ვარდენ ნადიბაიძე (დ. 31 მარტი, 1939, მლეთა) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი 1994 წლის 25 აპრილიდან 1998 წლის 27 აპრილამდე. საპატიო ნიშნისა და წითელი ვარსკვლავის ორდენების კავალერი.
ბიოგრაფია
ვარდიკო ნადიბაიძე დაიბადა 1939 წლის 31 მარტს სოფელ მლეთაში, დუშეთის რაიონში, მიხეილ და სიდონია ნადიბაიძეების ოჯახში. დაამთავრა რიაზანის სამხედრო საავტომობილო სასწავლებელი 1961 წელს. 1967-1972 წლებში სწავლობდა ა. ვ. ხრულიოვის სახელობის ზურგის სამსახურის და ტრანსპორტის სამხედრო აკადემიაში (ლენინგრადი). აკადემიის დამთავრებისთანავე დაინიშნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში მე-4 საერთო-საჯარისო არმიის 75-ე მოტომსროლელი დივიზიის 34-ე მოტომსროლელი პოლკის საავტომობილო სამსახურის უფროსად.
1974 წელს გახდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საავტომობილო სამსახურის უფროსი ოფიცერი მომარაგების დარგში. 1975–1976 წლებში იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ავტოინსპექციის უფროსი; 1976–1978 წლებში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ავტოინსპექციის უფროსი ინსპექტორი; 1978–1986 წლებში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საავტომობილო სამსახურის უფროსის მოადგილე. 1986 წელს დაინიშნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საავტომობილო სამსახურის უფროსად. 1992 წელს დაინიშნა ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფის სარდლის მოადგილედ შეიარაღების დარგში.
1992-1994 წლებში იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის მოადგილე; 1994 წლის 17 აპრილიდან 1998 წლის 28 აპრილამდე საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი.
ჯილდოები
ლიტერატურა
- ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი, გვ. 276, თბ., 2017 წელი
- გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 114-115, ISBN 978-9941-0-7386-1.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო