ყუთლუ-არსლანი

ყუთლუ-არსლანისაქართველოს მეფეების გიორგი III-ისა და თამარის მეჭურჭლეთუხუცესი.

ი. ჯავახიშვილმა ყუთლუ-არსლანი უგვაროთა, „სიმდიდრით ამაღლებულთა“ წრიდან გამოსულად და დაწინაურებულ პირად მიიჩნია (ნიშანდობლივია, რომ „ისტორიანი და აზმანი შარავანდელთანი“ ყუთლუ-არსლანს „ბიჭად“ იხსენიებს). ამ მოსაზრებას მხარი დაუჭირეს ნ. მარმა, ს. ჯანაშიამ, შ. მესხიამ, გ. მელიქიშვილმა და სხვა. ზოგიერთი მეცნიერის (მ. ჯანაშვილი, პ. ინგოროყვა და სხვა) აზრით, ყუთლუ-არსლანი მაღალი ფეოდალური არისტოკრატიიდან იყო გამოსული.

გიორგი III-ის გარდაცვალების შემდეგ დიდგვაროვანი ფეოდალების ერთი ჯგუფი გაიფიცა, რითაც ფაქტობრივი პროტესტი გამოხატა თამარის პოლიტიკისადმი. ამ გაფიცვასთან უშუალო კავშირშია ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლა სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ გამოსვლიდან გარკვეული დროის შემდეგ სამეფო კარმა ყუთლუ-არსლანი მეჭურჭლეთუხუცესობიდან გადააყენა და მის ადგილას კახაბერ ვარდანისძე დანიშნა.

ლიტერატურა

  • ვ. აბაშმაძე , ყუთლუ-არსლანის პოლიტიკური იდეოლოგია : [XII-XIII ს.ს.]. ჟურნალი „საბჭოთა სამართალი“ N6, 1966. გვ. 34-43.
  • ვახტანგ აბაშმაძე , ხელისუფლების დანაწილების თეორია და ყუთლუ არსლანის პროგრამა : [ფეოდალური ეპოქის იდეოლოგიური ბრძოლის მნიშვნელოვანი მოვლენა]. ჟურნალი „მაცნე“, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია - N3, 1979. გვ. 142-160.
  • ანრი ბოგვერაძე, ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლის შესახებ : [თამარი ისტორიკოსის თხზულების ტექსტის გაგებისათვის]. ჟურნალი „მაცნე“, საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემია - N4, 1988. გვ. 147-160.
  • მეტრეველი რ., ქსე, ტ. 10, გვ. 661, თბ., 1986

რესურსები ინტერნეტში