ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიაუნი — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათბილისში, რომელიც 2006 წელს განსხვავებული და ხანგრძლივი ისტორიის მქონე 6 ინსტიტუტის გაერთიანების შედეგად დაფუძნდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში. უნივერსიტეტში 4 ფაკულტეტი არსებობს, ასევე ილიას უნივერსიტეტის შემადგენლობაში შედის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამები და 20-ზე მეტი კვლევითი ინსტიტუტი და ცენტრი. უნივერსიტეტი არის საერთაშორისო ასოციაციებისა და ქსელების წევრი.
ისტორია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაფუძნდა 2006 წელს განსხვავებული და ხანგრძლივი ისტორიის მქონე 6 ინსტიტუტის გაერთიანების შედეგად. [1]
ფაკულტეტები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს 4 ფაკულტეტი. მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფაკულტეტია, რომელიც სასწავლო პროგრამებს სწავლების 4 საფეხურზე ახორციელებს (პროფესიული, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა).
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი სასწავლო პროგრამებს სწავლების რამდენიმე საფეხურზე ახორციელებს (პროფესიული, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, უმაღლესი პროფესიული). ფაკულტეტს გააჩნია დიდი მატერიალური ბაზა, რომელიც გამოიყენება სამეცნიერო კვლევებსა და ტექნიკურ მომზადებაში. საქართველოს მაღალმთიანეთში, შავი ზღვის სანაპიროზე, აღმოსავლეთ საქართველოს არიდულ ლანდშაფტში ფაკულტეტის დაქვემდებარებაშია საველე კვლევითი ბაზები, დნმ-ლაბორატორია, სადაც ადამიანის, ცხოველების და მცენარეების გენებს შეისწავლიან, კვლევითი გემი, რომლის გამოყენებითაც იწარმოება შავი ზღვის ფაუნის, ფლორისა და გეოლოგიის კვლევები, სახელოსნოები, მათ შორის - არქიტექტურული სამაკეტო სახელოსნო და ბიბლიოთეკა.
სამართლის სკოლაში მოქმედებს სამართლის საბაკალავრო და კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამები.
ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების ფაკულტეტი 2019 წელს შეიქმნა.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამები
ილიას სახელმწიფო უნვირსიტეტის ბაზაზე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამები. პროგრამისთვის განკუთვნილი აუდიტორიები, საინჟინრო და სამეცნიერო ლაბორატორიები და კომპიუტერული სამუშაო ადგილები შექმნილია იმავე კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად და იმავე ტექნოლოგიების უზრუნველსაყოფად, რაც გამოიყენება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, აშშ-ში. კურსებს უძღვებიან სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკელი პროფესორ-მასწავლებლები.
SDSU-საქართველო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აბიტურიენტებს სთავაზობს ორ საბაკალავრო პროგრამას - ელექტრული ინჟინერია და კომპიუტერული ინჟინერია.
კვლევითი ინსტიტუტები
უნივერსიტეტის შემადგენლობაში შედის თანამედროვე დონეზე აღჭურვილი 20-ზე მეტი კვლევითი ინსტიტუტი და ცენტრი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი-კვლევითი ინსტიტუტები:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არის შემდეგი საერთაშორისო ასოციაციებისა და ქსელების წევრი:
ევროპული თანამშრომლობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში
შრომითი თერაპიის ევროპული ქსელი
ფრანკოფონიის უნივერსიტეტების სააგენტო
ევროპული უნივერსიტეტების ასოციაცია
უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია
ასოციაცია „რონდინეს მშვიდობის ციტადელი“
შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელი - BSUN
ასოციაცია „გერმანული ენის ავსტრიული დიპლომი“ - ÖSD
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ოფიციალურად თანამშრომლობს შემდეგ უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან მეცნიერების, ტექნოლოგიის, განათლებისა და კვლევების მიმართულებით:
ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ბერლინ-დალემის ბოტანიკური ბაღი და ბოტანიკური მუზეუმი, გერმანია
დედამიწის მეცნიერებათა შემსწავლელი ინსტიტუტი, სინიკას აკადემია, ტაივანი, ჩინეთი
ილიას სახელობის უნივერსიტეტს გააჩნია საკუთარი სიმბოლიკა: გერბი და ჰიმნი, რაც დადგენილია უნივერსიტეტის წესდებით. ოთხველიანი „ევროპული“ ფარი
„პირველ, ბორდოსფერ ველზე ექვსი ვერცხლის (თეთრი) გადაშლილი წიგნი უნივერსიტეტის ექვს ფაკულტეტს აღნიშნავს. წიგნებზე აწერია ის სამი თავისუფლება, რაც უნივერსიტეტს უდევს საფუძვლად: აკადემიური თავისუფლება, სინდისის თავისუფლება, არჩევანის თავისუფლება.“
„მეორე ველზე დიდი ბორდოსფერი, სწორი ჯვარია მის მიერ შემოსაზღვრულ მეოთხედებში ოთხი ბორდოსფერივე ბოლნურ-კაცხური ჯვრით. გერბზე საქართველოს ეროვნული დროშის გამოსახვა უნივერსიტეტის სახელმწიფო სტატუსზე მიანიშნებს.“
„მესამე ველზე ანდრია პირველწოდებულის ჯვრისებურად გადაჯვარედინებული, ნახევრად ვერცხლისა და ნახევრად მეწამული ორი გასაღები აღნიშნავს უნივერსიტეტის მიერ სწავლების ხერხების ფლობას.“
„მეოთხე, ბორდოსფერ ველზე სამი ბორდოსფერი ქრცვინის (დედალოსი, ყარყუმი) ბეწვშემოვლებული პროფესორის ქუდი აღნიშნავს ორი უმაღლესი სასწავლებლის, სულხან-საბა ორბელიანის სახელობისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის ინსტიტუტების წარსულს, მათ გაერთიანებას და ახალი უნივერსიტეტის მომავალს.
საგერბო ფარის ქვეშ სადევიზო ბაფთა ლათინური წარწერით LIGAMUS - ქართულად „ჩვენ ვაერთიანებთ“, გამოხატავს უნივერსიტეტის მოწოდებას, გააერთიანოს სწავლება და კვლევა, თავი მოუყაროს არსებულ ცოდნას, შექმნას ახალი ცოდნა და გადასცეს ის სტუდენტებსა და საზოგადოებას.“