ქეთევან ციხელაშვილი

ქეთევან ციხელაშვილი
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 აგვისტო, 2016 – 15 ივნისი, 2020
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი
მამუკა ბახტაძე
გიორგი გახარია
წინამორბედიპაატა ზაქარეიშვილი
მემკვიდრეთეა ახვლედიანი

დაბადებული21 აგვისტო, 1978 (1978-08-21) (46 წლის)
ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებაივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქეთევან ციხელაშვილი (დ. 21 აგვისტო, 1978, ქუთაისი)[1]საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში 2016–2020 წლებში.

განათლება

ქეთევან ციხელაშვილმა 1998-1999 წლებში იმყოფებოდა უნგრეთში სამოქალაქო განათლების პროექტის (CEP) კურსებზე. 1999 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. დამთავრების შემდეგ კვლავ გაემგზავრა უნგრეთში, ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში სადაც მოიპოვა საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული კვლევების მაგისტრის ხარისხი. 2007 წელს ირლანდიაში, ლიმერიკის უნივერსიტეტში გაიარა საზაფხულო კურსი ევროპული ინტეგრაციის საკითხებში. 2011 წელს შვეიცარიაში იყო აკადემიური მკვლევარი ფრიბურგის უნივერსიტეტში. 2006 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი.

კარიერა

1996-1998 წწ. იყო გაეროს ახალგაზრდული ორგანიზაციის საქართველოს განყოფილების (UNOY) პროექტების ასისტენტი. 1998 წელს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტორის თანაშემწე. 1998-1999 წლებში იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში მთავარი სპეციალისტი. 2000-2001 წლებში იყო ელექტრონულ ჟურნალ Transition Online-ის რედაქტორის თანაშემწე. 2002-2004 წლებში მუშაობდა კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევით ცენტრში (ICCN) პროგრამის მენეჯერად და უფროს ანალიტიკოსად. 2001 წელს მიწვეული იქნა გერმანიის ქალაქ ფლენსბურგში უმცირესობების საკითხთა ევროპულ ცენტრში (ECMI) მკვლევარ-თანაშემწედ. 2001-2002 წლებში - ჰამბურგის უნივესტიტეტის (გერმანია) ეუთოს კვლევის ცენტრის (CORE) მკვლევარი. 2002 წელს იყო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკისა და თავდაცვის სამმართველოს მკვლევარი-თანაშემწე (ბრიუსელი, ბელგია). 2004-2006 წწ. - კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი. 2007-2009 წწ. - ევროპის სტაბილურობის ინიციატივის (ESI) ანალიტიკოსი საქართველოში. 2002-2010 წწ. - ფრიდრიხ ნაუმანის სახელობის ფონდის კონსულტანტი საქართველოში. 2008 წლიდან დღემდე ილიას უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს ევროპათმცოდნეობაში. 2006-2012 წწ. - ლიბერალური აკადემია თბილისის (LAT) დირექტორი. 2012 წლის იანვრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე - აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე. 2012-2016 წლებში იყო სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. 2016 წელის 1 აგვისტოდან 2020 წლის 15 ივნისამდე იყო სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.[2][3] 15 ივნისიდან არის საქართველოს ელჩი ავსტრიაში, მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ვენაში მდებარე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.[4]

სქოლიო

  1. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია: ქეთევან ციხელაშვილი. declaration.gov.ge (31 იანვარი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-27. ციტირების თარიღი: 14 ივნისი, 2020.
  2. ქეთევან ციხელაშვილი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. smr.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14-06-2020. ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი, 2020.
  3. ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩად ინიშნება. civil.ge (22 მაისი, 2020). ციტირების თარიღი: 14 ივნისი, 2020.
  4. Ketevan Tsikhelashvili. საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში. austria.mfa.gov.ge. ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი, 2020.
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
პაატა ზაქარეიშვილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი
2016–2020
შემდეგი:
ლია გიგაური