ლევან დავითაშვილი (დ. 10 დეკემბერი, 1978, თბილისი)[1] — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 2022 წლის 9 თებერვლიდან.[2] ვიცე-პრემიერი 2021 წლის 12 ივლისიდან.[3] მანამდე — საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი 2016 წლის 9 სექტემბრიდან 2017 წლის 15 დეკემბერამდე; 2017-2022 წლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანების შემდეგ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
ბიოგრაფია
2002-2003 წლებში იყო MIP (მილანი) ბიზნესის მართვის მაგისტრი; 1999-2001 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის მართვის მაგისტრი. 1995-1999 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ბაკალავრი.
2016 წლის 9 სექტემბრიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი; 2014 წლის 5 ნოემბრიდან 2016 წლის 8 სექტემბრამდე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; 2012 წლის 4 დეკემბრიდან – საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი; 2010-2011 წლებში საქართველოს ღვინის მწარმოებელთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე; 2010-2011 წლებში — საქართველოს ღვინის მწარმოებელთა კავშირის გამგეობის წევრი; 2009 წლიდან 2012 წლის დეკემბრამდე — შპს „SCHUCHMANN WINES GEORGIA“-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი. 2007-2009 წლებში — USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის Ag Vantage-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2002-2007 წლებში – შპს „წინანდლის ძველი მარნის“ გენერალური მენეჯერი; 1999-2001 წლებში — მსოფლიო ბანკის საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მართვის დახმარების ცენტრის მთავარი ბიზნეს-კონსულტანტი; 1999 წლის ივნისიდან 1999 წლის სექტემბრამდე იყო შემოსავლების სამინისტროს სოციალური გადასახადების დეპარტამენტის უფროსი; 1997-1999 წლებში — საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სადაზღვევო რეგულაციებისა და სტანდარტების დეპარტამენტის უფროსი.
ლევან დავითაშვილი ფლობს ინგლისურ, რუსულ, იტალიურ ენებს. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
|
| |
¹ გაუქმდა 2016 წელს; ² 2017 წელს გაუქმდა ან შეერწყა სხვა სამინისტროს |
|
|
---|
|
| |
‡ 2017 წელს გაუქმდა ან შეერწყა სხვა სამინისტროს |
|
|
---|
|
| |
‡ 2021 წელს გადაკეთდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდ |
|