციკლოპედიურ ნაშრომში „სპეკალი“ თავისებურად არის მორიგებული ეკლესია და „გარეშეთა“, ე. ი. ფილოსოფოსთა, მოძღვრება; განხილულია არისტოტელეს, პლატონის, ამონიოსის, პორფირიოსის, გრიგოლ ნოსელის, იოანე დამასკელის, მაქსიმე აღმსარებლის, პროკლეს, პეტრიწის, ალბერტ დიდის და სხვების შეხედულებები. „კატიღორია-სიმეტნე“, რომელიც ანტონ I-მა ლოგიკის სახელმძღვანელოდ გამოიყენა, დაწერილია არისტოტელესა და პორფირიოსის შეხედულებათა ახსნა-განმარტების მიზნით. ანტონ I-მა ქართულად თარგმნა და კომენტარები დაურთო პორფირიოსის, ბაუმაისტერის, ვოლფის, ლაიბნიცის, აგრეთვე მხითარ სებასტიელის, სვიმონ ჯულფელისა და სხვების ნაწარმოებებს.

ანტონ I-ის „ღვთისმეტყველება“ (4 ტომად, დამთავრებულია 1779) გადმოკეთებული უნდა იყოს ფრანგული საღვთისმეტყველო ენციკლოპედიიდან. ავტორს გვერდი აუვლია ყველა იმ საკითხებისათვის, რომლითაც კათოლიკობა მართლმადიდებლობისაგან განსხვავდება. ანტონ I-ის ორიგინალური ჰაგიოგრაფიულ თხზულებათა კრებული „მარტირიკა“ წარმოადგენს „საკითხავებს“ წმინდანთა დღესასწაულებზე. ამ თხზულებებს, გარდა ლიტურგიკული დანიშნულებისა, გარკვეული მხატვრული ღირებულებაც აქვს. მნიშვნელოვანია ანტონ I-ის ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობა. ქართველი წმინდანებისადმი მიძღვნილ იამბიკოებში (ბევრი მათგანი შეტანილია ანტონ I-ის მიერ შედგენილ „სადღესასწაულოში“) იგი ჰიმნოგრაფიისათვის დამახასიათებელ რელიგიურ თემატიკასთან ერთად ავითარებს სამოქალაქო მოტივებს, ეხმაურება თანამედროვეობის საჭირბოროტო საკითხებს. აღსანიშნავია ანტონ I-ის იამბიკოების გარკვეული ვერსიფიკაციული სიახლე (რითმიანი იამბიკოები). თხზავდა იამბიკური საზომისაგან განსხვავებულ ლექსებსაც. ანტონ I-მა წვლილი შეიტანა ქართული ორიგინალური ჰომილეტიკის განვითარებაშიც. მისი ქანდაკებები და ეპისტოლური მემკვიდრეობა გამოირჩევა მხატვრული ოატატობით. ანტონ I-ს ეკუთვნის აგრეთვე საყურადღებო ისტორიული ნაშრომები „მოკლე ისტორია საქართველოსი“, „ქართველ მეფეთა შთამომავლობა“, თარგმნა კურციუსის „ისტორია ალექსანდრე მაკედონელისა“.

ანტონ I შეეცადა საქართველოში დაენერგა სამი სტილის თეორია, რომლის თანახმად „მაღალ მატერიაზე“ „მაღალი სტილით“ უნდა ეწერათ, ისტორიის თხრობა „საშუალო სტილს“ მოითხოვდა, საყოფაცხოვრებო მოვლენები - „დაბალ სტილს“. თვით ანტონ I მეტწილად „მაღალი სტილით“ წერდა. მის თხზულებათა ენას იოანე პეტრიწის ენის დიდი გავლენა ეტყობა.

ჯერ კიდევ 1740-იანი წლებიდან ანტონ I-მა აღზარდა მრავალი მოწაფე-მიმდევარი და შექმნა მთელი სკოლა, რომელმაც ღრმა კვალი დაამჩნია იმდროინდელ ქართული საზოგადოების ცხოვრებას, აზროვნებასა და მწერლობას. ამ სკოლის წარმომადგენლები იყვნენ იონა გედევანიშვილი, ფილიპე ყაითმაზაშვილი, ამბროსი ნეკრესელი, გაიოზ და დავით რექტორები და მრავალი სხვა.

ბიბლიოგრაფია

პლატონ იოსელიანის ცნობით ანტონ I-ს ნათარგმნი და გამოცემული აქვს შემდეგი[1]:

  1. წყობილ-სიტყვაობა;
  2. მიწყალეს ანუ 50 სინანულისა ფსალმუნისა თარგმანი;
  3. კატეხიზმო მართლ-მადიდებელისა სარწმუნოებისა;
  4. მზა-მეტყუჱლება, რომლითაცა არღუჱვს ჰსწავლათა და დოღმატთა სომხისა და ლათინთა ეკკლესიათა;
  5. ღუთის-მეტყუჱლება ოთხ ნაწილედი;
  6. პროლოგი ოთხთა თთუჱთა, ნაცულად დაკარგულისა, ქმნილისა იოანე პეტრიწისაგან;
  7. წიგნი „აღსაარებისა“;
  8. სპეკალი;
  9. კლემაქსი ლექსად;
  10. მარტირიკა 19 ქართუჱლთა წმინდათა და მასთანავე მოწამეობა წმინდისა გრიგორი, სომეხთა განმანათლებელისა;
  11. ქადაგებანი მრავალნი;
  12. ღრამმატიკა, სომხურიდამ შედგენილი მიხიტარისა ღრამმატიკისა წესით;
  13. ღრამმატიკა, სხჳთა საკუთარითა სისტემითა შედგენილი;
  14. ხიმეტნე ანუ მოკლე, ყრმათათჳს შედგენილი, ღრამმატიკა;
  15. რიტორება მიხითარისა, სომხურიდამ გარდმორებული;
  16. განმარტება არისტოტელისა კატიღორიათა;
  17. ფილოსოფია ბაუმეისტრისა, რუსულიდან ტარგმნილი;
  18. ფიზიკა ვოლფიოსისა;
  19. მოკლე ისტორია საქართუჱლოჲსა;
  20. განმარტება ეპისტოლისა რომაელთა მიმართ;
  21. ისტორია ეფესოს კრებისა;
  22. კლდე სარწმუნოებისა, სტეფანე იავორსკისა;
  23. კჳნტოს-კურციოსისა ისტორია ალექსადრე დიდისა მაკედონელისა;
  24. დასდებელნი საგალობელნი პატივად მრავალთა ქართუჱლთა ეკკლესიისა წმინდანთა.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ბაბუნაშვილი ე., ბარამიძე რ., კუკავა თ., პარკაძე ვ., როგავა ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 497-498.
  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ძეგლები, VI, ტექსტი გამოსცა და გამოკვლევა დაურთო მ. ქავთარიამ თბილისი, 1980.
  • ანტონ ბაგრატიონი, წყობილსიტყვაობა, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, კომენტარები და ლექსიკონი დაურთო ივანე ლოლაშვილმა, თბილისი, 1980.
  • პაპუნა ორბელიანი, ამბავნი ქართლისანი, ტექსტი გამოსცა, გამოკვლევა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ე. ცაგარეიშვილმა, თბილისი, 1981.
  • ანტონ პირველი, სპეკალი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო გ. დედაბრიშვილმა, თბილისი, “მეცნიერება”, 1991.
  • კ. კეკელიძე, ანტონ ბაგრატიონი/ქართული ლიტერატურის ისტორია, I, თბილისი, 1960.
  • მ. ქავთარია, XVII საუკუნის ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიიდან, თბილისი, 1977.
  • ქიქოძე, გ., „ერეკლე II“, თბილისი: სახელგამი, 1942. — გვ. 101-108.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. პ. იოსელიანი, „წყობილ-სიტყუაობა, ქმნილი ანტონისაგან პირუჱლისა კათოლიკოს-პატრიარხისა ყოვლისა საქართველოჲსა“, ტფ., 1853

Read other articles:

Mitologi YunaniTitan 12 Titan Okeanos Hiperion Koios Kronos Krios Mnemosine Tethis Theia Foibe Rea Iapetos Themis Anak-anak Titan Anak-anak Hiperion Eos • Helios • Selene Anak-anak Koios Leto • Asteria Anak-anak Iapetos Atlas • Prometheus • Epimetheus • Menoitios Anak-anak Krios Astraios • Pallas • Perses Daftar tokoh mitologi Yunanilbs Phoebe, Asteria, [Altar Pergamon]Foibe adalah Titan bulan dan kebrilianan. Ia menerima Orakel Delfi da...

 

العلاقات الأندورية الموريشيوسية أندورا موريشيوس   أندورا   موريشيوس تعديل مصدري - تعديل   العلاقات الأندورية الموريشيوسية هي العلاقات الثنائية التي تجمع بين أندورا وموريشيوس.[1][2][3][4][5] مقارنة بين البلدين هذه مقارنة عامة ومرجعية للدولتين:...

 

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Desember 2022. Mozes PauseS.H. Ketua DPRD LamandauMasa jabatan2009–2014Ketua DPRD LamandauMasa jabatan2004–2009 Informasi pribadiLahir(1958-07-06)6 Juli 1958 Merambang, Kalimantan TengahMeninggal26 Maret 2015(2015-03-26) (umur 56) Nanga Bulik, LamandauKeban...

Artikel ini bukan mengenai Celebrities.id atau Celebrities Radio. Ada usul agar artikel ini digabungkan ke MNC Vision. (Diskusikan) Diusulkan sejak April 2024. Celebrities TVPT MNC Televisi Perempuan IndonesiaDiluncurkan3 Oktober 2012 (2012-10-03)JaringanMNC Channels (2012-2023)iNews (2023-sekarang)PemilikMNC Sky Vision (2012-2019)MNC Vision Networks (2019-2023)iNews Media Group (2023-sekarang)SloganInfo Hiburan TerhangatNegaraIndonesiaBahasaBahasa IndonesiaKantor pusatiNews Center Lanta...

 

Tropical cyclone having formed in the South Pacific Ocean A South Pacific tropical cyclone is a non-frontal, low pressure system that has developed, within an environment of warm sea surface temperatures and little vertical wind shear aloft in the South Pacific Ocean.[1] Within the Southern Hemisphere there are officially three areas where tropical cyclones develop on a regular basis, these areas are the South-West Indian Ocean between Africa and 90°E, the Australian region between 9...

 

Kejahatan perang Israel adalah pelanggaran hukum pidana internasional, termasuk kejahatan perang dan kejahatan terhadap kemanusiaan, yang dilakukan oleh Pasukan Israel, cabang militer negara Israel sejak berdirinya Israel pada tahun 1948.[1] Hal ini termasuk penargetan dan pembunuhan warga sipil dengan sengaja, pembunuhan tawanan perang dan kombatan yang menyerah , serangan tanpa pandang bulu, hukuman kolektif, kelaparan warga sipil, penggunaan tameng manusia, penyiksaan, pemindahan p...

Archives 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 1011, 12, 13, 14, 15 This page has archives. Sections older than 7 days may be automatically archived by Lowercase sigmabot III when more than 1 section is present. I'm no longer an administrator, so if you're looking for someone to undelete something I deleted, you'd be better off asking at WP:REFUND Position Essays may help you understand my point of view with regard to... Notability of Fictional Topics Articles for Deletion My RfA Standards Recreation o...

 

Joel KinnamanKinnaman di San Diego Comic Con 2016LahirCharles Joel Nordström Kinnaman25 November 1979 (umur 44)Stockholm, SwediaKebangsaanSwediaAmerika SerikatPekerjaanAktorTahun aktif1990–sekarangSuami/istriCleo Wattenström ​ ​(m. 2015; bercerai 2018)​PasanganKelly Gale (2019–sekarang) Charles Joel Nordström Kinnaman (pengucapan bahasa Swedia: [ˈjǔːɛl ˈkɪ̂nːaˌman]; lahir 25 November 1979[1]) adalah seoran...

 

Alaska Native ethnic group For the language, see Alutiiq language. Not to be confused with Aleut people. AlutiiqSugpiat (pl)Sugpiaq (sg) Sugpiak (dual)A Sugpiaq dancerTotal population4,000-12,000Regions with significant populationsLanguagesSugcestun, EnglishReligionRussian Orthodox Church, traditional religionRelated ethnic groupsYup'ik, Aleut Salmon drying. Alutiiq village, Old Harbor, Kodiak Island. Photographed by N. B. Miller, 1889 The Alutiiq people (pronounced /əˈluːtɪk/ ə-LOO-tik ...

Government official in Tennessee, United States Lieutenant Governor of TennesseeSpeaker of the Tennessee SenateSeal of TennesseeIncumbentRandy McNallysince January 10, 2017StatusPresiding officerMember ofTennessee SenateAppointerTennessee SenateConstituting instrumentTennessee ConstitutionFormationFebruary 23, 1870; 154 years ago (1870-02-23)First holderDorsey B. ThomasSuccessionFirstSalary$72,948 (2022)[1]WebsiteGovernment website The Lieutenant Governor and Sp...

 

System/7 redirects here. Not to be confused with OS/7. The IBM System/7 was a computer system designed for industrial control, announced on October 28, 1970[1] and first shipped in 1971.[2] It was a 16-bit machine and one of the first made by IBM to use novel semiconductor memory, instead of magnetic core memory conventional at that date.[3] IBM had earlier products in industrial control market, notably the IBM 1800 which appeared in 1964. However, there was minimal re...

 

Ancient school of philosophy For modern use of the word for distrust of others' motives, see Cynicism (contemporary). Statue of an unknown Cynic philosopher from the Capitoline Museums in Rome. This statue is a Roman-era copy of an earlier Greek statue from the third century BC.[1] The scroll in his right hand is an 18th-century restoration. Cynicism (Ancient Greek: κυνισμός) is a school of thought in ancient Greek philosophy, originating in the Classical period and extending ...

You can help expand this article with text translated from the corresponding article in Spanish. (July 2020) Click [show] for important translation instructions. View a machine-translated version of the Spanish article. Machine translation, like DeepL or Google Translate, is a useful starting point for translations, but translators must revise errors as necessary and confirm that the translation is accurate, rather than simply copy-pasting machine-translated text into the English Wikiped...

 

Australian politician The HonourableArchie CameronCameron as Speaker of the House12th Speaker of the Australian House of RepresentativesIn office22 February 1950 – 9 August 1956Preceded bySol RosevearSucceeded bySir John McLeayLeader of the Country PartyIn office13 September 1939 – 16 October 1940DeputyHarold ThorbyArthur FaddenPreceded byEarle PageSucceeded byArthur FaddenMinister for CommerceIn office14 March 1940 – 28 October 1940Prime MinisterRobert Menzie...

 

This is a list of poppy seed pastries and dishes. Poppy seed is an oilseed obtained from the opium poppy (Papaver somniferum). The tiny kidney-shaped seeds have been harvested from dried seed pods by various civilizations for thousands of years. The seeds are used, whole or ground, as an ingredient in many foods, and they are pressed to yield poppyseed oil. Poppy seeds are less than a millimeter in length,[1] and minute: it takes 3,300 poppy seeds to make up a gram, and a pound conta...

Tòa đặc biệt Tòa án CampuchiaExtraordinary Chambers in the Courts of Cambodia (tiếng Anh)Chambres extraordinaires au sein des tribunaux cambodgiens (tiếng Pháp)អង្គជំនុំជម្រះវិសាមញ្ញក្នុjងតុលាការកម្ពុជា (tiếng Khmer)Huy hiệu Tòa đặc biệt Tòa án CampuchiaThành lập1997Quốc giaCampuchiaVị tríPhnôm PênhỦy quyền bởiLuật của Quốc hội CampuchiaTrang mạng...

 

Green movement redirects here. For the Iranian political movement, see Iranian Green Movement. For other uses, see Green Movement (disambiguation). Political ideology focused on establishing an ecologically sustainable society Part of a series onGreen politics Core topics Climate change litigation Fossil fuels lobby Green politics Green party List of topics Politics of climate change Four pillars Ecological wisdom Social justice Grassroots democracy Nonviolence Perspectives Alter-globalizatio...

 

  لمعانٍ أخرى، طالع داخل (توضيح). النقطة x هي نقطة داخلية في المجموعة S. النقطة y هي نقطة محيطية في المجموعة S. في الطوبولوجيا، يعرف داخل مجموعة S على أنه جميع النقاط التي لا تنتمي إلى محيط (حافة) المجموعة S، ويرمز إليه بـ int ( S ) {\displaystyle {\mbox{int}}\left(S\right)} .[1] يطلق على النقطة ا�...

Si ce bandeau n'est plus pertinent, retirez-le. Cliquez ici pour en savoir plus. Cet article ne cite pas suffisamment ses sources (février 2024). Si vous disposez d'ouvrages ou d'articles de référence ou si vous connaissez des sites web de qualité traitant du thème abordé ici, merci de compléter l'article en donnant les références utiles à sa vérifiabilité et en les liant à la section « Notes et références ». En pratique : Quelles sources sont attendues ? ...

 

Disambiguazione – Girasole rimanda qui. Se stai cercando altri significati, vedi Girasole (disambigua). Progetto:Forme di vita - implementazione Classificazione APG IV.Il taxon oggetto di questa voce deve essere sottoposto a revisione tassonomica. Se vuoi contribuire all'aggiornamento vedi Progetto:Forme di vita/APG IV. Come leggere il tassoboxGirasole comuneHelianthus annuusClassificazione APG IVDominioEukaryota RegnoPlantae (clade)Angiosperme (clade)Mesangiosperme (clade)Eudicoti...