ილია ოდიშელიძე

ილია ოდიშელიძე
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 25 მარტი, 1865
დაბადების ადგილი რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1925
გარდაცვალების ადგილი სტამბოლი, თურქეთი
კუთვნილება {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
წოდება გენერალი-ლეინტენანტი
(რუსეთის იმპერია)
არმიის გენერალი (სდრ)
ბრძოლები/ომები პირველი მსოფლიო ომი, რუსეთ-იაპონიის ომი და რუსეთ-საქართველოს ომი
ჯილდოები წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი, ოქროს ხმალი მამაცობისათვის და წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი

ილია ოდიშელიძე (დ. 25 მარტი, 1865 — გ. 1925, სტამბოლი, თურქეთი) — ქართველი გენერალი, რუსეთ-იაპონიის ომისა და პირველი მსოფლიო ომის მონაწილე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალი.

ბიოგრაფია

სამხედრო კარიერა რუსეთის იმპერიაში

დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და 1885 წელს სწავლა მოსკოვში ალექსანდრეს სახელობის მე-3 სამხედრო სასწავლებელში განაგრძო. 1888 წელს 1-ლი ხარისხით დაამთავრა სასწავლებელი და პოდპორუჩიკის წოდებით 39-ე საარტილერიო ბრიგადაში გაიგზავნა. 1891 წლის 7 აგვისტოს პორუჩიკის წოდება მიენიჭა. 1891-1894 წლებში სწავლობდა გენერალური შტაბის ნიკოლოზის სახელობის აკადემიაში, რომელიც 1-ლი თანრიგით დაამთავრა და კავკასიის სამხედრო ოლქში იქნა გამწესებული. აკადემიაში სწავლისას ოდიშელიძის კურსელი იყო შემდეგ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი გენერალ-ლეიტენანტი მაჰომედ სულკევიჩი. 1894 წლის 18 მაისს ოდიშელიძეს შტაბს-კაპიტნის წოდება მიენიჭა. 1895 წლის 4 აგვისტოს კავკასიის კაზაკთა მე-2 დივიზიის შტაბის უფროს ადიუტანტად დაინიშნა. 1896 წლის 24 მარტს კაპიტნის წოდება მიენიჭა. იმავე წლის 1 ნოემბერს კავკასიის მსროლელთა მე-2 ბატალიონში ასმეთაური გახდა.

ამის შემდეგ ილია ოდიშელიძე ბალტიისპირეთში გადაიყვანეს, სადაც 1897 წლის 23 სექტემბერს უსტ-დვინის სიმაგრის შტაბის სამწყობრო განყოფილების უფროსად დაინიშნა. 1900 წლის 28 სექტემბერს ოდიშელიზე იმავე სიმაგრის შტაბის უფროსად დაინიშნა. 6 დეკემბერს მას პოდპოლკოვნიკის წოდება მიენიჭა. 1902 წელს ოდიშელიძე შორეულ აღმოსავლეთში გადაიყვანეს. 31 ივლისს ის აღმოსავლეთ-ციმბირის მსროლელთა მე-6 ბრიგადის შტაბ-ოფიცრად დაინიშნა. ამავე წელს მიიღო თავის პირველი ჯილდო - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი. 1904 წლის 27 იანვარს რუსეთ-იაპონიის ომი დაიწყო. 24 თებერვალს ოდიშელიძე აღმოსავლეთ-ციმბირის მსროლელთა მე-6 დივიზიის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. იმავე წლის 22 სექტემბერს ის აღმოსავლეთ-ციმბირის მსროლელთა მე-3 დივიზიის (მეთაური გენერალ-ლეიტენანტი კაშტალინსკი) შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად გადაიყვანეს. სწორედ ამ თანამდებობაზე გაატარა მან მთელი ომი. დივიზია მანჯურიის I არმიის (სარდალი გენერალ-ადიუტანტი ლინევიჩი) შემადგენლობაში შედიოდა.

1904 წელს ოდიშელიძე მდინარე შახესთან გამართულ ბრძოლებში (22 სექტემბერი-5 ოქტომბერი) მონაწილეობდა. იმავე წლის ბოლოს, 6 დეკემბერს კი პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა წარჩინებისთვის. 1905 წელს პოლკოვნიკმა ოდიშელიძემ მონაწილეობა მიიღო ომის გადამწყვეტ ბრძოლაში მუკდენთან (19 თებერვალი-10 მარტი). იმავე წელს ილია ოდიშელიძე სამი ორდენით დაჯილდოვდა: წმინდა ანას III ხარისხის ხმლებითა და ბანტით, წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ხმლებითა და ბანტით, წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ხმლებით. 29 მარტს კი ოქროს იარაღი გადაეცა წარწერით „მამაცობისათვის“. 1906 წლის 11 მარტს ოდიშელიძე აღმოსავლეთ-ციმბირის მსროლელთა მე-3 პოლკის უფროსი გახდა. იმავე წელს გადაეცა წმინდა ანას II ხარისხის ორდენი ხმლებით. 1907 წლის 31 ივლისს ის აღმოსავლეთ-ციმბირის მსროლელთა მე-11 პოლკის მეთაურად დაინიშნა. 19 სექტემბერს კი წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

1909 წელს ილია ოდიშელიძე შუა აზიაში გდაიყვანეს და პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ის თურქესტანის სამხედრო ოლქში მსახუროდას. 30 ოქტომბერს თურქესტანის სამხედრო ოლქის სარდლის დავალებათა გენერლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. სწორედ ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს გაიცნო ილია ოდიშელიძემ შტაბს-კაპიტანი ბორის შაპოშნიკოვი. შაპოშნიკოვის დახასიათებით „შუა ხნის პოლკოვნიკი, რუსეთ-იაპონიის ომისთვის წმინდა გიორგის ორდენით დაჯილდოებული ოდიშელიძე ჭკვიანი და გაბედული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა".

1910 წლის 16 ივლისს ოდიშელიძეს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა წარჩინებისთვის და ავტომატურად ოლქის სარდლის დავალებათა გენერლი გახდა. 1911 წლის 9 ნოემბერს ილია ოდიშელიძე სამარყანდის ოლქის სამხედრო გუბერნატორად ინიშნება. 1912 წლის 6 დეკემბერს გენერალ-მაიორი ოდიშელიძე წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1914 წლის 9 იანვარს ილია ოდიშელიძე თურქესტანის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი გახდა. ოდიშელიძის შუა აზიაში სამსახურის დროს ოლქის სარდალი კავალერიის გენერალი ალექსანდრე სამსონოვი იყო. მისი ამ პოსტზე ყოფნის დროს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი.

1914 წლის 11 ოქტომბერს მას გენერალ-ლეიტენატის წოდება მიენიჭა და პირველი მსოფლიო ომის ფრონტზე გაიგზავნა. 13 ოქტომბერს ის ჩრდილო-დასავლეთის ფრონტის (სარდალი გენერალი რუზსკი) მე-10 არმიის (სარდალი გენერალი სივერსი) შტაბის უფროსად დაინიშნა. 25 ოქტომბერს ოდიშელიძემ მიიღო წმინდა ანას I ხარისხის ორდენს ხმლებით. 23 დეკემბერს 1-ლი არმიის (სარდალი გენერალი ლიტვინოვი) შტაბის უფროსად გადაიყვანეს. ამ პოსტზე ოდიშელიძე 1917 წლის 16 იანვრამდე იყო. 1917 წლის 16 იანვრიდან 12 სექტემბრამდე ის XV საარმიო კორპუსის მეთაური იყო. ამის პარალელურად, 12-დან 24 აპრილამდე, ის 1-ლ არმიასაც ხელმძღვანელობდა. 1917 წლია 12 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე ოდიშელიძე დასავლეთის ფრონტზე (სარდალი გენერალი ბალუევი) მოქმედი მე-3 არმიის სარდალი იყო.

1917 წლის 2 ოქტომბერს ოდიშელიძე კავკასიის არმიის სარდლად დაინიშნა. ძალიან რთულ პერიოდში მოუწია ილია ოდიშელიძეს კავკასიის არმიის სარდლობა. თებერვლის რევოლუციის შემდეგ ნელ-ნელა რუსეთის იმპერიის არმიის დეზორგანიზაცია, დემორალიზაცია და დაშლა დაიწყო. ოქტომბრის რევოლუციის და ხელისუფლების სათავეში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ ეს პროცესები უკვე შეუქცევადი გახდა. ოდიშელიძე ცდილობდა კავკასიის არმიის დაშლა შეეჩერებინა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. კავკასიის ფრონტი იშლებოდა და ამას ვერაფერი შეაჩერებდა. ილია ოდიშელიძის მცდელობა, რომ ოსმალეთის არმიისათვის წინააღმდეგობა გაეწია და მისი წინსვლა შეეჩერებინა უშედეგო აღმოჩნდა. შექმნილ ვითარებაში მან ეროვნული შენაერთების შექნას შეუწყო ხელი. 1918 წლის ზამთარში კავკასიის არმიამ ფაქობრივად არსებობა შეწყვიტა. ამ დროისათვის ილია ოდიშელიძე ამიერკავკასიის კომისარიატის სამხედრო მინისტრის თანაშემწე იყო.

პირველი რესპუბლიკა

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გენერალი ოდიშელიძე რესპუბლიკის სამსახურში ჩადგა და სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის სამხედრო ცხოვრებაში. მისი პირველი პოსტი სამხედრო მინისტრის მოადგილეობა იყო. სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის 1918 წლის 24 ივნისის #17 ბრძანებით ილია ოდიშელიძე სამხედრო მინისტრის ამხანაგად დაინიშნა. ამ პოსტზე მას დიდხანს არ უმუშავია. იმავე წლის 16 აგვისტოს პირადი განცხადების საფუძველზე გენერალი ოდიშელიძე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ცოტა ხანში ის სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე გახდა. იმავე წლის 25 სექტემბერს ინფანტერიის გენერალი ოდიშელიძე სამხედრო კომისიის თავმჯდომარედ დაიიშნა. სამხედრო კომისიას ყველა საჭირო წესდების გადასინჯვა, თარგმნა, გამოცემა, სამხედრო ფორმის ახალი პროექტის განხილვა და ჯარების სამსახურთან და მოწყობასთან დაკავშირებული სხვა საქმეების განხილვა ევალებოდა.

ოდიშელიძე იყო პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე გაგზავნილი საქართველოს დელეგაციის სამხედრო ექსპერტი. მან 1919 წლის 1 მაისს ივანე ჯავახიშვილთან ერთად წარადგინა დოკუმენტი, რომელშიც ისტორიული, ეთნოგრაფიული და სამხედრო-სტრატეგიული არგუმენტების გათვალისწინებით დადგენილი იყო საქართველოს ისტორიული საზღვრები. 1919 წლის 16 ივნისს სხვებთან ერთად მოაწერა ხელი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დადებულ სამხედრო ხელშეკრულებას.

1919 წლის 13 სექტემბერს ვერის დაღმართზე მას საზღვარგარეთის ქვეყნების სხვა პირებთან ერთად მოუწყვეს ტერორისტული თავდასხმა ოდიშელიძე დაიჭრა სახეში. 1920 წლის 6 იანვარს ნოე ჟორდანიამ დანიშნა ის სამხედრო მინისტრის მოადგილედ.[1]საქართველოს მთავრობისადმი წარდგენილ არაერთ მოხსენებაში სახავდა კონკრეტულ გეგმებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის. 4 თებერვალს ილია ოდიშელიძემ წარადგინა მოხსენება საქართველოს საზღვრების დაცვის შესახებ. მასში გაანალიზებული იყო არსებული ვითარება, საქართველოს შეიარაღებული ძალების მდგომარეობა და ქვეყნის დაცვისათვის საჭირო ღონისძიებები. გენერლის აზრით მობილიზაციის შემთხვევაში საქართველოს შეიძლება ყოლოდა ქვეითთა 36 ბატალიონი, 3 ესკადრონი და ქონოდა 96 ქვემეხი და 216 ტყვიამფრქვევი. 1920 წლის 23 სექტემბერს, სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე შვებულებაში გავიდა და მინისტრის მოვალეობის შესრულება ოდიშელიძეს დაევალა. ოდიშელიძე მინისტრის მოვალეობას 10 ნოემბრამდე ასრულებდა. 1920 წლის 13 დეკემბერს ილია ოდიშელიძე საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დაინიშნა. ოდიშელიძემ და გენერალმა ზაქარიაძემ წერილობითი მოხსენება გადასცეს თავდაცვის საბჭოს 1921 წლის 15 იანვარს რესპუბლიკის თავდაცვითუნარიანობის გაუმჯობესების შესახებ.

1921 წლის 11-12 თებერვლის რამეს ლორეს ნეიტრალურ ზონაში განთავსებულ საქართველოს ჯარს თავს დაესხნენ საბჭოთა რუსეთისა და სომხეთის სსრ-ის შეიარაღებული ძალები. დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი. ომის პირველ ეტაპზე ოდიშელიძემ რამდენიმე მძიმე შეცდომა დაუშვა. შედეგად, 16 თებერვალს ოდიშელიძე გადაყენებულ იქნა და მისი ადგილი გენერალმა გიორგი კვინიტაძემ დაიკავა. ოდიშელიძე მთავრობის თავმჯდომარის სამხედრო მრჩევლად დაინიშნა. ოდიშელიძემ იყო ერთადერთი, ვინც ტფილისის ბრძოლის შემდეგ თბილისის დატოვების შესახებ მთავარსარდლის გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგა.

1921 წლის 17 მარტს ილია ოდიშელიძემ დატოვა სამშობლო. ცხოვრობდა სტამბოლში, სადაც წაიკითხა ორი ვრცელი მოხსენება საბჭოთა წლის ომის შესახებ. გარდაიცვალა იქვე.

სამხედრო ჯილდოები

  • წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი.
  • წმინდა ანას III ხარისხის ორდენი ხმლებითა და ბანტით.
  • წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი ხმლებითა და ბანტით.
  • წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი ხმლებით.
  • წმინდა ანას II ხარისხის ორდენი ხმლებით.
  • წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი.
  • წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი.
  • წმინდა ანას I ხარისხის ორდენი ხმლებით.

ლიტერატურა

  • ბახტაძე მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 306.
  • გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 82-85, ISBN 978-9941-0-7386-1.
  • ბახტაძე მ., 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საბრძოლო მოქმედებების ისტორიიდან 2013 წ. „არტანუჯი“
  • Гогитидзе М. Грузинский Генералитет. 2001 г. Киев.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ირემაძე ი., სილაქაძე დ., ჭანტურიძე ს., „ნოე ჟორდანია — 150“, თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 80, ISBN 978-9941-13-712-9.

Read other articles:

Койот и Опоссум выступают во многих историях. В мифологии коренных народов Америки содержатся многочисленные повествования, связанные с религией в мифологической перспективе. Система верований коренных американцев включает множество священных повествований. Такие д�...

 

Ini adalah nama Batak Angkola, marganya adalah Siregar. Arwin Siregar Wakil Wali Kota Padangsidimpuan ke-3PetahanaMulai menjabat 28 September 2018PresidenJoko WidodoGubernurEdy RahmayadiWali KotaIrsan Efendi Nasution PendahuluM. Isnandar NasutionPenggantiPetahana Informasi pribadiLahir12 Oktober 1957 (umur 66)Sipenggeng, Sumatera UtaraSuami/istriLinda Lovinasari HutasuhutAnak1Alma materUniversitas Sumatera UtaraSunting kotak info • L • B Ir. H. Arwin Siregar, M.M. (...

 

Dalam nama Korean ini, nama keluarganya adalah Yoo. Yoo Seung-woo유승우Informasi latar belakangNama lahirYoo Seung-wooLahir26 Februari 1997 (umur 27)Cheonan, Chungcheongnam-do, Korea SelatanAsalSeoul Korea SelatanGenrePop rockFolk rockBaladaPekerjaanPenyanyi-penulis laguGitarisTahun aktif2012–presentLabelUK Muzik (CJ E&M) (2012–2015)Highline Entertainment (2015–sekarang)Artis terkaitStarship PlanetSitus webstarship-ent.com/profile/musician/yuseungwoo.php Yoo Seung-woo, juga ...

Princess & the BossGenre Drama Roman BerdasarkanPrincess & the Bossoleh JunielooSkenario Lalitya Putri S. Dipodiputro Novan E. Prananta SutradaraAnggy UmbaraPemeran Syifa Hadju Rizky Nazar Lagu pembukaDalam Jagamu oleh Kaneishia Yusuf feat Hanif AndareviLagu penutupDalam Jagamu oleh Kaneishia Yusuf feat Hanif AndareviPenata musikStevesmith Music ProductionNegara asalIndonesiaBahasa asliBahasa IndonesiaJmlh. musim1Jmlh. episode8ProduksiProduserManoj PunjabiSinematografiAwankjjPe...

 

Overview of state-sponsored programs for flight beyond Earth The Space Program redirects here. For the song by A Tribe Called Quest, see The Space Program (song). See also: List of private spaceflight companies; List of space forces, units, and formations; and Lists of space organizations Part of a series onSpaceflight History History of spaceflight Space Race Timeline of spaceflight Space probes Lunar missions Mars missions Applications Communications Earth observation Exploration Espionage ...

 

Matius 21Injil Matius 21:34-37 pada bagian depan (recto) potongan naskah Papirus 104, yang ditulis sekitar tahun 250 M.KitabInjil MatiusKategoriInjilBagian Alkitab KristenPerjanjian BaruUrutan dalamKitab Kristen1← pasal 20 pasal 22 → Matius 21 (disingkat Mat 21) adalah bagian dari Injil Matius pada Perjanjian Baru dalam Alkitab Kristen, yang disusun menurut catatan dan kesaksian Matius, salah seorang dari Keduabelas Rasul Yesus Kristus.[1][2][3][4] ...

American lawyer For the English sculptor, see George Frampton. George T. Frampton Jr.Chair of the Council on Environmental QualityIn office1998–2001PresidentBill ClintonPreceded byKathleen McGintySucceeded byJames L. ConnaughtonAssistant Secretary for Fish and Wildlife and ParksIn officeDecember 10, 1993 – October 10, 1996PresidentBill ClintonSucceeded byHarold Craig MansonPresident of the Wilderness SocietyIn office1989–1993 Personal detailsBornGeorge Thomas Frampton Jr. (1944...

 

Pour les articles homonymes, voir Mathieu. Claude-Louis MathieuPortrait de Mathieu d’après une photographie de Pierson.FonctionsPrésidentAcadémie des sciences1er janvier - 31 décembre 1846Léonce Élie de BeaumontAdolphe BrongniartDéputé françaisSaône-et-Loire1835-1849BiographieNaissance 25 novembre 1783MâconDécès 5 mars 1875 (à 91 ans)6e arrondissement de ParisSépulture Cimetière du MontparnasseNationalité françaiseFormation École polytechnique (à partir de 180...

 

Coat of arms of South Africa (1910–2000)VersionsThe originally granted arms ArmigerUnion of South AfricaAdopted1910Relinquished2000CrestOn a wreath of the colours, a lion passant guardant Gules, supporting with the dexter paw four staves erect, alternately Argent and Azure and banded Or.ShieldQuarterly per fess wavy: I, Gules, a female figure representing Hope, resting the dexter arm upon a rock, and supporting with the sinister hand an anchor Argent; II, Or, two black wildebeest in full c...

31st Vice Commandant of the Coast Guard Charles W. RayAllegianceUnited StatesService/branchUnited States Coast GuardYears of service1981–2021RankAdmiralCommands heldPacific Area CommanderFourteenth Coast Guard DistrictCoast Guard Air Station BorinquenBattles/warsIraq WarAwardsHomeland Security Distinguished Service MedalCoast Guard Distinguished Service Medal (2)Legion of Merit (5)Bronze Star MedalMeritorious Service Medal (2)Air MedalCoast Guard Commendation Medal (3)Coast Guard Achie...

 

English filmmaker This article's use of external links may not follow Wikipedia's policies or guidelines. Please improve this article by removing excessive or inappropriate external links, and converting useful links where appropriate into footnote references. (June 2023) (Learn how and when to remove this message) Jennings in 2008 Garth Jennings is an English director, screenwriter and actor. Films he has directed include The Hitchhiker's Guide to the Galaxy, Son of Rambow, Sing, and Sing 2....

 

Bimantoro WiyonoS.H. Anggota Dewan Perwakilan Rakyat Republik IndonesiaPetahanaMulai menjabat 11 Januari 2021PresidenJoko WidodoPendahuluSoepriyatnoPenggantiPetahanaDaerah pemilihanJawa Timur VIII Informasi pribadiLahir16 Mei 1988 (umur 35)Nganjuk, Jawa TimurPartai politikGerindraSuami/istriNeng Siti NurhasanahAnakNurmantoro Narendra WiyonoAlma materUniversitas PadjadjaranPekerjaanDirektur, PolitikusSunting kotak info • L • B Bimantoro Wiyono, S.H. (lahir 16 Mei 1988) a...

此條目可参照英語維基百科相應條目来扩充。 (2021年5月6日)若您熟悉来源语言和主题,请协助参考外语维基百科扩充条目。请勿直接提交机械翻译,也不要翻译不可靠、低品质内容。依版权协议,译文需在编辑摘要注明来源,或于讨论页顶部标记{{Translated page}}标签。 约翰斯顿环礁Kalama Atoll 美國本土外小島嶼 Johnston Atoll 旗幟颂歌:《星條旗》The Star-Spangled Banner約翰斯頓環礁�...

 

Cercle Arctique T. Cancer Équateur T. Capricorne Cercle AntarctiqueTracé du méridien de 93° est En géographie, le 93e méridien est est le méridien joignant les points de la surface de la Terre dont la longitude est égale à 93° est. Géographie Dimensions Comme tous les autres méridiens, la longueur du 93e méridien correspond à une demi-circonférence terrestre, soit 20 003,932 km. Au niveau de l'équateur, il est distant du méridien de Greenwich de 10 3...

 

تصنيف الهيدروكرونات مركب الهكسان الهيدروكربونات هي مركبات تحتوي على ذرات الكربون والهيدروجين فقط. ويمكن تصنيفها على أساس نوع الرابطة التي تربط ذرات الكربون داخل المركب.[1] النظام الرسمي لتسمية المركبات العضوية من قبل الاتحاد الدولي للكيمياء البحتة والتطبيقية لم يتطو...

Queen of the Two Sicilies from 1859 to 1861 Maria SophieMaria Sophie, 1875Queen consort of the Two SiciliesTenure22 May 1859 – 20 March 1861Born(1841-10-04)4 October 1841Possenhofen Castle, Possenhofen, Kingdom of BavariaDied19 January 1925(1925-01-19) (aged 83)Munich, Bavaria, Weimar RepublicBurialBasilica di Santa ChiaraSpouse Francis II of the Two Sicilies ​ ​(m. 1859; died 1894)​IssuePrincess Maria Cristina Pia of Bourbon-Two Sicilies...

 

Use of excessive force by a police officer Excessive force redirects here. For other uses, see Excessive force (disambiguation). Police overuse of force at a Montreal protest Part of a series onPolice brutality Country by country Albania Austria Belgium Brazil China Croatia Denmark Estonia Ethiopia Finland France [fr] Germany Greece Hungary Ireland Italy India Latvia Luxembourg Malta Netherlands Pakistan Poland Russia South Africa Slovakia Slovenia Spain Sweden Turkey United King...

 

One of the 234 State Legislative Assembly Constituencies in Tamil Nadu, in India 10°52′N 78°50′E / 10.87°N 78.83°E / 10.87; 78.83 LalgudiConstituency No. 143 for the Tamil Nadu Legislative AssemblyConstituency detailsCountryIndiaRegionSouth IndiaStateTamil NaduDistrictTiruchirappalliLS constituencyPerambalurEstablished1952Total electors2,18,131[1]ReservationNoneMember of Legislative Assembly16th Tamil Nadu Legislative AssemblyIncumbent A. Soundara Pandi...

Un film inversible (appelé aussi très couramment « diapositive », « diapo », « Ekta », ou même « scala » si c'est un procédé noir et blanc) est un type de film photographique qui enregistre la lumière dans son émulsion directement en positif, c'est-à-dire sans inversion des valeurs (contrairement à un film négatif). L'image résultante peut être ainsi observée directement, soit sur une table lumineuse, soit par projection. Il existe ...

 

Pour les articles homonymes, voir Gorce et Franklin. Henri Gorce-Franklin Fonctions Député français 6 décembre 1962 – 2 avril 1967(4 ans, 3 mois et 27 jours) Élection 25 novembre 1962 Circonscription 5e du Rhône Législature IIe (Cinquième République) Groupe politique UNR-UDT Prédécesseur Roger Fulchiron Successeur Pierre-Bernard Cousté Biographie Nom de naissance Henri Léon Gorce Date de naissance 7 décembre 1906 Lieu de naissance Lyon 5e (Rhône) Date de déc�...