საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო — საქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) საქართველოს მთავრობის წევრია.[1] 1991 წლის 9 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას №187 ბრძანებულებით, შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო, რომელსაც დაევალა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული არმიის ჩამოყალიბება და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მატერიალუტ-ტექნიკური უზრუნველყოფა. ეროვნული გვარდია დაექვემდებარა უშუალოდ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს.
1991 წლის 15 სექტემბრის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით „საქართველოს რესპუბლიკაში სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ“, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული სსრ კავშირის შეიარაღებული ძალები გამოცხადდა საოკუპაციო სამხედრო ძალად და დაისვა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან მისი გაყვანის საკითხი.
სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ დაკისრებულ ამოცანებს.[2]
მინისტრები
- ჯონი ფირცხალაიშვილი, 15 სექტემბერი, 1991 – 2 იანვარი, 1992
- ლევან შარაშენიძე (მოვალეობის შემსრულებელი), 2 იანვარი, 1992 – 8 მაისი, 1992
- თენგიზ კიტოვანი (მოვალეობის შემსრულებელი), 8 მაისი, 1992 – 5 მაისი, 1993
- გიორგი ყარყარაშვილი, 6 მაისი, 1993 – 11 თებერვალი, 1994
- ვარდიკო ნადიბაიძე, 25 აპრილი, 1994 – 27 აპრილი, 1998
- დავით თევზაძე, 28 აპრილი, 1998 – 17 თებერვალი, 2004
საქართველოს თავდაცვის მინისტრები
- გელა ბეჟუაშვილი, 17 თებერვალი, 2004 – 10 ივნისი, 2004
- გიორგი ბარამიძე, 10 ივნისი, 2004 – 17 დეკემბერი, 2004
- ირაკლი ოქრუაშვილი, 17 დეკემბერი, 2004 – 10 ნოემბერი, 2006
- დავით კეზერაშვილი, 10 ნოემბერი, 2006 – 9 დეკემბერი, 2008
- ვასილ სიხარულიძე, 9 დეკემბერი, 2008 – 27 აგვისტო, 2009
- ბაჩანა ახალაია, 27 აგვისტო, 2009 – 4 ივლისი, 2012
- დიმიტრი შაშკინი, 4 ივლისი, 2012 – 25 ოქტომბერი, 2012
- ირაკლი ალასანია, 25 ოქტომბერი, 2012 – 4 ნოემბერი, 2014
- მინდია ჯანელიძე, 4 ნოემბერი, 2014 – 1 მაისი, 2015
- თინათინ ხიდაშელი, 1 მაისი, 2015 – 1 აგვისტო, 2016
- ლევან იზორია, 1 აგვისტო, 2016 – 8 სექტემბერი, 2019
- ირაკლი ღარიბაშვილი, 8 სექტემბერი, 2019 – 22 თებერვალი, 2021
- ჯუანშერ ბურჭულაძე, 22 თებერვალი, 2021 – 8 თებერვალი, 2024
- ირაკლი ჩიქოვანი, 8 თებერვალი, 2024 – დღემდე
ისტორია
- გრიგოლ გიორგაძე, 26 მაისი, 1918 – 13 თებერვალი, 1919
- ნოე რამიშვილი, 14 თებერვალი, 1919 – დეკემბერი, 1919
- გრიგოლ ლორთქიფანიძე, იანვარი, 1920 – 23 სექტემბერი, 1920
- ილია ოდიშელიძე (მოვალეობის შემსრულებელი), 23 სექტემბერი, 1920 - 10 ნოემბერი, 1920
- პარმენ ჭიჭინაძე, 10 ნოემბერი, 1920 – 25 თებერვალი, 1921
- 1938 - 1941 - პოლკოვნიკი ვალერიან სერგოს ძე ძაბახიძე (1903 - 1986).
- 1941 - 1944 - ვიცე-პოლკოვნიკი გერასიმე თედორეს ძე ხვიჩია (1893 - 1970)[4]
- 1944 - 1949 - ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი შალვა ივანეს ძე ჯაში
- 08.1949 - 06.1952 - გენერალ-მაიორი გიორგი გავრილის ძე ყურაშვილი (1900 - 1979)[5].
- 1952 - 1962 - პოლკოვნიკი შალვა (შოთა) ლუკას ძე ვასაძე (1906 - ).
- 1962 - 1979 - გენერალ-მაიორი ვახტანგ იასონის ძე მურუსიძე
- 1979 - 1989 - გენერალ-ლეიტენანტი ლევან ლევანის ძე შარაშენიძე (24.03.1931 – 11.06.2012).
- 1990 - 1991 - გენერალ-მაიორი (1988) ჯონი ფირცხალაიშვილი
- 1991 - თავდაცვის მინისტრი. 07.05.1998-დან - საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის უფროსი.
- 1953 - 1981 - გენერალ-მაიორი შალვა ილიას ძე ჩაგელიშვილი (24.04.1906 – 19.05.1981).
- 1981 - 1989 - გენერალ-მაიორი ლერი ივანეს ძე აბაშიძე (25.12.1935 - 30.07.1994).
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
|