მოსე ხონელი — ქართველი მწერალი. კლასიკური ხანის ქართული საერო მწერლობის ძეგლის „ამირანდარეჯანიანის“ ავტორი.
ბიოგრაფიული ცნობები მოსე ხონელის შესახებ არ მოგვეპოვება. მოსე ხონელს „ამირანდარეჯანიანის“ ავტორად მიიჩნევენ იმ ტრადიციის საფუძველზე, რომელიც მომდინარეობს ფსევდორუსთველური სტროფიდან: „ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა“.
შალვა ნუცუბიძე მოსე ხონელს წარმართულ-მითოლოგიური „ამირანიანის“ ავტორად თვლის; ძეგლის ინგლისურ ენაზე მთარგმნელები დ. ლანგი და მ. ოუენი თვლიან, რომ მოსე ხონელი მთარგმნელ-ადაპტატორია და ფოლკლორული ვერსია „ამირანდარეჯანიანის“ გავლენითაა შექმნილი.
ლიტერატურა
- ალ. ბარამიძე, ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, I თბილისი, 1945
- მ. ჯანაშვილი, მოსე ხონელი და მისი „ამირანდარეჯანიანი“, ტფილისი, 1895
- ვ. მაღალაფერიძე, „ამირანდარეჯანიანის“ ტიპოლოგიისათვის, თბილისი, 1989, (საკანდიდატო დისერტაცია)
- კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, II, თბილისი, 1981
- იუსტ. აბულაძე, „ამირანდარეჯანიანის“ წარმოშობის საკითხისათვის, „საბჭოთა ხელოვნება“, 1936, N 3
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| ოჯახი | | |
---|
| პიროვნებები | |
---|
| მოვლენები | |
---|
| კულტურა | |
---|
|