მაია ცქიტიშვილი

მაია ცქიტიშვილი
მაია ცქიტიშვილი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 მარტი, 2018 – 22 თებერვალი, 2021
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  მამუკა ბახტაძე
გიორგი გახარია
წინამორბედიზურაბ ალავიძე
მემკვიდრეირაკლი ქარსელაძე

დაბადებული2 ივნისი, 1974 (1974-06-02) (50 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაეკონომისტი
საქმიანობაპოლიტიკოსი

მაია ცქიტიშვილი (დ. 2 ივნისი, 1974, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი და ეკონომისტი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი და 2018 წლის 30 ივნისიდან 2021 წლის 22 თებერვლამდე. 3-გზის ვიცე-პრემიერი: 2018 წლის 17 ივლისიდან (მამუკა ბახტაძის კაბინეტში)[1], 2019 წლის 13 სექტემბრიდან[2] და 2021 წლის 21 იანვრიდან (გიორგი გახარიას კაბინეტებში).[3]

ბიოგრაფია

მაია ცქიტიშვილი დაიბადა 1974 წლის 2 ივნისს. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი. სწავლა გააგრძელა პრაღის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში საერთაშორისო ვაჭრობისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე, ხოლო შემდეგ სწავლობდა კავკასიის ბიზნეს სკოლაში.[4]

საჯარო სამსახურის დაწყებამდე მუშაობდა კერძო სექტორში. იგი იყო შპს „ქართუ მენეჯმენტი“-სა და სს „პარქაუნთი“-ს მმართველი.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი იყო სს „ბაგები სითი ჯგუფში“ პროექტების მენეჯერი, აგრეთვე შპს „ბურჯში“ იკავებდა ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ხოლო შემდეგ კი ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას. კარიერის უფრო ადრეულ ეტაპზე იგი მოღვაწეობდა საავიაციო ბიზნესში, ავიაკომპანია „Georgian Airways“-ში, უფროს მენეჯერად, ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებში“ იკავებდა კომერციული დირექტორის თანაშემწის და ხელშეკრულების განყოფილების უფროსის პოსტს. 2012 წლის 1 ნოემბრიდან 2018 წლის ივნისამდე. იკავებდა საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის თანამდებობას. იგი არის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი 2018 წლის 30 მარტიდან და საქართველოს ვიცე-პრემიერი 2018 წლის 17 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, 2021 წლის 19 თებერვალს, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა თავისი სურვილი აღარ მიეღო მონაწილეობა ახალი მთავრობის ფორმირებაში და საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა.[5][6][7][8]

მის შემცვლელად პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე დაასახელა.[9]

სქოლიო

  1. „გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი ვიცე-პრემიერებად დაინიშნენ“. 1TV. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №364 მაია ცქიტიშვილისათვის ვიცე-პრემიერის მოვალეობის დაკისრების შესახებ
  3. „მაია ცქიტიშვილი და დავით ზალკალიანი ვიცე-პრემიერები იქნებიან“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - მინისტრები - მაია ცქიტიშვილი
  5. ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარადგინა
  6. მაია ცქიტიშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვა, ოჯახში დაბრუნების საშუალება მიეცა
  7. მაია ცქიტიშვილმა თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა
  8. მაია ცქიტიშვილმა თანამდებობა დატოვა[მკვდარი ბმული]
  9. „ღარიბაშვილის მთავრობაში მაია ცქიტიშვილს მისი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის“. On.ge. 19 თებერვალი, 2021. ციტირების თარიღი: 19 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)

რესურსები ინტერნეტში

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ზურაბ ალავიძე
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
30 მარტი, 2018 – 22 თებერვალი, 2021
შემდეგი:
ირაკლი ქარსელაძე