ზურაბ აზარაშვილი (დ. 6 იანვარი, 1979, ბორჯომი) — ქართველი პოლიტიკოსი. 2021 წლის 30 დეკემბრიდან 2024 წლის მარტამდე იკავებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობას.[1][2]
ბიოგრაფია
დაიბადა 1979 წლის 6 იანვარს ბორჯომში.
განათლება
1995–1999 წლებში სწავლობა ESM ბიზნეს სკოლის საბაკალავრო პროგრამაზე - ბიზნეს ადმინისტრირება, ხოლო 2007-2009 წლებში - ESM ბიზნეს სკოლის ბიზნესის სამაგისტრო პროგრამაზე - ბიზნეს ადმინისტრირება.[3]
პროფესიული გამოცდილება
2000 წლის იანვრიდან 2000 წლის ივნისამდე მუშაობდა თიბისი ბანკი საკრედიტო სესხების ექსპერტის თანამდებობაზე, ხოლო იმავე წლის ივნისიდან ოქტომბრამდე იყო თიბისი ბანკი ბუღალტერი და 2000 წლის ოქტომბრიდან 2001 წლის ნოემბრამდე - თიბისი ბანკის საკრედიტო მენეჯერი.[4]
2002-2003 წლებში მუშაობდა ქართუ ბანკი საკორესპონდენტო ანგარიშების და დოკუმენტური ოპერაციების სპეციალისტად, 2003-2005 წლებში - ქართუ ბანკი პლასტიკური ბარათების პროცესინგის და მომსახურეობის უფროსი სპეციალისტად და 2005-2008 წლებში იყო ქართუ ბანკი პლასტიკური ბარათების პროცესინგის და მომსახურების განყოფილების უფროსი.
2008 წლიდან 2012 წლამდე ეკავა კორ სტანდარტ ბანკი საბარათე ოპერაციების განყოფილების უფროსის თნამდებობა, 2013-2014 წლებში - კორ სტანდარტ ბანკი ოპერაციების დირექტორი.
2014 წლიდან 2020 წლებში იყო ტერაბანკი კომერციული დირექტორი. 2020-2021 წლებში იყო თბილავიამშენის გენერალური დირექტორი.
2020 წლის მარტში დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს გენერალურ დირექტორად.[5][6]
პოლიტიკური კარიერა
2021 წლის 27 დეკემბრამდე იკავებდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, ხოლო 2021 წლის 27 დეკემბერს, პრემიერ-მინისრტმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე.[7][8]
„დედების პროტესტი“
აზარაშვილის სახელს უკავშირდება 2023 წლის აპრილში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი. საქართველოს პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის მოთხოვნით მშობლებმა ორი ღამე მთავრობის კანცელარიასთან გაათენეს.[9]
აქციებს ოთხი თვის განმავლობაში სხვადასხვა ადგილზე გაიმართა. მშობლები ითხოვენ, რომ სახელმწიფომ დააფინანსოს საქართველოში მედიკამენტ ვოსორიტიდის შემოტანა, რომელიც მათი შვილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.[9]
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და მინისტრის მოადგილეები აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს აპრილის განმავლობაში რამდენჯერმე შეხვდნენ, თუმცა უშედეგოდ.[9]
პირადი ცხოვრება
ჰყავს მეუღლე და ხუთი შვილი. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
|
| |
‡ 2021 წელს გადაკეთდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდ |
|