გურამ მაჭარაშვილი (დ. 12 დეკემბერი, 1971, თბილისი) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი.
ბიოგრაფია
დაიბადა 1971 წლის 12 დეკემბერს. 1996 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი. 2001-2005 წლებში იყო სააქციო საზოგადოება ბანკი „ქართუს“ რუსთავის ფილიალის იურისტი. 2005-2008 წლებში იყო სააქციო საზოგადოება ბანკი „ქართუს“ იურიდიული განყოფილების იურისტი. 2008-2010 წლებში იყო სააქციო საზოგადოება ბანკი „ქართუს“ იურიდიული დეპარტამენტის შიდა სამსახურებრივი რეგულირების განყოფილების-ის უფროსი და გენერალური დირექტორის თანაშემწე სამართლებრივ საკითხებში. 2010-2014 წლებში — სააქციო საზოგადოება ბანკი „ქართუს“ იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2014-2016 წლებში იყო შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[1]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო