17 ივლისი — გრიგორიანული კალენდრის 198-ე დღე (ნაკიან წლებში – 199-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 167 დღე.
დღის მოვლენები
- 1203 : მეოთხე ჯვაროსნები იერიშით იღებენ კონსტანტინოპოლს; ბიზანტიის იმპერატორი ალექსი III ნაგელუსი დედაქალაქიდან გაიქცა.
- 1762 : ეკატერინე II ხდება რუსეთის ცარი პეტრე III-ის მკვლელობის გამო.
- 1791 : ხოცვა მარსის ველზე, პარიზი, საფრანგეთის რევოლუციის დრო. მოკლულ იქნა 1500-მდე ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვებიც.
- 1815 : ნაპოლეონის ომები — როშფორთან, საფრანგეთი, ნაპოლეონი ნებდება ბრიტანეთის ძალებს.
- 1917 : ბრიტანეთის მეფე ჯორჯ V-ის განკარგულებით ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მამაკაცი შთამომავლები უინდზორის გვარის მატარებლები ხდებიან.
- 1945 : მეორე მსოფლიო ომი — გერმანიის ქ. პოტსდამში სამი მთავარი მოკავშირე ქვეყნის ლიდერები იწყებენ პოტსდამის კონფერენციას.
- 1955 : დისნეილენდი გაიხსნა ანაჰაიმში, კალიფორნია.
- 1975 : სოიუზ-აპოლონის საცდელი პროექტი — საბჭოთა ხომალდი სოიუზი და ამერიკული აპოლონი ერთმანეთს უერთდება ორბიტაზე, რაც პირველი ამგვარი შემთხვევა იყო ამ ორ ქვეყანას შორის.
- 1976 : კანადის ქ. მონრეალში დაიწყო 21-ე ოლიმპიური თამაშები.
- 1976 : ინდონეზიამ აღმოსავლეთ ტიმორის ანექსია მოახდინა.
- 1994 : ბრაზილია იმარჯვებს იტალიაზე პენალური დარტყმებით და იღებს მეოთხე ფიფას მსოფლიო საფეხბურთო თასს.
- 1998 : სანქტ-პეტერბურგში, ნიკოლოზ II და მისი ოჯახის წევრების ნეშტი დაკრძალეს წმ. ეკატერინეს კაპელაში ბოლშევიკთა მიერ მათი მკვლელობიდან 80 წლის შემდეგ.
- 2009 : ხუთდღიანი დებატების შემდეგ ისლანდიის პარლამენტმა მცირე უმრავლესობით გადაწყვიტა ქვეყნის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა.
- 2010 : ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში პირველი ევროპრაიდი, ჰომოსექსუალთა უფლებების მხარდამჭერთა მსვლელობა, გაიმართა ვარშავაში, პოლონეთი.
- 2014 : ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით მიმავალი მალაიზიის ავიახაზების რეისი 17 აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოაგდეს, დაიღუპა პორტზე მყოფი 298-ვე ადამიანი.
- 2016 :
ამ დღეს დაბადებულნი
ამ დღეს გარდაცვლილნი
დღესასწაულები
იხილეთ აგრეთვე
სხვა თვეები