ტარიელ ხეჩიკაშვილი (დ. 13 თებერვალი, 1970) — საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი 2015 წლის 1 მაისიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე.
ბიოგრაფია
1990 წელს ჩამოაყალიბა კომპანია „მერმისი“; 1999 წელს გახდა „იბერკომპანის“ კომერციული დირექტორი; 1999 წელს დააარსა კომპანია „იბერმობილი“; 1999 წელს „ბენდელას თასის“ სპონსორი, 2003 წლიდან კი გენერალური სპონსორი; 1999–2000 წლებში სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ტრადიციული გალა-საღამოს სპონსორი; 2001 წელს თანამოაზრეებთან ერთად, ჩამოაყალიბა კომპანია „იბერია ბიზნეს ჯგუფი“, რომელშიც დღეისათვის ოცამდე ბრენდის წარმომადგენლობაა გაერთიანებული („ფოლკსვაგენი“, „აუდი“, „მიცუბიში“, „პეჟო“, „კია“, „ბანერი”, „მობილი”, „პირელი” და ა.შ.) სპორტის დეპარტამენტთან არსებული სპორტის მუზეუმის დამფუძნებელი.
2005 წელს გახდა საფეხბურთო კლუბ „საბურთალო“-ს მეპატრონე; 2006 წლიდან მისი ინიციატივით, „ფოლკსვაგენის“ წარმომადგენლობა საქართველოს საფეხბურთო სუპერთასის გენერალური სპონსორია; 2015 წლიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2015 წლის 1 მაისის №166 ბრძანების თანახმად და საქართველოს კონსტიტუციის 79-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, დაინიშნა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად.
რესურსები ინტერნეტში
|
---|
|
| |
¹ გაუქმდა 2016 წელს; ² 2017 წელს გაუქმდა ან შეერწყა სხვა სამინისტროს |
|