გიორგი მღებრიშვილი |
|
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი |
---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო |
---|
15 დეკემბერი, 2017 – 20 ივლისი, 2018 |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი |
---|
პრემიერ-მინისტრი | გიორგი კვირიკაშვილი მამუკა ბახტაძე |
---|
წინამორბედი | თანამდებობა შეიქმნა |
---|
მემკვიდრე | შალვა ხუციშვილი () |
---|
|
---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო |
---|
13 ნოემბერი, 2017 – 15 დეკემბერი, 2017 |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი |
---|
პრემიერ-მინისტრი | გიორგი კვირიკაშვილი |
---|
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
---|
|
---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო |
---|
1 აგვისტო, 2015 – 13 ნოემბერი, 2017 |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი |
---|
პრემიერ-მინისტრი | ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილი |
---|
წინამორბედი | ვახტანგ გომელაური |
---|
მემკვიდრე | გიორგი გახარია |
---|
|
---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო |
---|
22 ივლისი, 2014 – 1 აგვისტო, 2015 |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი |
---|
პრემიერ-მინისტრი | ირაკლი ღარიბაშვილი |
---|
წინამორბედი | სოზარ სუბარი |
---|
მემკვიდრე | კახა კახიშვილი |
---|
|
დაბადებული | 9 მაისი, 1970 (1970-05-09) (54 წლის) თბილისი, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკა |
---|
მოქალაქეობა | საქართველო |
---|
ეროვნება | ქართველი |
---|
შვილები | 2 |
---|
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
---|
წოდება | პოლიციის პოლკოვნიკი |
---|
პროფესია | იურისტი |
---|
რელიგია | მართლმადიდებელი |
გიორგი მღებრიშვილი (დ. 9 მაისი, 1970, თბილისი) — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 2015 წლის 1 აგვისტოდან — 2017 წლის 13 ნოემბრამდე.
ბიოგრაფია
1998-2004 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო, გამომძიებელი; 1997 წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, სტაჟიორი. პოლიციის პოლკოვნიკი.[1] 2004-2007 წწ. ფინანსთა სამინისტრო, ფინანსური პოლიციის გამომძიებელი; 2007-2008 წწ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საბაჟო კონტროლის განყოფილების უფროსი; 2008 წ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, რუსთავის რეგიონული ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საბაჟო ოპერაციების დამუშავების განყოფილების უფროსი; 2008-2010 წწ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, რუსთავის რეგიონული ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) უფროსის მოადგილე; 2010-2011 წწ. ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, ფოთის რეგიონული ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) უფროსის მოადგილე;
2011 წ. ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დასავლეთის პორტალის მთავარი სამმართველოს უფროსი; 2011 წლის მაისიდან 2012 წლის ივლისამდე ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
2012 წლის ივლისიდან 2012 წლის ნოემბრამდე ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2013 წლის აპრილიდან 2013 წლის სექტემბრამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახური, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. 2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის აპრილამდე ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი.
2013 წლის სექტემბრიდან 2013 წლის ნოემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2013 წლის ნოემბრიდან 2013 წლის დეკემბრამდე ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურის, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მრჩეველი. 2013-2014 წლებში იყო ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი.
2014 წლის 22 ივლისიდან 2015 წლის 1 აგვისტომდე იყო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. 2015 წლის 1 აგვისტოს დაიკავა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა, რომელიც 2017 წლის 13 ნოემბერს დატოვა.[2]
შინაგან საქმეთა სამინისტროში გატარებული საკადრო ცვლილებების მიხედვით, აქ მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად უნდა შექმნილიყო საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი; 2017 წლის 13 ნოემბერს გიორგი მღებრიშვილი დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში — სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად,[3] ზემოხსენებული ცვლილებების განხორციელების შემდეგ კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გახდა. თანამდებობა 2018 წლის 20 ივლისს დატოვა.[4][5]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
|
| |
¹ გაუქმდა 2016 წელს; ² 2017 წელს გაუქმდა ან შეერწყა სხვა სამინისტროს |
|