მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე
2019 წელს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 ივნისი, 2018 – 2 სექტემბერი, 2019
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
სალომე ზურაბიშვილი
წინამორბედიგიორგი კვირიკაშვილი
მემკვიდრეგიორგი გახარია

თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 ნოემბერი, 2017 – 20 ივნისი, 2018
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედიდიმიტრი ქუმსიშვილი
მემკვიდრენიკოლოზ გაგუა

დაბადებული9 ივნისი, 1982 (1982-06-09) (42 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
INSEAD
სამეცნიერო ხარისხიტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი
პროფესიაეკონომისტი, ინჟინერი
ხელმოწერა

მამუკა ბახტაძე (დ. 9 ივნისი, 1982, თბილისი, საქართველოს სსრ) — საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2018 წლის 20 ივნისიდან 2019 წლის 2 სექტემბრამდე.[1] 2017 წლის 13 ნოემბრიდან 2018 წლის 20 ივნისამდე იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრი[2]. მინისტრად დანიშვნამდე იყო საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი 2013 წლის აპრილიდან2017 წლის 13 ნოემბრამდე. 2010 წლიდან 2012 წლამდე იყო საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი. მამუკა ბახტაძე აგრეთვე არის „ახალი აბრეშუმის გზის“ საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი.[3]

განათლება

1999 წელს დაამთავრა თბილსიის 169-ე საჯარო სკოლა. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის განხრით. მაგისტრის ხარისხი მიიღო ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2010 წელს, INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ის კვალიფიკაცია. მამუკა ბახტაძე არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

მამუკა ბახტაძე და ილჰამ ალიევი

„ქართულმა ოცნებამ“ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ მემკვიდრედ იმ დროისთვის 36 წლის ბახტაძე წარადგინა. იმ დროისთვის ის მეტწილად პოლიტიკური უცნობი იყო. 2018 წლის მაისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად გამოკითხულთა 55%-ს არ სმენოდა მის შესახებ. პრემიერ-მინისტრად დანიშვნამდე ბახტაძე 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ივნისამდე იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ბახტაძემ 2018 წელს გამოაქვეყნა ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების გეგმა, მათ შორის განათლების სისტემასთან დაკავშირებული გეგმები.[4] ბახტაძე ჩართულ იყო სალომე ზურაბიშვილის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში. მან არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება „დემოკრატიის გამარჯვებად“ შეაფასა.[5]

ბახტაძე და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, 2019 წ.

ბახტაძის პირველი საგარეო ვიზიტი ბრიუსელში 2018 წლის ივლისში შედგა, სადაც მან ევროპელ ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას დაადასტურა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირისკენ მისწრაფებების ერთგული.[6] 2018 წლის სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეაზე მიმართვაში ბახტაძემ დაგმო რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია და ისაუბრა საქართველოს შესახებ. მხარეებს შესთავაზა ახალი სამშვიდობო ინიციატივები.[7]

2019 წლის 2 სექტემბერს ბახტაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ Facebook-ზე დაწერა, სადაც მან გადადგომის მიზეზად დაასახელა: „მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე“. მამუკა ბახტაძე თანამდებობაზე გიორგი გახარიამ შეცვალა, რომელიც ბახტაძის კაბინეტში შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. მამუკა ბახტაძემ გადადგომის შესახებ Facebook-ზე დაპოსტა
  2. http://gov.ge/files/466_62782_403554_301.pdf
  3. მამუკა ბახტაძე „ახალი აბრეშუმის გზის“ საკითხებში საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-11. ციტირების თარიღი: 2017-12-06.
  4. „PM Bakhtadze Presents Education Reform Plan“. Civil Georgia. 14 September 2018. ციტირების თარიღი: 6 January 2019.
  5. „PM Bakhtadze Says Presidential Election ‘Victory for Democracy’“. Civil Georgia. 30 November 2018. ციტირების თარიღი: 6 January 2019.
  6. „PM Bakhtadze: Georgia Firm on EU Integration Path“. Civil Georgia. 20 July 2018. ციტირების თარიღი: 6 January 2019.
  7. „In UNGA Speech, PM Bakhtadze Speaks of Russian Occupation, Engagement with Abkhaz, S.Ossetians“. Civil Georgia. 28 September 2018. ციტირების თარიღი: 6 January 2019.
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
დიმიტრი ქუმსიშვილი
ფინანსთა მინისტრი
13 ნოემბერი, 2017 - 20 ივნისი, 2018
შემდეგი:
ნიკოლოზ გაგუა
წინამორბედი:
გიორგი კვირიკაშვილი
პრემიერ-მინისტრი
20 ივნისი, 2018 - 2 სექტემბერი, 2019
შემდეგი:
გიორგი გახარია