|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მიქაელ.
|
მიქაელი, მიქელ მირიანის ძე, ან მიქაელ მირიანისძე[1] — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლოებით 1178-1184 წლებში, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი 1184 წლიდან.
მკვლევართა ერთი ნაწილი მიქაელს რეაქციონერ დიდგვარიანთა ჯგუფის წარმომადგენლად მიიჩნევს. სხვათა აზრით, მიქაელი გიორგი III-ის ერთგული მოღვაწე იყო, რომელიც მეფემ ნიკოლოზ I გულაბერისძის გადადგომის შემდეგ კათალიკოსად დანიშნა. მისი მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს ეწვია სირიის პატრიარქი ეგნატე მეფე გიორგი III-ის წინაშე მოციქულად ჯელალ ედდინისაგან, რათა ტყვეები გაენთავისუფლებინა. მიქაელს ხვდა წილად 1178 წელს თამარ მეფე გიორგი III-ის თანამოსაყდრედ ეკურთხებინა. 1184 წელს მიქაელი გახდა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი. ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლის შემდგომ მიქაელმა ეს თანამდებობა დაკარგა. მიქაელი აქტიურად მონაწილეობდა თამარის დაქორწინებაში იური ანდრიას ძეზე.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
სქოლიო
|
---|
| ოჯახი | | |
---|
| პიროვნებები | |
---|
| მოვლენები | |
---|
| კულტურა | |
---|
|