წარმოშობით არის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი მეკეიძეებიდან. საშუალო განათლება მიიღო სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლაში (1992).[წყარო არ არის მითითებული 1325 დღე] უმაღლესი განათლება მიიღო თურქეთის რესპუბლიკის ქ. ანკარაში „გმირთა სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ უცხო ენეთა ფაკულტეტზე, არაბული ენისა და ლიტერატურის განხრით (1994–1999).
2001–2005 წლებში მუშაობდა ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე. 2004–2006 წლებში — ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში.[წყარო არ არის მითითებული 1325 დღე] 2008–2020 წლებში იყო რელიგიურ ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე. 2018–2020 წლებში შპს „თარჯიმანი“-ის დირექტორი.