კოლუმბიის უნივერსიტეტი

კოლუმბიის უნივერსიტეტი ქალაქ ნიუ-იორკში
დევიზი In lumine Tuo videbimus lumen (ლათ.)
დაფუძნდა 1754
ტიპი კერძო
ფონდები $7,1 მილიარდი
პრეზიდენტი ლი ბოლინჯერი
სტუდენტი 33 413[1]
მისამართი West 116 St and Broadway, New York, NY 10027[2]
ქალაქი ნიუ-იორკი
ქვეყანა ნიუ-იორკის შტატი, აშშ
ფერები კოლუმბიის ცისფერი და თეთრი
კავშირები აივი ლიგა, Digital Library Federation[3] , LIGO Scientific Collaboration, Confederation of Open Access Repositories[4] [5] , National Consortium for Teaching about Asia[6] , Consortium of Social Science Associations[7] , New York Genome Center[8] , Dryad[9] , arXiv[10] , The Research Collections And Preservation Consortium[11] , Association of American Universities[12] [13] , Association of American Colleges and Universities[14] , American Council on Education[15] , National Humanities Alliance[16] , Higher Education Leadership Initiative for Open Scholarship[17] , Coalition for Networked Information[18] , Center for Research Libraries[19] და Scholarly Publishing and Academic Resources Coalition[20]
კარნეგის კლასიფიკაცია სადოქტორო უნივერსიტეტები: ძალიან მაღალი კვლევითი აქტივობა[21] , majority graduate[21] , research doctoral: comprehensive programs, with medical/veterinary school[21] , four-year, large, highly residential[21] , arts & sciences plus professions, high graduate coexistence[21] და four-year, full-time, more selective, higher transfer-in[21]
კოლუმბიის უნივერსიტეტი — აშშ
კოლუმბიის უნივერსიტეტი
columbia.edu

კოლუმბიის უნივერსიტეტი ქალაქ ნიუ-იორკში (ინგლ. Columbia University in the City of New York, საზოგადოდ ცნობილი, როგორც კოლუმბიის უნივერსიტეტი ან მოკლედ კოლუმბია) კერძო უნივერსიტეტია აშშ-ში და აივი ლიგის წევრი. კოლუმბია უძველესი უმაღლესი სასწავლებელია ნიუ-იორკის შტატში, სიძველით მეხუთეა აშშ-ში[22] და ერთ-ერთია ქვეყნის ცხრა კოლონიურ კოლეჯთაგან, რომლებიც ამერიკის რევოლუციამდე დაარსდა. კოლუმბიის მთავარი კამპუსი ნიუ-იორკის მორნინგსაიდ ჰაიტსის უბანში მდებარეობს ზემო მანჰეტენზე, ჰარლემთან. ის 1754 წელს დაფუძნდა, როგორც "King's College" (მეფის კოლეჯი), ბრიტანეთის მეფე ჯორჯ II-ის ქარტიით და ერთ-ერთია სამ აშშ-ის უნივერსიტეტთაგან, რომლებიც ამგვარად დაარსდა. ამერიკის რევოლუციური ომის შემდეგ კოლუმბია 1784-1787 წლებში საშტატო დაქვემდებარებაში იყო. ამჟამად უნივერსიტეტი 1787 წლის ქარტიით ფუნქციონირებს, რომლის მიხედვით მას კერძო რწმუნებულთა საბჭო განაგებს.

კოლუმბია ყოველწლიურად ადმინისტრირებს ამერიკის სალიტერატურო ჯილდოს, პულიცერის პრემიას, და ის ასევე ამერიკის უნივერსიტეტების ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრია. კოლუმბიასთან ასოცირდება ნობელის პრემიის ლაურეატთა მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი (კურსდამთავრებულთა და პროფესორ-მასწავლებელთა ჩათვლით). კოლუმბიის შემოწირულობათა ფონდი და წლიური კვლევის ხარჯები ერთ-ერთი უმსხვილესია ამერიკის უნივერსიტეტთა შორის.[23] 2008 წელს უნივერსიტეტი რანგით მესამე იყო აშშ-ის უნივერსიტეტთა შორის ფონდების მოზიდვის მაჩვენებლით, რამაც დაახლოებით $495 მილიონი შეადგინა კერძო შემოწირულობათა სახით.[24] უნივერსიტეტს ამჟამად ოთხი გლობალური ცენტრი აქვს: ამანი, იორდანია; პეკინი, ჩინეთი; პარიზი, საფრანგეთი; და მუმბაი, ინდოეთი.

კოლუმბიის გამოჩენილ კურსდამთავრებულთა და კათედრის წევრთა შორის არიან: ხუთი შეერთებული შტატების დამფუძნებელი მამა; ოთხი აშშ-ის პრეზიდენტი, მათ შორის მიმდინარე; ცხრა უზენაესი მოსამართლე; 94 ნობელის პრემიის ლაურეატი, რაც ნებისმიერი სხვა უნივერსიტეტისას აღემატება; 101 პულიცერის პრემიის ლაურეატი, ასევე ნებისმიერ სხვა უნივერსიტეტზე მეტი;[25] სულ მცირე 25 აკადემიის ჯილდოს მფლობელი სულ 30 ოსკარით; 30-ზე მეტი ეროვნული სამეცნიერო მედლის მფლობელი; და სულ მცირე 50 მაკარტურის გენიოსის პრემიის ლაურეატი. კოლუმბიაში ამჟამად ცხრა ნობელის პრემიის ლაურეატი რეზიდენტია, 30 მაკარტურის გენიოსის პრემიის მფლობელი, ოთხი ეროვნული სამეცნიერო მედლის ლაურეატი, 143 ამერიკის ხელოვნებათა და მეცნიერების აკადემიის წევრი, 38 ეროვნულ აკადემიათა მედიცინის ინსტიტუტის წევრი; 20 ეროვნული საინჟინრო აკადემიის წევრი და 43 ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრი.[26][27]

კამპუსი

მორნინგსაიდ ჰაიტსი

მისასვლელი უნივერსიტეტთან გაადვილებულია პირდაპირი კავშირით მეტროს წითელი #1 ხაზის 116-ე ქუჩის სადგურთან. ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მთავარი ინჟინერი კოლუმბიის კურსდამთავრებულია. ბუნებრივია, რომ მისი დაპროექტებულია სადგური კოლუმბიის მთავარი კამპუსის კარიბჭესთან.
ბატლერის ბიბლიოთეკა (ივნისი 2003)

კოლუმბიის საბაკალავრო და სამაგისტრო სკოლათა უმრავლესობა განლაგებულია მის მორნინგსაიდ ჰეიტსის გვიანდელი მე-19 საუკუნის კამპუსზე. ამ კამპუსის დიზაინი ეკუთვნის გამოჩენილ არქიტექტორებს მაკკიმს, მიდსა და უაითს და მოიაზრება მათ ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად.

კოლუმბიის მთავარ კამპუსს ქალაქის ექვს ბლოკზე მეტი ფართობი უჭირავს (132.000 კვ.მ.), მორნინგსაიდში, აკადემიური უბანი, რომელიც ზემო ვესტ-საიდსა და ჰარლემს შორის მდებარეობს მანჰეტენზე. უნივერსიტეტს საკუთარ მფლობელობაში აქვს 7300 საცხოვრებელი ბინა ამავე უბანში, სადაც განთავსებულია პროფესორ-მასწავლებლები, სამაგისტრო სტუდენტები და სხვა პერსონალი. კამპუსზე 20-მდე სტუდსაცხოვრებელი კორპუსია საბაკალვრო სკოლებისთვის.[28] უნივერსიტეტს ვრცელი მიწისქვეშა გვირაბების სისტემა აქვს, რომელიც საუკუნეზე მეტს ითვლის. ზოგიერთი მათგანი სტუდენტებისთვის გახსნილია, ზოგი კი საზოგადოებისთვის დახურული.

ლოუს მემორიალური ბიბლიოთეკა

კამპუსზე ახალი შენობები და ნაგებობები, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდგომი, ხანგრძლივი საზოგადოებრივი დებატების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებებით არის აგებული. საზოგადოება ხშირად უკმაყოფილებას გამოთქვამდა მაკკიმ, მიდ ენდ უაიტის ორიგინალური გეგმისგან გადახვევის მცდელობებზე, რაც ხშირად მოქალაქეთა აქტიურ პროტესტში იზრდებოდა. ასე იყო 1960-იან წლებში იურის ჰოლისა და ყველაზე ბოლოს ალფრედ ლერნერ ჰოლის დეკონსტრუქტივისტული კონსტრუქციის მშენებლობისას, რომელიც 1998 წელს დასრულდა და იმ პერიოდის კოლუმბიის არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანის, ბერნარდ ჩუმის დაპროექტებულია. მსგავსი წინააღმდეგობა შეხვდა კოლუმბიის მანჰატენვილის ექსპანსიის პროექტსაც.

"კოლეჯ უოლკი" შემაერთებელი ბილიკია ბროდვეისა და ამსტერდამ ავენიუს შორის.

კოლუმბიის ბიბლიოთეკების სისტემა 9,5 მილიონ კრებულს მოიცავს, რითაც ის სიდიდით მეხუთე საკოლეჯო და მერვე საბიბლიოთეკო სისტემაა ქვეყანაში.[29]

რამდენიმე შენობა მორნინგსაიდ ჰაიტსის კამპუსზე ისტორიული ადგილების ეროვნულ რეესტრშია შეტანილი. ლოუს მემორიალური ბიბლიოთეკა, ეროვნული ისტორიული ძეგლი და კამპუსის ცენტრალური, გამორჩეული არქიტექტურული მონუმენტია. ფილოსოფიის ფაკულტეტის შენობა ისტორიულ ადგილთა სიაში FM რადიოს გამოგონების გამოა. პუპინის ჰოლი ეროვნული ისტორიული ძეგლია და მასში ფიზიკისა და ასტრონომიის ფაკულტეტებია განთავსებული. აქ ჩაატარა პირველი ექსპერიმენტები ურანის ატომის გახლეჩაზე ენრიკო ფერმიმ. ურანის ატომი აქ გაიხლიჩა ათ დღეში მსოფლიოში პირველად კოპენჰაგენში განხორციელების შემდეგ.

სხვა კამპუსები

სამედიცინო სკოლები განლაგებული კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში, დაახლ. 50 ბლოკში მთავარი კამპუსიდან აპტაუნის მიმართულებით და 8 ჰექტარს მოიცავს. კოლუმბია ასევე ფლობს 11 ჰექტარს ბეიკერ ბილდზე, სადაც განთავსებულია სასპორტო დაწესებულებები, სტადიონები და სანიჩბოსნო ზოლი მანჰეტენის კუნძულის ჩრდ. ბოლოში. მესამე კამპუსი განლაგებულია ჰუდზონის დასავლეთ სანაპიროზე - 157 აკრი ლამონ-დოჰერტის მიწის ობსერვატორია პალისადესში, ნიუ-იორკის შტატი. მეოთხეა ნევისის ლაბორატორიები ირვინგტონში (ნიუ-იორკის შტატი). სატელიტი კამპუსია ასევე პარიზში.

უნივერსიტეტის საავადმყოფო

ნიუ-იორკის პრესბიტერიანული საავატმყოფო კოლუმბიისა და კორნელის უნივერსიტეტების სამედიცინო სკოლებთან არის ასოცირებული. ჟურნალის US News and World Reports ანგარიშის "Americas Best Hospitals 2009" მიხედვით, ის ქვეყანაში მეექვსე, ხოლო უნივერსიტეტის საავადმყოფოთა შორის მესამეა. კოლუმბიის სამედიცინო სკოლა ნიუ-იორკის შტატის ფსიქიატრიული ინსტიტუტის სტრატეგიული პარტნიორია და ასევე ასოცირებულია აშშ-ის 19 და უცხოეთის 4 სხვა საავადმყოფოსთან.

ალმა მატერი

სახელი მიუთითებს ლოუს მემორიალური ბიბლიოთეკის კიბეებზე მდებარე დენიელ ჩესტერ ფრენჩის ქანდაკებაზე. მასში "დამალულია" მცირე ზომის ბუ. ალმა მატერი კოლუმბიის მრავალ ლეგენდასთან არის დაკავშირებული. მთავარი ლეგენდით პირველი სტუდენტი ფრეშმენის (პირველკურსელი) კლასიდან, რომელიც ბუს იპოვის, ყველაზე წარჩინებით დაამთავრებს მას, ხოლო ნებისმიერი შემდეგ ბარნარის კოლეჯის სტუდენტი, რომელიც მას იპოვის, კოლუმბიის კურსდამთავრებულს გაჰყვება ცოლად (ბარნარდი ქალთა კოლეჯია). უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველთა ტურებისას კოლუმბიის ტურ-გიდი სტუდენტებს ურჩევს ალმა მატერის ფეხს ხელი გადაუსვან, ვინაიდან ეს მათ უნივერსიტეტში ჩარიცხვას უზრუნველყოფს.

ბატლერის ბიბლიოთეკა

მთავარი ბიბლიოთეკა, რომელიც გაჭედილია შუალედური და საკურსო გამოცდების პერიოდში, სამ ნაწილად იყოფა: საცავი, სასწავლო ოთახები და კაფე. საფინალო გამოცდების პერიოდში, სტუდენტები ცდილობენ რაც შეიძლება ადრე მოვიდნენ ადგილის საშოვად. ბატლერში უნივერსიტეტის 9,2 მილიონი ბეჭდური გამოცემიდან 1,9 მილიონია განთავსებული,[30], რომელთა უმრავლესობა ჰუმანიტარულ და ისტორიულ თემებს ეხება. სხვა ბიბლიოთეკებისგან განსხვავებით, ბატლერი ნაწილობრივ მაინც ღიაა 24 საათის განმავლობაში მათთვის, ვისაც გვიან ღამე სამეცადინოდ ადგილი სჭირდება. აქვეა განთავსებული იშვიათ წიგნთა და მანუსკრიპტთა ბიბლიოთეკა (მათ შორის უნივერსიტეტის არქივები), ფილიპ მილსტეინის საბაკალავრო ბიბლიოთეკა, ზეპირი ისტორიის კოლექცია და ბატლერის მედია კოლექცია. ბატლერი ერთ-ერთია კამპუსის 24 ბიბლიოთეკიდან, რომელთა უმრავლესობა გარკვეულ თემატიკაზე სპეციალიზდება.[31]

ევერის არქიტექტურისა და ნატიფ ხელოვნებათა ბიბლიოთეკა

ევერი ჰოლი

ევერის ბიბლიოთეკა უდიდესი არქიტექტურული ბიბლიოთეკაა ქვეყანაში და ერთ-ერთი უდიდესი (თუ ყველაზე დიდი არა) მსოფლიოში.[32] ბიბლიოთეკაში 400.000-ზე მეტი ბეჭდვითი გამოცემაა, რომელთა მეტი წილის წაკითხვა მხოლოდ ბიბლიოთეკის ტერიტორიაზეა შესაძლებელი. ბიბლიოთეკის მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტთაგანია "არქიტექტურული პერიოდული გამოცემების ევერის ინდექსი", რომელიც დაკავშირებულ თემებზე პერიოდულ ლიტერატურაში ციტირებების ელექტრონულად მოძიების საშუალებას იძლევა. ეს ინდექსი 1930-იანი წლებიდან დღემდე ყველა პერიოდულ გამოცემას მოიცავს. მასშია ასევე XIX საუკუნის პერიოდის მონაცემები.

ისტორია

კოლუმბია უძველესი უმაღლესი სასწავლებელია ნიუ-იორკის შტატში. დაარსებული და ქარტიამინიჭებული 1754 წელს როგორც კინგს კოლეჯი, კოლუმბია დაარსების თარიღით მეექვსია, ხოლო ქარტიის მინიჭების თარიღით კი სიძველით მეხუთე უმაღლესი სასწავლებელია. ამერიკის რევოლუციური ომის შემდეგ კინგს კოლეჯს კოლუმბიის კოლეჯი დაარქვეს 1784 წელს, ხოლო 1896 წელს ის უკვე კოლუმბიის უნივერსიტეტი გახდა. დროთა განმავლობაში კოლუმბია გაიზარდა და ამჟამად ოც სკოლასა და ასოცირებულ ინსტიტუტს მოიცავს.

კინგს კოლეჯი: 1754-76

ნიუ-იორკში კოლეჯის დაარსების შესახებ განხილვა 1704 წლიდან დაიწყო, თუმცა სერიოზულად ამაზე 1750-აინ წლებამდე არ უფიქრიათ, როცა იელის ადგილობრივი კურსდამთავრებულები და სამების ეკლესიის (იმჟამად ინგლისის ეკლესია, ამჟამად ეპისკოპალური) წევრები შეაშფოთა ნიუ-ჯერსის კოლეჯის დაარსებამ (ამჟამად პრინსტონის უნივერსიტეტი); იმიტომ, რომ ის ევანგელისტი "დიდი გამოფხიზლების" ზეგავლენით "ახალი სინათლის" პრესბიტერიანელებმა დააფუძნეს და ასევე იმიტომ, რომ ის მდ. ჰუძონის გადაღმა პროვინციაში მდებარეობდა, და ასევე იმიტომაც, რომ ეს ნიუ-იორკს კულტურულად და ინტელექტუალურად ჩამორჩენილი ქალაქის იმიჯს შეუქმნიდა. სწორედ ამიტომ მათ დააარსეს საკუთარი "მოპაექრე" დაწესებულება "კინგის კოლეჯი" და პირველ პრეზიდენტად სემუელ ჯონსონი აირჩიეს. კლასები 1754 წლის 17 ივლისს დაიწყო და ერთადერთი მასწავლებელი ჯონსონი იყო. რამდენიმე თვის შემდეგ 1754 წლის 31 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ II-მ კოლეჯს ოფიციალურად გადასცა სამეფო ქარტია. 1760 წელს კინგის კოლეჯი გადავიდა ახალ შენობაში პარკ პლეისში, დღევანდელი მერიის შენობის შორიახლოს, და 1767 წელს ის პირველი ამერიკული სამედიცინო სკოლა გახდა, რომელმაც მედიცინის დოქტორის ხარისხი გასცა.

სემუელ ჯონსონი, კოლეჯის პირველი პრეზიდენტი

ნიუ-იორკში ახალი კოლეჯის დაარსებას საკმაო წინააღმდეგობა შეხვდა, ვინაიდან იგი სრულიად ინგლისის ეკლესიის დაწესებულება იყო, რომელსაც სამეფო გვირგვინის ოფიციალური პირები მფარველობდნენ, მათ შორის კენტერბერის არქიეპისკოპოსი და პლანტაციებისა და კოლონიების სამეფო მდივანი. თუმცა იმის შიში, რომ კინგის კოლეჯის მეშვეობით ამერიკაში ინგლისური საეპისკოპოსა და გვირგვინის გავლენა დამყარდებოდა მიიჩქმალა მისი უსაზღვრო სიმდიდრით, რომელიც ბევრად აღემატებოდა ყველა სხვა კოლონიური კოლეჯისას ამ პერიოდში.

ამერიკის რევოლუცია და შემდგომი ომი კატასტროფული აღმოჩნდა კინგის კოლეჯისთვის. 1776 წელს სწავლება შეწყდა რვა წლით: ამ წლის გაზაფხულზე კონტინენტური არმიის მოსვლასთან ერთად და გრძელდებოდა ქ. ნიუ-იორკის ბრიტანელთა ჯარების ოკუპაციის პერიოდში მათ 1783 წელს წასვლამდე. კოლეჯის ბიბლიოთეკა გაიძარცვა, ხოლო მიის ერთადერთი შენობა სამხედრო ჰოსპიტალის დანიშნულებას ასრულებდა ჯერ ამერიკელთა, შემდეგ კი ბრიტანეთლა ჯარებისთვის. ამასთან, ომის შემდეგ კოლეჯის მრავალი კურსდამთავრებული კანადაში ან დიდ ბრიტანეთში გაიქცა, რითაც სათუო გახდა კოლეჯის მომავალი მართვისა და დაფინანსების საკითხი.

მიუხედავად იმისა, რომ კოლეჯი თორისტების ბასტიონად ითვლებოდა, მან შეძლო აღეზარდა რევოლუციური თაობის მრავალი წამყვანი ლიდერი - ადამიანები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს კოლეჯის აღორძინებაში. კინგს კოლჯის ადრეულ სტუდენტთა შორის იყვნენ: ჯონ ჯეი, რომელიც პარიზის ტრაქტატის მოლაპარაკებაში მონაწილეობდა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის, რომლითაც რევოლუციური ომი დასრულდა, ადამიანი, რომელიც მოგვიანებით აშშ-ის პირველი იუსტიციის მინისტრი (Chief Justice) გახდა; ალექსანდერ ჰამილტონი, გენერალ ჯორჯ ვაშინგტონის სამხედრო ატაშე, ფედერალისტური წერილების უმრავლესობის ავტორი და ხაზინის პირველი მდივანი; გუვერნერ მორისი, აშშ-ის კონსტიტუციის ბოლო ვარიანტის ავტორი; და რობერტ ლივინგსტონი, ხუთკაციანი კომიტეტის წევრი, რომელმაც დამოუკიდებლობის დეკლარაცია დაწერა.

კინგს კოლეჯის ყველაზე განთქმული ალუმი უდავოდ ალექსანდერ ჰამილტონია. ჰამილტონის პირველი შეხება სამხედრო საქმეთან 1775 წლის ზაფხულში სტუდენტობის დროს იყო, ბოსტონთან ბრძოლის დაწყების შემდეგ. ნიკოლას ფიშთან, რობერტ ტრუპთან და კინგსის სხვა სტედენტთა ჯგუფთან ერთად ის მოხალისედ შეუერთდა შეიარაღებული მილიციის კომპანიას, რომელსაც "მუხის გული" (Hearts of Oak) ერქვა, სადაც ჰამილტონმა ლეიტენანტის რანგი მიიღო. ჯგუფს გამორჩეული უნიფორმა ჰქონდა, რომელსაც კეპზე ამშვენებდა წარწერა "თავისუფლება ან სიკვდილი" და ყოფილი ბრიტანეთის ოფიცრის მეთაურობით სენტ პოლის კაპელის სასაფლაოს მორიგეობდა. 1775 წლის აგვისტოში ბრიტანეთის სამხედრო ხომალდის "აზია" ცეცხლის ქვეშ მუხის გულები (ასევე "კორსიკელები") წარმატებით ახერხებენ მოწინააღმდეგეებისგან ტყვიამფქვრევის წართმევას, რის შემდეგაც არტილერიული ნაწილი ხდებიან. ირონიულია, რომ 1776 წელს კაპიტანი ჰამილტონი მონაწილეობდა ბრძოლაში ჰარლემ ჰაიტსზე, რომელიც სწორედ იმ ადგილას გაიმართა სადაც ერთი საუკუნის შემდეგ მისი ალმა მატერი დაიდებს ბინას.

ადრეული კოლუმბიის კოლეჯი: 1784-1857

დევიტ კლინტონი, კოლუმბიაში გადმოსული პრინსტონიდან.

მიუხედავად იმისა, რომ კოლეჯი მისი ომამდელი ლოიალისტური დამოკიდებულის გამო დისკრედიტირებული იყო, შტატში დარჩენილი კურსდამთავრებულები, მათ შორის ჰამილტონი, ჯეი და განსაკუთრებით კინგის კოლეჯის მმართველობის მაძიებლები, დიდი ენთუზიაზმით ბჭობდნენ მისი ხელახლა გახსნის შესახებ. თუმცა, ეს სავარაუდოდ შესაძლებელი გახდა მხოლოდ ერთი ფაქტის გამო — ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორ ჯორჯ კლინტონს საკუთარი ძმისშვილის დევიტისთვის კოლეჯის განათლების მისაცემად შტატის გარეთ გაგზავნა მოუწია (ნიუ-ჯერსის კოლეჯში) — ადგილობრივი საზოგადოება დადებითად განეწყო ქალაქში კოლეჯის არსებობაზე, ხოლო განახლებული კინგსი, რომელსაც თავისუფალდ შეეძლო საჭირო დაწესებულებების უზრუნველყოფა, ლოგიკური არჩევანი იყო.

1784 წელს სკოლა ხელახლა გაიხსნა როგორც "კოლუმბიის კოლეჯი" — რომანტიკულად პატრიოტული სახელი, რომელიც ახალი რესპუბლიკისადმი ლოიალურობას უსვამდა ხაზს. თუმცა ეს გახსნა ისე განხორციელდა, რომ კოლუმბიის კოლეჯი განსხვავებული უნდა ყოფილიყო როგორც ხასიათით ისე სახელითაც. ახალ ქარტიაში კოლეჯის ყოფილი ინგლისის ეკლესიასთან ასოციაცია არ ფიგურირებდა. მისი მმართველობა რეგენტთა საბჭოს უნდა ჩაბარებოდა, რომლებიც ნიუ-იორკის შტატის ყველა საგრაფოს წარმოადგენდნენ, ხოლო გუბერნატორი კლინტონი კი კანცლერი იქნებოდა. როგორც შტატის ქონება შტატის კონტროლს ქვეშ, კოლუმბია უნდა გამხდარიყო მთელი შტატის საზოგადოებრივი განათლების სისტემის ბაზისი.

ვინაიდან შტატმა ამ დაწესებულების დაფინანსებით დიდად თავი არ შეიწუხა, ამგვარი გარიგება ორივე მხარისთვის სწრაფად მიუღებელი ხდებოდა. რეგენტთა ექსპანსიამ 20 ახალი ნიუ-იორკის მოქალაქით ჰამილტონსა და ჯეის უპირატესობა მისცა და ისინი, ნიუ-იორკის მერ ჯეიმზ დუეინთან ერთად, კოლეჯის პრივატიზაციას აწვებოდნენ. 1787 წელს კოლეჯის ახალი ქარტია მიიღეს, რომელიც დღემდე ძალაშია, და რომელმაც კერძო რწმუნებულთა საბჭოს უფლებამოსილება მიანიჭა. სემუელ ჯონსონის ვაჟი, უილიამ სემუელ ჯონსონი მისი პრეზიდენტი გახდა.

1790-იან წლებში ნიუ-იორკის ფედერალური და შტატის დედაქალაქად გამოცხადების პერიოდში განახლებული კოლუმბია ყვაოდა ფედერალისტი ჰამილტონისა და ჯეის ხელმძღვანელობის ქვეშ. 1790 წელს სემესტრის გახსნას ჯორჯ ვაშინგტონი დაესწრო. იმავე წლიდან გაღვივდა ინტერესი იურიდიულ განათლებაში პროფესორ ჯეიმზ კენტის ხელმძღვანელობით. შტატისა და ქვეყნის ჯეფერსონის ერაში შესვლასთან ერთად კოლეჯის იღბალმა ნელ-ნელა უკუღმა შებრუნება დაიწყო. უმთავრესი სირთულე დაფინანსება იყო; კოლეჯი, რომელიც უკვე ნაკლებ ფულს იღებდა შტატიდან პრივატიზაციის გამო, სულ უფრო ღრმა ფინანსურ კრიზისში ვარდებოდა მოქიშპე პოლიტიკოსთან ძალაუფლებაში მოსვლის გამო და ასევე ახალი აპსტეიტის კოლეჯები ჰამილტონი და იუნიონი უფრო ეფექტურად ახერხებდნენ სუბსიდიების მიღებას. ის რაც კოლუმბიას შეხვდა იყო მანჰეტენის უძრავი ქონება, რაც მხოლოდ მოგვიანებით გახდა მომგებიანი.

კოლუმბიის რეპუტაცია ძირს ვარდებოდა XIX საუკუნის მთელი პირველი ნახევრის განმავლობაში. იურიდიული ფაკულტეტის წარუმატებლობის გამო 1807 წელს სამედიცინო ფაკულტეტი სკოლას გამოეყო და მედიკოსთა და ქირურგთა დამოუკიდებელ კოლეჯს შეუერთდა. წინააღმდეგობამ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის პიკს მიაღწია 1811 წლის "ჯანყიანი გახსნისას", როდესაც სტუდენტებმა აურზაური მოაწყვეს მმართველობის გადაწყვეტილების გამო ხარისხი არ მიენიჭებინა ჯონ სტივენსონისთვის, რომელმაც მის სიტყვაში წინააღმდეგობრივი ფრაზები შეიტანა.

მიუხედავად იმისა, რომ კოლეჯმა საბოლოოდ შეძლო სტრუქტურული სიტლანქის გამო მისი სამარცხვინო რეპუტაციის შეფერთხვა კოლეჯ ჰოლისთვის რამდენიმე ფრთის დამატებით იმჟამად მოდურ ბერძნული აღორძინების სტილში, ამ მცდელობამ ვერ შეძლო კოლუმბიის ხანგრძლივი დაღმასვლის პროცესის შეჩერება და ის მალე დაჩრდილა 1854 წლის გიბსის საქმემ, რომელშიც განთქმულ ქიმიის პროფესორ ოლივერ ვოლკოტ გიბსს კოლეჯში, რომელიც მან დაამთავრა, პროფესორის სტატუსი არ მისცეს, მისი უნიტარული ასოციაციის გამო. ეს შემთხვევა ბევრისთვის ამ ორგანიზაციის ვიწრო მფოსლმხედველობას მიანიშნებდა. 1854 წლის ივლისში ბოსტონის "ქრისჩიან ეგზემაინერი" სტატიაში "ბოლოდროინდელი სიძნელეები კოლუმბიის კოლეჯში", აღნიშავდა, რომ სკოლა "ძლიერი იყო კლასიკაში", თუმცა "სუსტი მეცნიერებაში" და "ძალიან ცოტა გამორჩეული კურსდამთავრებული ჰყავდა".

ექსპანსია და გადასვლა მედისონ ავენიუზე

გოტიკური აღორძინების სტილის იურფაკის შენობა

1857 წელს კოლეჯი პარკ პლეისიდან გოთური აღორძინების სტილის კამპუსზე გადავიდა 49-ე ქუჩასა და მედისონ ავენიუზე, სადაც ის მომდევნო 50 წელს დარჩა. ეს გადასვლა დაემთხვა კოლეჯის ახალ გარდასახვას; იმ წლის დასაწყისში კოლეჯის პრეზიდენტმა ჩარლზ კინგმა კოლუმბია უნივერსიტეტად გამოაცხადა. მე-19 საუკუნის ბოლო ნახევარი პრეზიდენტ ფ. ბარნარდის ხელმძღვანელობით ორგანიზაცია სწრაფად იძენს ნამდვილი თანამედროვე უნივერსიტეტის სახელს. კოლუმბიის იურიდიული სკოლა 1858 წელს დაარსდა, ხოლო 1864 წელს ნაღმების სკოლა, რაც პირველი ასეთი სახის დაწესებულება იყო და წინამორბედი გახდა დღევანდელი ფუს ფონდის საინჟინრო და გამოყენებით მეცნიერების სკოლის. ბარნარდის ქალთა კოლეჯი კოლუმბიის პრეზიდენტმა დააარსა 1889 წელს; კოლუმბიის უნივერსიტეტის ექიმებისა და ქირურგების კოლეჯი უნივერსიტეტის ნაწილი გახდა 1891 წელს, მას მოჰყვა ტიჩერსის კოლეჯი 1893 წელს. პოსტსაბაკალავრო ფაკულტეტებმა პოლიტიკურ მეცნიერებაში, ფილოსოფიაში და წმინდა მეცნიერებაში პირველი ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი გასცეს 1875 წელს. ეს პერიოდი გახდა მოწმე კოლუმბიის კოლეჯთაშორის სპორტში მონაწილეობის ინაუგურაციის, 1867 წელს ბეისბოლის გუნდის შექმნით, 1870 წელს ფეხბურთის გუნდის ორგანიზაციით და 1873 წელს ნიჩბოსანთა გუნდის ჩამოყალიბებით. კოლუმბიის პირველი კოლეჯთაშორისი საფეხბურთო მატჩი რატგერსთან ჩატარდა ანგარიშით 6-3 (წაგება). გაზეთი "Columbia Daily Spectator" ამავე პერიოდში იწყებს გამოცემას (1877).

მორნინგსაიდ ჰაიტსი

მორნინგსაიდ ჰაიტსის კამპუსის განაშენიანება 1915 წელს

1896 წელს უნივერსიტეტის რწმუნებულებმა ახალი სახელის "კოლუმბიის უნივერსიტეტი" გამოყენებაზე ოფიციალური ნებართვა გასცეს და ამჟამად ეს დაწესებულება ოფიციალურად ცნობილია როგორც "Columbia University in the City of New York" (კოლუმბიის უნივერსიტეტი ქალაქ ნიუ-იორკში). ამასთან, საინჟინრო ფაკულტეტს დაარქვეს "School of Mines, Engineering and Chemistry" (მაღაროების, ინჟინერიისა და ქიმიის სკოლა). ამ პერიოდში უნივერსიტეტის პრეზიდენტი სეთ ლოუს გადაწყვეტილებით კამპუსი ისევ გადაიტანეს, ამჯერად 49-ე ქუჩიდან მის თანამედროვე ადგილსამყოფელზე, რომელიც გაცილებით ვრცელი (და იმ პერიოდში უფრო სოფლის ტიპის) კამპუსი იყო ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი მორნინგსაიდ ჰაიტსის უბანში. ამ ადგილას უნივერისტეტის გადმოსვლამდე ბლუმინგდეილის ფსიქიკურად ავადმყოფთა თავშესაფარი მდებარეობდა. თავშესაფრის ერთ-ერთი შენობა, ზედამხედველთა კოტეჯი (ამჟამად ცნობილი როგორც ბუელის ჰოლი), დღესაც არსებობს.

შენობა, რომელსაც ხშირად უნივერსიტეტის ემბლების სახით გამოსახავენ, არის მორნინგსაიდ ჰაიტსის კამპუსის ცენტრში — ლოუს მემორიალური ბიბლიოთეკა. 1895 წელს აგებულ შენობას დღესაც ლოუს ბიბლიოთეკას უწოდებენ, თუმცა მან ამ დანიშნულებით ფუნქციონირება შეწყვიტა 1934 წელს. მასში ამჟამად განლაგებულია პრეზიდენტისა და პროვოსტის ოფისები, დამთვალიერებელთა ცენტრი, წრმუნებულთა დარბაზი და კოლუმბიის უსაფრთხოების განყოფილება. პართენონისა და პანთეონის მაგალითზე აგებულ შენობას უდიდესი გრანიტით ნაგები გუმბათი აქვს აშშ-ში.[33]

კიბეები ლოუს ბიბლიოთეკის წინ, დაახ. 1900

ლოუს შემდეგი პრეზიდენტი ნიკოლას მიურეი ბატლერის ხელმძღვანელობით კოლუმბია სწრაფად გახდა ქვეყნის წამყვანი კვლევითი დაწესებულება. მის მიერ დანერგილი "მულტივერსტიტეტის" მოდელს შემდგომში მრავალი უნივერსიტეტი ნერგავს. მორნინგსაიდ ჰაიტსის კამპუსზე კოლუმბიამ თავი მოუყარა კოლეჯს, იურიდიულ ფაკულტეტს, სამაგისტრო ფაკულტეტებს, მაღაროების სკოლას (მოგვიანებით საინჟინრო ფაკულტეტი) და ექიმთა და ქირურგთა კოლეჯს. ბატლერს კოლუმბიის პრეზიდენტის პოსტი ოთხ ათწლეულს ეკავა და, შესაბამისად, მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა ამერიკის საზოგადოებრივ ცხოვრებაში (როგორც ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი და ნობელის ლაურეატი). მისი დანერგილია მრავალი ინოვაცია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის პრაქტიკაში, მათ შორის ცენტრალიზებული აკადემიური ურთიერთობები, რეგისტრარების, დეკანების, პროვოსტებისა და მდივნების პირდაპირი დანიშვნა, ასევე პროფესიონალიზებული საუნივერსიტეტო ბიუროკრატიის ჩამოყალიბება, რასაც იმ პერიოდის უნივერსიტეტებში პრეცედენტი არ მოეპოვებოდა.

1893 წელს დაარსდა კოლუმბიის უნივერსიტეტის სტამბა "ეკონომიკური, ისტორიული, ლიტერატურული, სამეცნიერო და სხვა დარგების შესწავლის წახალისებისთვის; და ამ დარგებში ორიგინალური კვლევების მომცველი სამეცნიერო ნამუშევრების პუბლიკაციების წასახალისებლად." სტამბის პუბლიკაციათა შორისაა "კოლუმბიის ენციკლოპედია" (1935).

მანჰატენუილის კამპუსის ექსპანსია

2007 წლის აპრილისთვის უნივერსიტეტს შესყიდული ჰქონდა მანჰატენუილის ინდუსტრიული უბნის დიდი ნაწილი, რაც ახალი კამპუსის გეგმის 2/3-ს შეადგენდა. ახალ კამპუსზე, რომელიც 125-ე ქუჩიდან 133-ე ქუჩამდე იჭიმება, კოლუმბიის ბიზნესისა და ხელოვნების სკოლების ახალი შენობები განთავსდება. აქვე იქნება სამედიცნო კვლევითი ცენტრები ნეიროდეგენერაციული დაავადებების (როგორიცაა პარკინსონი და ალცჰაიმერი) კვლევითი ცენტრი.[34] $7 მილიარდის ღირებულების ექსპანსიის გეგმა მოიცავს ყველა არსებული შენობის დანგრევას, გარდა სამისა, რომლებსაც ისტორიული მნიშვნელობა აქვს. გაქრება ყველა ინდუსტრიული და სასაწყობე ნაგებობა და გადაასახლებენ 132 ბინის მცხოვრებს. მათ ნაცვლად უნივერსიტეტისთვის 632,000 მ² ახალი ფართი შეიქმნება. პრიცკერის პრემიის ლაურეატი არქიტექტორი რენცო პიანოს მიერ დაპროექტებულ კამპუსზე ასევე განთავსდება ფეხმავალთა ქუჩები და დამატებითი საზოგადო პარკები.

2006 წელს ნიუ-იორკის ქალაქგეგმარების დეპარტამენტის მიერ სერტიფიცირებულ გარემოზე გავლენის ანგარიშში მითითებულია, რომ პროექტის ზონიდან 300 ადამიანის გადასახლება იქნება საჭირო, ასევე 3.300 ადამიანი იძულებული იქნება პროექტის მიმდებარე ზონიდან გადასახლდეს. უესტ-ჰარლემის თემთა აქტივისტი ჯგუფები პროექტს ეწინააღმდეგებოდნენ საკუთრებისა და მობინადრეთა უფლებების დაცვისთვის, ასევე მოითხოვდნენ ადგილობრივ მცხოვრებთათვის სამართლიან კომპენსაციას.[35][36] შემდგომმა საზოგადო მოსმენებმა უბნის გაცილებით ხმაურიანი პროტესტი გამოიწვია. ერთ-ერთ უკანასკნელ მოსმენაზე, 2008 წლის დეკემბერში, ნიუ-იორკის შტატის უძრავი ქონების გადახალისების სააგენტომ "ემპაირ სტეიტ დეველოპმენტ კორპორეიშენი" დაამტკიცა ემინენტ დომეინის გამოყენება, რომელიც, მანჰატენუილისთვის "მიგდებული" სტატუსის დეკლარირებით, სამთავრობო ორგანოებს კერძო საკუთრების საზოგადოებრივი სარგებლობისთვის გამოყენების უფლებას აძლევს.[37] 2009 წლის 20 მაისს, ნიუ-იორკის საზოგადო სამსახურების კონტროლის საბჭომ მანჰატენუილის ექსპანსიის გეგმა საბოლოოდ დაამტკიცა.[38]

განათლება

ორგანიზაცია

უნივერსიტეტის საბაკალავრო სკოლებია: კოლუმბიის კოლეჯი, ფუს ფონდის საინჟინრო და ტექნიკური მეცნიერების ფაკულტეტი, ზოგად საგანთა ფაკულტეტი. უნივერსიტეტს საფილიალო კავშირები აქვს ბარნარდის კოლეჯთან (საბაკალავრო ლიბერალურ ხელოვნებათა კოლეჯი ქალთათვის), ტიჩერსის კოლეჯთან, ებრაულ თეოლოგიურ სემინარიასთან და გაერთიანებულ თეოლოგიურ სემინარიასთან. შეთანხმებით ბარნარდისა და ტიჩერსის კოლეჯების კურსდამთავრებულებს დიპლომსა და ხარისხს კოლუმბიის უნივერსიტეტი ანიჭებს.

სქოლიო

  1. https://provost.columbia.edu/sites/default/files/content/Institutional%20Research/Statistical%20Abstract/opir_enrollment_history.pdf
  2. Integrated Postsecondary Education Data System — 1992.
  3. https://www.clir.org/about/current-sponsors-and-funders
  4. https://web.archive.org/web/20190714135243/https://www.coar-repositories.org/community/members-and-partners-by-country/
  5. https://web.archive.org/web/20240131234035/https://www.coar-repositories.org/members/
  6. https://jsis.washington.edu/earc/about/ncta/
  7. https://www.cossa.org/members/
  8. https://www.nygenome.org/about-us/member-institutions/
  9. https://datadryad.org/stash/our_community
  10. Our Members / Tier 1
  11. https://recap.princeton.edu/
  12. https://web.archive.org/web/20240116123311/https://www.aau.edu/sites/default/files/AAU-Files/Who-We-Are/AAU%20Member%20Universities%20listed%20by%20year_updated%202023.pdf
  13. https://www.aau.edu/who-we-are/our-members
  14. https://web.archive.org/web/20240120073011/https://secure.aacu.org/iMIS/AACUR/Membership/MemberListAACU.aspx
  15. https://web.archive.org/web/20240120080233/https://acememberdirectory.azurewebsites.net/
  16. https://web.archive.org/web/20240126121019/https://nhalliance.org/about/members/
  17. https://web.archive.org/web/20221215225406/https://www.heliosopen.org/members
  18. https://web.archive.org/web/20240227092307/https://www.cni.org/about-cni/membership/members
  19. https://web.archive.org/web/20231016073235/https://www.crl.edu/membership/members
  20. https://web.archive.org/web/20231015070603/https://sparcopen.org/who-we-are/members/
  21. 21.0 21.1 21.2 21.3 21.4 21.5 Carnegie Classification of Institutions of Higher Education — 1970.
  22. The Course of History. Columbia University (2004). ციტირების თარიღი: 2004-11-22.
  23. Research- The Center for Measuring University Performance. Mup.asu.edu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-31. ციტირების თარიღი: 2010-02-22.
  24. აშშ-ის კოლეჯებსა და უნივერსიტეტბში საქველმოქმედო წვლილი 2008 წელს 6,2 %-ით გაიზარდა [1] დაარქივებული 2011-07-16 საიტზე Wayback Machine.
  25. http://www.pulitzer.org/bycat პულიცერი კატეგორიების მიხედვით
  26. http://www.studentaffairs.columbia.edu/admissions/university/academic/faculty.php დაარქივებული 2012-02-06 საიტზე Wayback Machine. ინფორმაცია პროფესორ-მასწავლებლებზე
  27. http://www.nsf.gov/od/nms/recipients.cfm
  28. Columbia University Office of Undergraduate Admissions - Housing & Dining. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-06. ციტირების თარიღი: 2010-07-04.
  29. წყაროები ცვალებადია; მაგ. FACTS 2005: Libraries. Planning and Institutional Research. Columbia University Office of the Provost (14 სექტემბერი 2005). ციტირების თარიღი: 2006-08-10.: "9.5 million printed volumes"; The Nation's Largest Libraries: A Listing By Volumes Held, ALA Library Fact Sheet Number 22. American Library Association (დეკემბერი, 2006). ციტირების თარიღი: 2007-04-30.: 9,277,042 "volumes held."
  30. Columbia's Rare Book & Manuscript Library Acquires Early Thirteenth-Century Manuscript Bible
  31. კოლუმბიის უნივერსიტეტების ბიბლიოთეკები
  32. ბრიტანეთის არქიტექტორთა სამეფო ინსტიტუტის (R.I.B.A.) მიხედვით
  33. Low Memorial Library (2002-07-30). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-06-27. ციტირების თარიღი: 2006-08-10.
  34. მანჰატენუილი უესტ-ჰარლემში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-12. ციტირების თარიღი: 2007-04-01.
  35. Williams, Timothy (20 ნოემბერი, 2006). „In West Harlem Land Dispute, It's Columbia vs. Residents“. ნიუ-იორკ ტაიმზი. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  36. უილიამზი, ტიმოთი (2008-09-21). „2 ბენზინგასამართი სადგური და საოჯახო ბიზნესი ეწინააღმდეგება კოლუმბიის ექსპანსიის გეგმას“. ნიუ-იორკ ტაიმზი. ციტირების თარიღი: 2010-03-28.
  37. ასტორი, მაგი; კიმ კირსენბაუმი (18 დეკემბერი, 2008). „M'ville Expansion Clears Last Major Hurdle, State Approves Eminent Domain“. Columbia Spectator. ციტირების თარიღი: 2009-08-12. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  38. „კოლუმბიის მანჰატენუილის პროექტი“. პრეს-რელიზი. 20 მაისი, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-06. ციტირების თარიღი: 2009-08-12. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)

რესურსები ინტერნეტში

Read other articles:

Artikel ini bukan mengenai Garis Kontrol Aktual. Koordinat: 34°56′N 76°46′E / 34.933°N 76.767°E / 34.933; 76.767 Wilayah yang ditunjukkan dengan warna hijau adalah dua wilayah yang dikendalikan oleh Pakistan: Gilgit–Baltistan di utara dan Azad Kashmir di sebelah selatan. Wilayah berwarna jingga adalah negara bagian Jammu dan Kashmir yang dikendalikan India serta daerah diagonal ke timur adalah wilayah yang dikendalikan Tiongkok yang dikenal sebagai Aksai Chin...

 

 

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada November 2022. Jeanne LabruneJeanne Labrune pada 2012Lahir21 Juni 1950 (umur 73)Berry-Bouy, PrancisPekerjaanPenulis naskah, sutradaraTahun aktif1978–kini Jeanne Labrune (lahir 21 Juni 1950) adalah seorang penulis naskah dan sutradara asal Prancis. Ia men...

 

 

The White Silk DressPoster filmSutradaraLuu HuynhProduserPhuoc Sang FilmsDitulis olehLuu HuynhPemeranTrương Ngọc Ánh,Nguyễn Quốc KhánhPenata musikĐức TríDistributorPhuoc Sang FilmsTanggal rilis 13 Oktober 2006 (2006-10-13) (Festival Film Internasional Pusan) Durasi142 menitNegaraVietnamBahasaVietnamAnggaranUS$2 juta[1] The White Silk Dress (Áo lụa Hà Đông dalam bahasa Vietnam) adalah sebuah film perang Vietnam 2006 yang disutradarai oleh Luu Huynh da...

هذه المقالة تحتاج للمزيد من الوصلات للمقالات الأخرى للمساعدة في ترابط مقالات الموسوعة. فضلًا ساعد في تحسين هذه المقالة بإضافة وصلات إلى المقالات المتعلقة بها الموجودة في النص الحالي. (أبريل 2023) شمال إيلينغمعلومات عامةالتقسيم الإداري إيلنغ البلد  المملكة المتحدة شبكة ا�...

 

 

This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Public Credit Act of 1869 – news · newspapers · books · scholar · JSTOR (April 2014) (Learn how and when to remove this template message) Image of one dollar Greenback,first issued in 1862 The Public Credit Act of 1869 in the USA states that bondholders who pur...

 

 

Artikel ini perlu diwikifikasi agar memenuhi standar kualitas Wikipedia. Anda dapat memberikan bantuan berupa penambahan pranala dalam, atau dengan merapikan tata letak dari artikel ini. Untuk keterangan lebih lanjut, klik [tampil] di bagian kanan. Mengganti markah HTML dengan markah wiki bila dimungkinkan. Tambahkan pranala wiki. Bila dirasa perlu, buatlah pautan ke artikel wiki lainnya dengan cara menambahkan [[ dan ]] pada kata yang bersangkutan (lihat WP:LINK untuk keterangan lebih lanjut...

Australian rules footballer, born 1980 Australian rules footballer Brodie Holland Personal informationNickname(s) DutchieDate of birth (1980-01-03) 3 January 1980 (age 44)Place of birth Hobart, Tasmania, AustraliaOriginal team(s) Tassie MarinersHeight 180 cm (5 ft 11 in)Weight 80 kg (176 lb)Playing careerYears Club Games (Goals)1998–2000 Fremantle 036 0(37)2001–2008 Collingwood 119 (104)Total 155 (141)Coaching careerYears Club Games (W–L–D)2023 Northern B...

 

 

Primera División 1947-1948 Competizione Primera División Sport Calcio Edizione 17ª Organizzatore RFEF Date dal 21 settembre 1947all'11 aprile 1948 Luogo  Spagna Partecipanti 14 Risultati Vincitore Barcellona(3º titolo) Retrocessioni Real SociedadSporting Gijón Statistiche Miglior marcatore Pahiño (23) Incontri disputati 182 Gol segnati 696 (3,82 per incontro) Cronologia della competizione 1946-1947 1948-1949 Manuale La Primera División 1947-1948 è stata la 17ª edi...

 

 

Cet article est une ébauche concernant l’alimentation et l’Inde. Vous pouvez partager vos connaissances en l’améliorant (comment ?) selon les recommandations des projets correspondants. Si ce bandeau n'est plus pertinent, retirez-le. Cliquez ici pour en savoir plus. Cet article ne cite pas suffisamment ses sources (mars 2024). Si vous disposez d'ouvrages ou d'articles de référence ou si vous connaissez des sites web de qualité traitant du thème abordé ici, merci de complét...

U.S. EV charging company owned by Shell Volta Charging, LLCTraded asNYSE: VLTAIndustryElectric vehicle infrastructureFounded2010; 14 years ago (2010) in HawaiiFoundersScott MercerChris WendelHeadquarters155 de Haro Street, San Francisco, California, United StatesKey peopleVince Cubbage(Interim CEO)Brandt Hastings(Chief Commercial Officer)Drew Lipsher (Chief Development Officer)Francois Chadwick(Chief Financial Officer)ParentIndependent (2010–23)Shell (2023–present)W...

 

 

Central university in Andhra Pradesh, India This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: National Sanskrit University – news · newspapers · books · scholar · JSTOR (January 2016) (Learn how and when to remove this message) National Sanskrit UniversityMottoTamasoma JyotirgamayaMotto in EnglishLead me ...

 

 

Державний комітет телебачення і радіомовлення України (Держкомтелерадіо) Приміщення комітетуЗагальна інформаціяКраїна  УкраїнаДата створення 2003Керівне відомство Кабінет Міністрів УкраїниРічний бюджет 1 964 898 500 ₴[1]Голова Олег НаливайкоПідвідомчі ор...

  هذه المقالة عن مدينة الشماسية. لمحافظة الشماسية، طالع محافظة الشماسية. الشماسية الاسم الرسمي الشماسية[1]  الإحداثيات 26°19′04″N 44°15′51″E / 26.3179084°N 44.2642599°E / 26.3179084; 44.2642599   تقسيم إداري  البلد السعودية  التقسيم الأعلى محافظة الشماسية  عاصمة لـ...

 

 

Bird of prey within the genus Aquila Eaglehawk redirects here. For other uses, see Eaglehawk (disambiguation). Wedge-tailed eagle At Captains Flat, New South Wales Conservation status Least Concern  (IUCN 3.1)[1] CITES Appendix II (CITES)[2] Scientific classification Domain: Eukaryota Kingdom: Animalia Phylum: Chordata Class: Aves Order: Accipitriformes Family: Accipitridae Genus: Aquila Species: A. audax Binomial name Aquila audax(Latham, 1801) Subspecies[3...

 

 

This article includes a list of references, related reading, or external links, but its sources remain unclear because it lacks inline citations. Please help improve this article by introducing more precise citations. (September 2022) (Learn how and when to remove this message) Sandalwood(Kannada) cinema 1930s 1940s 1950s 1960s 1960 1961 1962 1963 19641965 1966 1967 1968 1969 1970s 1970 1971 1972 1973 19741975 1976 1977 1978 1979 1980s 1980 1981 1982 1983 19841985 1986 1987 1988 1989 1990s 1...

  لمعانٍ أخرى، طالع خوسيه غونزاليس (توضيح). خوسيه غونزاليس (بالسويدية: José González)‏    معلومات شخصية الميلاد 31 يوليو 1978 (46 سنة)  غوتنبرغ  مواطنة السويد الأرجنتين  الديانة إلحاد[1]  الحياة العملية المدرسة الأم جامعة غوتنبرغ  المهنة مغني،  وعازف قيثار...

 

 

Painting by Henri-Paul Motte The Fiancee of BelusArtistHenri-Paul MotteYear1885MediumOil on canvasDimensions178 cm × 122 cm (70 in × 48 in)LocationMusée d'Orsay, Paris The Fiancée of Belus (French: La fiancée de Bélus) is a painting by French artist Henri-Paul Motte based on a fanciful Babylonian ritual associated with the deity Belus (Bel). According to that ritual, Bel was offered a girl who sat on the lap of the Bel's statue overnight, and th...

 

 

Failed proposed aircraft manufacturing joint venture between Boeing and Embraer. Boeing Brasil–CommercialAn Embraer E-Jet E190 below a Boeing 777FIndustryAircraft manufacturerFateFailed proposalHeadquartersSão José dos Campos, São Paulo, BrazilProductsAirlinersBrandsE-Jet, E-Jet E2OwnersBoeing (80%)Embraer (20%) Boeing Brasil–Commercial was a proposed, but failed joint venture between Boeing and Embraer to design, build, and sell commercial airliners worldwide. The partnership was est...

Aceh IDaerah pemilihan Daerah Pemilihan /untuk Dewan Perwakilan RakyatRepublik IndonesiaWilayah Daftar Kabupaten : Aceh Barat Aceh Barat Daya Aceh Besar Aceh Jaya Aceh Selatan Aceh Singkil Aceh Tenggara Gayo Lues Nagan Raya Pidie Pidie Jaya Simeulue Kota : Banda Aceh Sabang Subulussalam ProvinsiAcehPopulasi2.822.024 (2023)[1]Elektorat1.964.576 (2024)[2]Daerah pemilihan saat iniDibentuk2004Kursi7Anggota  Irmawan (PKB)  Fadhlullah (Gerindra)  Muhammad Sa...

 

 

For the 2005 documentary film by Werner Herzog about the late bear enthusiast Timothy Treadwell, see Grizzly Man. 1996 Canadian filmProject GrizzlyTheatrical release posterDirected byPeter LynchProduced byMichael AllderStarringTroy HurtubiseCinematographyTony WannamakerEdited byCaroline ChristieMusic byAnne Bourne Ken MyhrProductioncompanyNational Film Board of CanadaDistributed byReaction ReleasingRelease dates September 1996 (1996-09) (Toronto International Film Festival) 1997...